რედუტ-კალე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: როცა → როდესაც (2) using AWB
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Gagarin. Redout-Kale. 1847.jpeg|250px|thumb]]
'''რედუტ-კალე''', ნავსადგური დასავლეთ საქართველოში [[შავი ზღვა|შავი ზღვის]] სანაპიროზე XIX საუკუნის I ნახევარში. მდებარეობდა მდინარე [[ხობისწყალი|ხობისწყლის]] შესართავში, ახლანდელი სოფელ [[ყულევი]]ს ([[ხობის მუნიციპალიტეტი]]) ადგილზე. 1804 წელს, როდესაც ამ ადგილებში რუსეთის ჯარის ნაწილები განლაგდა და რედუტი მოეწყო. რედუტ-კალე დასავლეთ საქართველოში განლაგებული რუსეთის ჯარის მთავარ სასურსათო ბაზად იქცა. იგი აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ერთ-ერთი ნავსადგური იყო, საიდანაც ამიერკავკასიაში შემოდიოდა ევროპული საქონელი. განსაკუთრებით გაიზარდა რედუტ-კალის მნიშვნელობა 1821 წლიდან, როდესაც ამიერკავკასიაში შეღავათიანი სატრანზიტო სავაჭრო ტარიფი დაწესდა; აქედან საქონელი უკვე შუა აღმოსავლეთშიც გადიოდა. შემდგომში სატრანზიტო სავაჭრო ტარიფის ცვლილება თავისთავად გავლენას ახდენდა რედუტ-კალის მნიშვნელობაზე. 1846 წელს მან სანავსადგურო ქალაქის სტატუსი მიიღო. [[ყირიმის ომისომი]]ს (1853-1856) დროს, 1854 წელს, რედუტ-კალე თურქეთის ესკადრამ დაბომბა, შემდეგ რუსეთის ჯარებმა მისი ციხესიმაგრე ააფეთქეს და ქალაქიდან გავიდნენ. რედუტ-კალე თურქებმა დაიკავეს. პარიზის საზავო ხელშეკრულების (1856) თანახმად, 21 მარტს თურქებმა დათმეს რედუტ-კალე, მაგრამ ქალაქიდან გასვლისას გადაწვეს. ამის შემდეგ რედუტ-კალის მნიშვნელობა დაეცა და დასავლეთ საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე დაწინაურდნენ სანავსადგურო ქალაქები [[ფოთი]] და [[სოხუმი]].
 
==ლიტერატურა==
{{commonscat|Redout-Kale}}
*''პაჭკორია მ.'', რედუტ-კალე ყულევი, თბ., 1968;
{{ქსე|8|329|ბერაძე თ.}}
*''ბერაძე თ.'', [[ქსე]], ტ. 8, გვ. 329, თბ., 1984
 
[[კატეგორია:საქართველოს ნავსადგურებიპორტები]]
[[კატეგორია:ხობისსაქართველოს მუნიციპალიტეტიისტორიული ქალაქები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რედუტ-კალე“-დან