ქვიარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 9:
 
== ტრანსფორმაცია ==
[[1980]] წლების დასაწყისიდან კუირი კარგავს შეურაცხმყოფელ მნიშვნელობას და [[LGBT]] ადამიანები მას თვითიდენტიფიცირებისთვის იყენებენ ნეიტრალურ ან პოზიტიურ ჭრილში. ერთ-ერთი პირველი მაგალითი [[LGBT]] საზოგადოების მიერ კუირის ასეთი გამოყენებისა იყო ორგანიზაცია Queer Nation, რომელიც [[1990]] წლის მარტში ჩამოყალიბდა. ამავე წლის ივლისში ნიუ-იორკის გეი აღლუმზე ის ავრცელებდა ანონიმურ ფლაერებს სათაურით '' ქუირებმა წაიკითხეთ ეს''. ფლაერის ერთ-ერთი მონაკვეთი ხსნიდა თუ რატომ აირჩია ორგანიზაციამ იარლიყი queer.
ქუირებმა, უმეტესწილად კი ფერადკანიანებმა დაიწყეს სიტყვა ქიურის ხმარება საპასუხოდ იმ ცვლილებებისა, რომელიც გეი-საზოგადოებაში მოხდა კონსერვატიული ლიბერარლიზმის მიმართ, რაც მოყვა The New Republic-ში ენდრიუ სალივანის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას გეი ქორწინებების კონსერვატიუულობის შესახებ.
ქუირს აქვს სოციო-პოლიტიკური მნიშვნელობაც და ხშირად მას უპირატესობას ანიჭებენ აქტივისტები, კერძოდ კი ისინი, ვინც კატეგორიულად უარყოფს ტრადიციულ გენდერულ იდენტობებს, ასევე სხვადასხვა სექსუალურ იდენტობებს, ჰეტეროსექსუალურსაც და ჰომოსექსუალურსაც, ქუირ საზოგადოება თავს დაჩაგრულად თვლის უფრო ფართო გეი/LGBT საზოგადოების პოლიტიკის ჰომონორმატიულობისგან. კუირი თავის ისტორიულ მნიშვნელობას ინარჩუნებს და რჩება ''ნორმალური საზოგადოების ფარგლებს გარეთ'' და შეიძლება განიმარტოს როგორც გენდერული და სექსუალური წესების რღვევა. ამ ტერმინს ამჯობინებენ თავისი არა ერთმნიშვნელიანობის გამო, რაც აძლევს საშუალებას ქუირ-იდენტობის მქონე ადამიანებს თავი აარიდონ ზოგჯერ ზედმეტად მკაცრ საზღვრებს, რომლებთანაც ასოცირდება [[გეი]], [[ლესბოსელი]] და [[ტრანსგენდერი]] იდენტობები. კუირი არ არის [[LGBT]]-სსინონიმი, რადგანაც ის სპექტრი რომელსაც იგი მოიცავს მრავალფეროვანია. გარდა [[]]LGBT იდენტობის მქონეპირებისა კუირი შეიძლება ეწოდოს პანსექსუალებს, ინტერსექსუალებს, ასექსუალებს, ავტოსექსუალებს, გენდერქუირებს, ასევე გენდერულად ნორმატიულ ჰეტეროსექსუალებს, რომელთა სექსუალური აქტივობა არ ექვემდებარება ჰეტერო სექსუალურ დამკვიდრებულ ნორმებს. მაგ: პირები რომლებიც ბდსმ პრაქტიკას მიმართავენ ან პოლიამურული პირები. ზოგიერთი ადამიანისთვის ტერმინის არა სპეციფიურობა განმათავისუფლებელია. ამრიგად კუირი უწევს წინააღმდეგობას როგორც ჰეტერონორმატიულობას ასევე ჰომო ნორმატიულობას და უარს ამბობს იდენტობის ტრადიციულ ესენციალისტურ პოლიტიკაზე.
 
