ადამიანის სექსუალობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{ვიკიფიცირება}}
'''ადამიანის სექსუალობა''' — ცნება, რომელსაც ადამიანები თავიანთი გამოცდილებით უკავშირებენ ეროტიკას და რითიც ისინი გამოხატავენ თავს სექსუალური გზით; ადამიანის [[სექსუალური ორიენტაცია]]] გავლენას ახდენს სექსუალურ მიზიდულობაზე რომელსაც ის განიცდის სხვა ადამიანის მიმართ. სექსუალობის განცდა და გამოხატვა შესაძლებელია მრავალი გზით: მათ შორის აზრებით, ფანტაზიებით, სურვილებით, რწმენით, ღირებულებებით, ქცევებით, როლებითა და ურთიერთობებით. ამან შესაძლოა გამოხატულება ჰპოვოს ბიოლოგიურ, ფიზიკურ, ემოციურ, სოციალურ და სულიერ ასპექტებში.
სექსუალობის ბიოლოგიური და ფიზიკური ასპექტები მჭიდრო კავშირშია ადამიანის რეპროდუქციულ ფუნქციასთან, მათ შორის ადამიანის საპასუხო სექსუალურ ციკლსა და ძირითად ბიოლოგიურ ინსტინქტებთან, რომელიც ყველა სახეობაში გვხვდება. სექსუალობის ფიზიკური და ემოციური ასპექტები მოიცავს იმ ინდივიდუალურ კავშირებს, რომლებიც გამოიხატება ღრმა გრძნობებით ან სიყვარულის, ნდობისა და ზრუნვის ფიზიკური მანიფესტაციით. სოციალური ასპექტი ეხება ადამიანის სექსუალობაზე საზოგადოების გავლენას, ხოლო სპირიტუალური კი ადამიანების სულიერ კავშირებს. ორმხრივი კავშირი არსებობს სექსუალობასა და ცხოვრების კულტურულ, პოლიტიკურ,ლეგალურ,ფილოსოფიურ, მორალურ, ეთიკურ და რელიგიურ ასპექტებს შორის. სექსუალური აქტივობა არის ადამიანის ცხოვრების მნიშვნელოვანი ასპექტი რომელიც კავშირშია სურვილებთან,სიამოვნებასა და სხეულის ენერგიასთან. ეს საბოლოოდ სრულდება ეროტიკული სიყვარულით, ინტიმური მეგობრობით, ადამიანური კავშირებითა და გამრავლებით. სექსუალური კავშირებისადმი ინტერესი იზრდება, როდესაც ადამიანი აღწევს სექსუალურ სიმწიფეს. განსხვავებული აზრები არსებობს ადამიანის სექსუალური ორიენტაციისა და ქცევის წარმომავლობის შესახებ. ზოგი ამტკიცებს, რომ [[სექსუალობა]] განისაზღვრება გენეტიკურად, ზოგს სჯერა რომ მისი ჩამოყალიბება ხდება გარემოს გავლენით, ხოლო სხვების აზრით კი ადამიანის სექსუალურ ორიენტაციაზე ორივე ზემოაღნიშნული ფაქტორი მოქმედებს. ამას მივყავართ დებატებამდე „ბუნება აღზრდის წინააღდეგ“. პირველის მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ადამიანის თვისებები უკავშირდება მის ბუნებრივ მემკვიდრეობას, რომელიც ინსტინქტებით გამოიხატება. ხოლო მეორე ნაწილი ემყარება იმ დაშვებას, რომ ადამიანის თვისებები მუდმივად იცვლება მის განვითარებასა და აღზრდასთან ერთად. გენეტიკური კვლევები ეფუძნება იდეას, რომ ადამიანების განსხვავებული ხასიათის ძირითადი მიზეზი ალელების (გენის ერთერთი ალტერნატიული ფორმა) განსხვავებაა. ადამიანის ჰორმონების კვლევებმა აჩვენა, რომ „ მოსახლოების ათ პროცენტს გააჩნია ქრომოსომული ვარიაცია, რომელიც განსხვავდება XX-მდედრობითი და XY-მამრობითი კატეგორიისაგან“. ადამიანთა დაწყვილების, რეპროდუქციის, რეპროდუქციული სტრატეგიის და სოციალური სწავლების თეორიის ევოლუციური პერპექტივა გვთავაზობს სექსუალობის შესახებ კიდევ ერთ მოსაზრებას. სექსუალობის სოციო-კულტური ასპექტები მოიცავს ისტორიულ განვითარებებსა და რელიგიურ რწმენებს. მაგალითს წარმოადგენს ებრაელების მოსაზრება სექსუალური სიამოვნების განცდაზე ქორწინებაში, ასევე რამდენიმე სხვა რელიგიის უარყოფითი დამოკიდებულება სექსუალური სიამოვნების მიღების მიმართ(სიამოვნებისგან თავშეკავება). ზოგიერთი კულტურა სექსუალური რეპრესიებით ხასიათდებოდა. სექსუალობის შესახებ კვლევები ასევე მოიცავს ადამიანთა იდენტობებს სოციალურ ჯგუფში, სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებს და შობადობის კონტროლის მეთოდებს.
==ბუნება აღზრდის წინააღმდეგ ==
ხაზი 11:
===დამამტკიცებელი საბუთი ბუნებისთვის===
 
