წილკნისა და დუშეთის ეპარქია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎რესურსები ინტერნეტში: clean up, replaced: ვებ-გვერდი → საიტი
ხაზი 1:
{{მმ*|წილკანი}}
[[ფაილი:Tsilkani-dusheti.jpg|thumb|250px|წილკნისა და დუშეთის ეპარქია]]
'''წილკნისა და დუშეთის ეპარქია''' მდებარეობს [[შიდა ქართლი|შიდა ქართლში]], [[მცხეთის მუნიციპალიტეტი|მცხეთის]] საკათალიკოსო ტაძრის ჩრდილოეთით მდებარეობს. მას აღმოსავლეთიდან ესაზღვრება [[ალავერდის ეპარქია]], ჩრდილო-დასავლეთიდან [[სტეფანწმინდისა და ხევის ეპარქია|სტეფანწმინდისა და ხევის]], დასავლეთიდან [[სამთავისისა და გორის ეპარქია|სამთავისისა და გორის]], სამხრეთიდან მცხეთა-თბილისისა და საგარეჯო-გურჯაანის ეპარქიები, ჩრდილოეთის საზღვარი საქართველო-რუსეთის სახელმწიფოს საზღვარს ემთხვევა. სამღვდელმთავრო მოიცავს მდინარეების - არაგვისა და ქსნის აუზებს და კავკასიის მთიანეთს. წილკნის ვრცელი ეპარქია ქსნისა და არაგვის ხეობაში მცხოვრებ „ყოველთა მთეულთა“ - „ფხოელნი“ და „ფხოვნი“, „გუდამაყარნი“, „მოხევენი“, „ფადელნი“, „ცხავადნი“, „ჭართალელნი“, „წილკანელნი“, „ერთწუთიანელნი“, „ყუარელნი“, „თუშნი“ და სხვა - აერთიანებს. ეპარქიის სახელწოდება „წილკანი“, მთის ხეობაში შესასვლელი წინაკარი - წინკარი - წირკანი - წილკანი - სოფლის სახელიდან წარმომდგარა, სადაც ბაქარ მირიანის ძემ „აღაშენა ეკლესია წილკნისა“ (ლეონტი მროველი).
 
[[ფაილი:Tsilkani Cathedral.jpg|მინი|[[წილკნის ეკლესია]]]]
== ეპარქიის ისტორია ==
 
'''წილკნის საეპისკოპოსო''' — ისტორიული საეპისკოპოსო საქართველოში. [[წილკანი (მხარე)|წილკანი]] ერთ-ერთი პირველი მხარე იყო, სადაც [[ქრისტიანობა]] გავრცელდა. ტრადიციის თანახმად, IV საუკუნის 30-იან წლებში ქართველთა განმანათლებელმა [[წმინდა ნინო|ნინომ]] [[წობენი|წობენში]] სხვა მთიელებთან ერთად წილკნელებსაც მიაღებინა ქრისტიანობა. ქრისტიანობის გავრცელების პირველვე პერიოდში აშენდა [[წილკნის ეკლესია]].
ეპარქიის ტერიტორიაზე – ქსნის ხეობაში, ძალისში, სოფელ წილკანთან ახლოს, ნაქალაქარზე აღმოაჩინეს ადრეული ქრისტიანული (II-III სს.) სამლოცველო. ეს აღმოჩენა ამ კუთხეში პირველქრისტიანული თემის არსებობას მიანიშნებს. ახალი სარწმუნოების მიღება მთის ზოგიერთ ტომში უმტკივნეულოდ არ მომხდარა, მეფის მიერ გაგზავნილმა „ერისთავმან მცირედ წარმართა მახვილი“. მთის მოქცევას საეკლესიო ტრადიცია მეფე მირიანის ძეს, ბაქარს, უკავშირებს: ''„ამან მოაქცივნა უმრავლესნი კავკასიანნი, რომელი ვერ მოექცივნეს მამასა მისსა“''. მეფე ბაქარის მიერ წილკნის დიდებული [[ტაძარი]] იმთავითვე საეპისკოპოსო საყდრად უნდა აშენებულიყო. წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის მიერ საკათალიკოსოსა და 12 ახალი [[საეპისკოპოსო]]ს დაფუძნებისას [[წილკანი]] არ იხსენიება. შესაძლოა იგი უკვე არსებული ძველი ეპარქიაა ან ვახტანგ მეფის საეკლესიო გარდაქმნის შემდეგ, [[V საუკუნე|V საუკუნის]] ბოლოსთვის მაინც დაარსდა. მეფის ერთგულ წილკნის სამღვდელმთავროს განსაკუთრებული მნიშვნელობა მას შემდეგ დაეკისრა, „''ოდეს დაიმორჩილა ოვსნი და ყივჩაღნი და შექმნა კარნი ოვსეთისანი და დაადგინა მცველად მახლობელნი იგი მთეულნი''“.
 
