სფრაგისტიკა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
'''სფრაგისტიკა''' ({{lang-la|σφραγις}} ბეჭდვა) , ანუ როგორც მას კიდევ უწოდებენ, '''სიგილოგრაფია''' ({{lang-la|sigillum}} ბეჭდვა) — [[ისტორია|ისტორიის]] დამხმარე დისციპლინაა, რომლის შესწავლის ობიექტს ბეჭდები და საბეჭდავები წარმოადგენენ.
 
საბეჭდავი ეწოდება სხვადასხვა მასალისაგან ([
საბეჭდავი ეწოდება სხვადასხვა მასალისაგან ([[ქვა]],[[ლითონი]],[[ძვალი]] და სხვა) გაკეთებულ შტამპს, ყალიბს, ხოლო ბეჭედი მის ანაბეჭდს, მიღებულს დაწნევით პლასტიკურ მასალაზე ([[თიხა]], [[ცვილი]], [[ლუქი]], [[ტყვია]], [[ვერცხლი]], [[ოქრო]] და სხვა), ან საღებავების საშუალებით [[ქაღალდი|ქაღალდზე]], [[ეტრატი|ეტრატზე]] და სხვა. ბეჭედი, როგორც საბუთის უტყუარობის ნიშანი, პირველად გაჩნდა ჯერ კიდევ [[ძვ. წ. IV ათასწლეული|ძვ. წ. IV ათასწლეულში]] აღმოსავლეთის ქვეყნებში ([[შუმერი]], [[ეგვიპტე]] და სხვა), სადაც ისინი მზადდებოდა მყარი ფერადი ქვებისაგან [[ცილინდრი|ცილინდრული]], [[ხოჭოები|ხოჭოს]] ფორმისა და ა.შ.
 
ფართო გამოყენება ჰქონდა ბეჭდებს ეგეოსის სამყაროში და უფრო გვიან — ანტიკურ [[საბერძნეთი|საბერძნეთში]], [[რომი|რომსა]] და [[ახლო აღმოსავლეთი|ახლო აღმოსავლეთში]]. [[შუა საუკუნეები]]ს დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტიასა]] და [[რუსეთი|რუსეთში]] გავრცელებული იყო ე. წ. შეკიდული ბეჭდები. ეს ბეჭდები მიმაგრებული იყო საბუთთან ზონრით. ზოგან ([[ვატიკანი]]) შეკიდული ბეჭდები [[XX საუკუნე]]მდე შემორჩა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სფრაგისტიკა“-დან