ტყუპებისგან უფრო მოსალოდნელია [[სექსუალური ორიენტაციის]] თანაზიარობა, ვიდრე სხვაგვარი გენეტიკური კავშირებისგან. ალბათ ეს გამოწვეულია მათი იდენტური გენებისა და საშვილოსნოში ერთი სახის ქიმიური ნივთიერებებისგან.
 
===დამამტკიცებელი საბუთი აღზრდისათვის===
 
ერთიდაიმავეერთი და იმავე სქესის დედმამიშვილთაგან, შემდეგ დაბადებულები უფრო ხშირად არიან ხოლმე [[ჰომოსექსუალები]] ან [[ბისექსუალები]] მუცლად ყოფნის დროს საშვილოსნოში ქიმიურ ნივთირებათა სხვაობის გამო. ეს ალბათ გამოწვეულია იმით, რომ ორ, ერთსქესიან დედმამიშვილს შორის მეტოქეობა ევოლუციურად არაა წახალისებული.
 
==ბიოლოგია და ფიზიოლოგია==
ხაზი 39:
გენდერული იდენტობა არის ის თუ როგორ აიგივებს პიროვნება საკუთარ თავს ქალთან, მამაკაცთან, ორივესთან, არცერთთან, ან რაღაც შუალედურთან. გენდერის სოციალური კონსტრუირება განხილულია ბევრ სხვადასხვა სწავლულთა მიერ, ჯუდიტ ბატლერი (Judith Butler) მათ შორის სახელგანთქმულია. თანამედროვე მიღწევები ითვალისწინებს ფემინისტური თეორიის გავლენას და არშიყობის კვლევებს.
 
 
==სექსუალობა და ასაკი==
 
===ბავშვთა სექსუალობა===
 
წარსულში ხშირად ვარაუდობდნენ, რომ ბავშვებს არ გააჩნიათ სექსუალობა მოგვიანებით განვითარებამდე. [[ზიგმუნდ ფროიდი]] იყო ერთერთი პირველი მკვლევარი, რომელმაც ბავშვთა სექსუალობა სერიოზულად აღიქვა. ვიდრე მის იდეებს, ფსიქოსექსუალური განვითარებისა და ოიდიპუსის კონფლიქტის შესახებ უარყოფდნენ, ან მოძველებულის ეტიკეტს აკრავდნენ, ბავშვთა სექსუალობის შეცნობა უმნიშვნელოვანესი ამოცანა ხდებოდა. [[ალფრედ კინსიმ]] (Alfred Kinsey) აგრეთვე გამოსცადა ბავშვთა სექსუალობა თავის “კინსის მოხსენებებში” (Kinsey Reports). ბავშვები ბუნებრივად ცნობისმოყვარენი არიან თავიანთი სხეულისა და სექსუალური ფუნქციების მიმართ. მაგალითად, აინტერესებთ საიდან ჩნდებიან ბავშვები, ამჩნევენ ანატომიურ განსხვავებებს ქალებსა და მამაკაცებს შორის, და ბევრი მათგანი მიმართავს გენიტალიურ თამაშს (genital play )(ხშირად შეცდომით აღიქმება მასტურბაციად). საბავშვო სექსუალური თამაში შეიცავს გენიტალიების გამომჟღავნებას, ან კვლევას. ბევრი ბავშვი იღებს მონაწილეობას ზოგიერთ სექსუალურ თამაშში, ძირითადად დედმამიშვილებთან, ან მეგობრებთან.
 