სამეცნიერო წრეებში ტერმინი კუირი და მასთან დაკავშირებლი ზმნა queering მიუთითებს ლიტერატურის, აკადემიური დარგების, სხვა სოციალური და კულტურული ასპექტების შესწავლას არა ჰეტერონორმატიული და გენდერული კვლევების საპირისპირო პერსპექტივიდან. ქუირ კვლევა შეისწავლის საკითხებს, რომლებიც დაკავშირებულია სექსუალურ ორიენტაციასთან და გენდერის იდენტობასთან, აქცენტიხშირად [[LGBT]] თემზე და კულტურაზე კეთდება.
ქუირ-თეორია არის პოსტ-სტრუქტურალისტური კრიტიკული თეორიის დარგი, რომელიც წარმოიშვა [[1990]]-იანების დასაწყისში ქიურ კვლევებისა და ქალთა შესახებ კვლევების საფუძველზე. ქუირ თეორეტიკოსები აკრიტიკებენ მეინსტრიმ გეი მოძრაობას, რადგანაც ისკ ავშირშია ნეოლიბერალიზმთან და იმპერიალიზმთან, ასევე გეი-ტურიზმს, გეიდატრანსსამხედროინტეგრაციას, სახელმწიფოსდაეკლესიისმიერსანქციონირებულქორწინებებსმონოგამურიგეიწყვილებისთვის. ფერადკანიანმა ქუირ თეორეტიკოსმა პუარმა შემოიტანა ტერმინი ჰომო ნაციონალიზმი, რომელიც ეხება ამერიკულ გეი თემში ნაციონალიზმის, თეთრი უპირატესობის და პატრიარქატის აღზევებას.
 
მსოფლიოში რამდენიმე [[ლგბტ]] სოციალური მოძრაობა იყენებს ტერმინ ქუირს, მაგ: ქუირ ახალგაზრდების ქსელი, დიდ ბრიტანეთში. არსებობს ქუირ კულტურის განხრები, ქუირ იდენტური შეხედულებების კომბინაციები სხვა შეხედულებებთან, მაგ: ქუირქორი, კულტურული და სოციალური მოძრაობა, რომელიც პანკ-DIY მოძრაობის განშტოებაა, მოიცავს მუსიკას, ლიტერატურას და კინოს. ტერმინი ქუირ მიგრაცია აღნიშნავს [[LGBTQ]] ადამიანებს მთელს მსოფლიოში, რომლებმაც თავი დააღწიეს დისკრიმინაციას ან მკურნალობას მათ იორიენტაციის ან გენდერული გამოხატვის გამო. ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა Iranian Railroad for Queer Refugees ცდილობენ დაეხმარონ ასეთ დევნილებს.
 
კუირი სადავო ტერმინია. მრავალი ლგბტ და არა-ლგბტ ორგანიზაცია უარყოფს მის ხმარებას. ზოგი [[ლგბტ]] ადამიანი თვლის, რომ სიტყვა დამცინავი და შეურაცხმყოფელია, რადგან ინგლისურში ხშირად გამოიყენება როგორც სიძულვილის ენის ფორმა. სხვები კი სიტყვას პოლიტიკურ რადიკალიზმთან აასოცირებენ და ადანაშაულებენ მოძრაობას ლგბტ თემის დაყოფაში პოლიტიკური შეხედულების, კლასის, სქესის, ასაკის და მიხედვით. კამათს ტერმინის ირგვლივ ასევე იწვევს ის განხეთქილებაც, რომლის მიხედვითაც ლგბტ თემის ზოგი წარმომადგენელითავს ''ნორმალურად'' თვლის, სურს აღიქმებოდეს საზოგადოების ჩვეულებრივ, სრულყოფილ წევრად, ხოლო ზოგი კი თავსაღიქვამს განცალკევებულ, კონფრონტაციულ,ჩვეულებრივი საზოგადოების წესების მიღმა მყოფად.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქვიარი“-დან