ოდესა: განსხვავება გადახედვებს შორის

[[ხერსონი]]ს კლიმატის უვარგისობაში დარწმუნებულმა ადმირალმა [[ოსიპ დერიბასი|ოსიპ დერიბასმა]] ჰაჯიბეის ადგილას ქალაქის გაშენების იდეა [[ეკატერინე II]]-ს შესთავაზა. ამ ქალაქის დაარსება რუსეთს აახლოებდა [[ოსმალეთის იმპერია]]სთან, ხოლო [[ვოლინი]]სა და [[პოდოლი]]ს მცხოვრებლებს დიდ უპირატესობას უქმნიდა. მათ აღარ დასჭირდებოდათ [[ბუგი]]ს გადაკვეთა ზღვასთან დასაკავშირებლად.
 
1803 წელს ოდესაში ოთხასამდე სახლი და 7-8 ათასამდე მცხოვრები იყო, ქალაქის შემოსავალი 5 მლნ მანეთამდე ადიოდა. 1803 წელს ოდესის მმართველად დაინიშნა [[არმან ემანუელ დიუ პლესი რიშელიე]]. მან მიიზიდა ხალხი ოდესაში დასასახლებლად, მოაწყო მუდმივმოქმედი ფოსტა და კარანტინი, სავაჭრო პალატა, ბირჟა, საავადმყოფოები და გიმნაზიები. ათ წელიწადში ქალაქის მოსახლეობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. 1814 წლისთვის ოდესაში 2600 სახლი და 35 ათასი მცხოვრები იყო, ქალაქის შემოსავალმა 45 მლნ მანეთს გადააჭარბა. 1820 წლისთვის ოდესის 40 ათასიანი მოსახლეობა მრავალეთნიკური იყო. მისი მოსახლეობის მხოლოდ მეოთხედი იყო [[რუსები]], დანარჩენს კი შეადგენდნენ [[ფრანგები]], [[იტალიელები]], [[ავსტრიელები]], [[გერმანელები]], [[პოლონელები]], [[სომხები]], [[ბულგარელები]], [[სერბები]], [[ბერძნები]], [[ალბანელები]], [[ყარაიტები]].
 
ოდესა [[1819]]-[[1858]] წლებში თავისუფალი პორტი (პორტო ფრანკო) იყო. საბჭოთა პერიოდში სსრკ-ის უმნიშვნელოვანესი სავაჭრო პორტი და სამხედრო სანაოსნო ბაზა გახდა. [[2000]] წლის [[1 იანვარი|1 იანვარს]] [[ოდესის პორტი|ოდესის სავაჭრო პორტის]] კარანტინის მისადგომი თავისუფალ პორტად და თავისუფალ სავაჭრო ზონად გამოცხადდა 25 წლის ვადით.
 
==გეოგრაფია==