===სექსუალობა ზრდასრულობის გვიანდელ ასაკში===
 
[[სექსუალურ ქცევაში]] ცვლილებები ხდება ასაკის მატებასთან ერთად და რადგან მოხუცები შეიძლება დასუსტებული იყვნენ თავიანთი უძლურებით, ურთიერთობა საჭიროა დარჩეს მეგობრული და მგრძნობიარე. ასაკი იწვევს ცვლილებებს სექსუალურ გამოხატვაში. მამაკაცები უფრო ხშირად განიცდიან ამ ცვლილებებს, ვიდრე ქალები. კაცებისთვის ორგაზმი უფრო იშვიათი ხდება და ჩვეულებრივ, სჭირდებათ მეტი პირდაპირი სტიმულაცია ერექციის გამოსაწვევად. ყოველი ოთხი მამაკაციდან ერთს, 65-იდან 80 წლამდე, აღენიშნებოდა ძლიერი პრობლემები ერექციის გამოწვევასთან ან შენარჩუნებასთან დაკავშირებით და ეს პროცენტული მაჩვენებელი იზრდებოდა 80 წელს გადაცილებულ მამაკაცთა შორის. გარდა ამისა, ერექციის დისფუნქციის საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენება ასაკოვან ზრდასრულებს სექსის იმედს უსახავს. მიუხედავად სამედიცინო გართულებებისა, და მოსაზრებების, რომ ასაკოვანი ხალხი უნდა იყოს ასექსუალი, ბევრი ასაკოვანი მისდევს შეღწევად სექსუალურ კავშირს. თანამედროვე ინტერვიუს შედეგებმა, რომელშიც მონაწილეობდა 3000 ასაკოვანი, 57-დან 85 წლამდე, აჩვენა, რომ ჯანმრთელობა დიდ როლს თამაშობს ხანდაზმულთა სექსუალურ აქტივობაში. სექსუალურად აქტიურ ასაკოვანთა პროცენტული რაოდენობა მეტია მათ შორის, ვისაც ჯანმრთელობის კარგი მდგომარეობა აქვს იმათზე, ვისაც ამ მხრივ ცუდად აქვს საქმე. ხშირად მოხუცი ქალები სექსუალურად ნაკლებად აქტიურები არიან. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ისინი მეუღლეებზე დიდხანს ცოცხლობენ, ან მამაკაცების ტენდენცია, რომ ახალგაზრდა ქალებზე იქორწინონ. როდესაც ასაკოვანი ზრდასრულები სექსუალურად აქტიურები არიან, ინტიმი და მეგობრობა ხშირად უფრო მნიშვნელოვანია მათთვის, ვიდრე სექსი.
 
==სოციოკულტურული ასპექტები==
 
[[ადამიანის სექსუალობა]] ასევე შეიძლება გაგებული იქნას, როგორც ადამიანების სოციალური ცხოვრების ნაწილი, რომელსაც მართავს ქცევის ნაგულისხმევი წესები და სტატუს ქვო. ასეთი მოპყრობა ავიწროებს საზოგადოებაში არსებული ჯგუფების ხილვადობას. სოციოკულტურული ასპექტი იკვლევს სოციალურ ნორმებზე და ამ ნორმებისაგან გამოწვეულ გავლენებს პოლიტიკის და მასმედიის ეფექტებთან ერთად. ასეთმა მოქმედებებმა შეიძლება სოციალურ ნორმებში განავითარონ მასობრივი ცვლილებები, როგორებიც იყო მაგალითად [[სექსუალური რევოლუცია]] და [[ფემინიზმის]] წარმოქმნა.
 
ისწავლება სექსის კონსტრუირებულ მნიშვნელობებსა და რასობრივ იდეოლოგიებს შორის კავშირი. სექსუალური მნიშვნელობები კონსტრუირებულია რასობრივ-ეთნიკური საზღვრების შესანარჩუნებლად “სხვების” ცილისწამების და ჯგუფის შიგნით სექსუალური ქცევის დარეგულირების ხარჯზე. ორივე მოქმედება: ქცევის ამ დადგენილი წესების ერთგულება ან მათგან გადახვევა, განსაზღვრავს და აძლიერებს რასობრივ, ეთნიკურ და ნაციონალისტურ რეჟიმებს.
ხაზი 59:
===სექსუალური მორალი რელიგიაში===
 
მსოფლიოს რელიგიების უმრავლესობა ცდილობდა მორალის საკითხები, რომლებიც აღმოცენდებოდა [[ადამიანების სექსუალობიდან]], მიემართა საზოგადოებისა და ადამიანური ურთიერთქმედებებისკენ. ყველა ძირითადმა რელიგიამ შექმნა მორალური კოდექსი, რომელიც მოიცავდა სექსუალობის, მორალის, ეთიკის და ა.შ. საკითხებს, რომლებიც დადგენილი იყო ადამიანების სექსუალური ქმედებებისა და პრაქტიკების სახელმძღვანელოდ.
 
===სექსუალობა ისტორიაში===
ხაზი 80:
თანამედროვე აკადმიაში სექსუალობა ისწავლება სექსოლოგიის და “გენდერი და სექსუალობის”(Gender and Sexuality Studies) სწავლების სფეროში ბევრ სხვა სფეროს შორის. სექსოლოგია, სექსუალური ინტერესების, ქცევისა და ფუნქციის სწავლება მოიცავს სექსუალურ განვითარებას და სექსუალურ ურთიერთობებს სქესობრივი კავშირის (შეღწევადი სექსი) ჩათვლით. იგი ასევე ადასტურებს ისეთი ჯგუფების სექსუალობას, როგორებიცაა ინვალიდები (შრომის უნარს მოკლებულები), ბავშვები და მოხუცები.
 
ალფრედ კინსი დაინტერესდა სექსუალური პრაქტიკების განსხვავებული ფორმებით დაახლოებით [[1933]] წელს, როდესაც მან აღმოაჩინა კინსის სკალა (Kinslay Scale), რომელიც მწკრივდება 0-დან 6-მდე, სადაც 0 არის უკიდურესად ჰეტეროსექსუალი და 6 კი უკიდურესად ჰომოსექსუალი. მისი “კინსის აღწერები”(Kinsley Reports) დაიწყო მას შემდეგ, რაც გამოქვეყნდა “მამრობითი სქესის ადამიანის სექსუალური ქცევა”( Sexual Bbehavior in the Human Male) [[1948]] წელს და “მდედრობითი სქესის ადამიანის სექსუალური ქცევა”( Sexual Behavior in the Human Female )[[1953 ]]წელს, რამაც ხელი შეუწყო [[1960]]-იანი წლების სექსუალურ რევოლუციას.
 
==სექსუალური ქცევა==
 
ადამიანის [[სექსუალური ქცევა]], სტიმულირებული სიამოვნების მიღების სურვილით, შეიცავს პარტნიორის ან პარტნიორების ძიებას, ინდივიდებს შორის ურთიერთქმედებას, ფიზიკურ, ემოციურ ინტიმურობას, და სექსუალურ კონტაქტს, რომელიც შეიძლება გადაიზარდოს წინასექსუალურ თამაშში (foreplay), მასტურბაციაში და საბოლოო ჯამში მიაღწიოს ორგაზმს.
 
===სექსუალური მიზიდულობა===
 
[[სექსუალური მიზიდულობა]] მნიშვნელოვანი ასპექტია პიროვნების, როგორც მის სექსუალობაზე დაკვირვებისა და ასევე მასზე დამკვირვებლისაც. ყოველი ადამიანი განსაზღვრავს თვისებებს, რომლებსაც თვლის მიმზიდველად. ეს თვისებები და მათი აღქმის უნარი ყოველ პიროვნებას საკუთარი აქვს. ადამიანის [[სექსუალურ ორიენტაციას]] საყურადღებო გავლენა აქვს იმაზე, თუ რა თვისებები მიაჩნია მას მიმზიდველად. თვისებები, რომლებიც ადამიანებს შეიძლება მიაჩნდეთ სექსუალურად მიმზიდველად, შეიძლება დამოკიდებული იყოს ფიზიკურ თვისებებზე, ადამიანის გარეგნობის და მოძრაობების ჩათვლით, მაგრამ ასევე შეიძლება გავლენა ქონდეს მის ხმას, ან სუნს, აგრეთვე ინდივიდუალურ უპირატესობებს, რაც სხვადასხვა გენეტიკური, ფსიქოლოგიური და კულტურული ფაქტორების ზემოქმედების შედეგია.
 
===ურთიერთობის აწყობა===
ხაზი 96:
2 ცდუნება არის პროცესი, რომლის მეშვეობითაც ერთი ადამიანი განზრახ ხიბლავს მეორეს, რომ შეიტყუოს იგი გარკვეული სახის სექსუალურ ქცევაში. სექსუალური ინტერესის საკომუნიკაციო საშუალება შეიძლება იყოს ვერბალური, ან ვიზუალური.
3 პაემანი არის შეხვედრა, ან პიკნიკი პოტენციურ პარტნიორთან და ემსახურება მასთან სიახლოვისა და შესაფერისობის გაუმჯობესებას ინტიმური პარტნიორობისთვის.
4 ხანდახან ფიზიკური ინტიმის მოლოდინი არის [[სექსუალური მიზიდულობის]] ყველაზე ეფექტიანი საშუალება. ეს შეიძლება გამოიხატოს ისეთი გრძნობებით, როგორებიცაა ახლო მეგობრობა, ან სიყვარული. ინტიმის გამოხატვის საშუალებებია აგრეთვე ხელჩაკიდებული ყოფნა, ჩახუტება, კოცნა, ან მოფერება.
 
== რესურსები ინტერნეტში ==