{{ციტატა|არს ეკლესია წილკანს ღვთისმშობლისა, გუმბათიანი და შვენიერი. აღაშენა მეფემან ბაქარ, ზის ეპოსკოპოზი, მწყემსი მუხრანისა, ორივე არაგვისა და ბაზალეთისა|[[ვახუშტი ბატონიშვილი]]}}
ამდენად, წილკნის ეპარქიას ოდითგანვე მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი მისია ჰქონდა დაკისრებული. მისი მეშვეობით ხდებოდა მთიელთა გაქრისტიანება. VI ს-ის დასაწყისში, [[506]] წელს ქ. [[დვინი|დვინში]] ჩატარებული საეკლესიო კრების დამსწრე ქართველ მღვდელმთავართაგან წილკნელი ეპისკოპოსი ენოქიც იხსენიება. წილკნის დიდი მნიშვნელობა კიდევ უფრო მეტად გაცხადდა მას შემდეგ, როდესაც 13 ასურელ მამათაგან - ისე - „ეპისკოპოსად წილკნისა“ აკურთხა კათოლიკოსმა ავლალოსმა. წმინდა ისე წილკნელმა მადლიანი სიტყვით „ფრიადი ურწმუნონი მოაქცივნა“. ასევე მან მოახდინა უდიდესი სასწაული: უწყლობით დატანჯული სამწყსოსთვის „უვალსა და უგზურსა ალაგსა“ წყალი გაიყვანა, რის შემდეგაც სასოწარკვეთილთა მთეულთა ჭეშმარიტი ღმერთი აღიარეს. წმინდა მამამ მაღლა მთაში „მრავალნი ტაძარნი კერპთანი დაარღვინა და ბომონნი დაამხნუა, ხოლო ეკლესიანნი აღაშენნა“. მანვე მთის მოსახლეობის მღვდელნი და დიაკონნი დაუდგინა.
 
მალე ტაძარი საეპისკოპოსო კათედრალად იქცა. წილკნის საეპისკოპოსოში შედიოდა მხარეები: [[წილკანი (მხარე)|წილკანი]], [[მუხრანი (მხარე)|მუხრანი]], [[ბაზალეთი (მხარე)|ბაზალეთი]], [[მთიულეთი]], [[გუდამაყარი]] და [[ხევი (მხარე)|ხევი]]. წილკნის საეპისკოპოსოს მიწების მითვისებას ცდილობდნენ [[მუხრანი (მხარე)|მუხრანის]] ერისთავები [[ძაგანისძეები]]. XI საუკუნეში ერისთავის ძმამ მოდესტომ წილკნის საეპისკოპოსოს ყმა-მამული მიიტაცა. [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებელმა]] მოტაცებული მიწები კვლავ საეპისკოპოსოს დაუბრუნა. საეპისკოპოსო საკმაოდ მდიდარი და ძლიერი იყო. ქართველ მღვდელმთავართა შორის წილკნელს მე-19 ადგილი ეჭირა. დიდ დახმარებას უწევდნენ ქართველი მეფეები და დიდგვარიანი ფეოდალები. წილკნის ტაძარი მნიშვნელოვანი ლიტერატურულ-მწიგნობრული კერაც იყო. XIX საუკუნის დასაწყისში წილკნის საეპისკოპოსო გაუქმდა. ამჟამად მისი ტერიტორია შედის [[წილკნისა და დუშეთის ეპარქია]]ში.
ისე წილკნელის მიერ განმტკიცებული წილკნელის კათედრა მოგვიანებით კიდევ უფრო გაძლიერდა და ქართლის ეკლესიაში საკმაო პატივი დაიმსახურა. მეფეთა კურთხევას ქართველ მღვდელმთავართა შორის წილკნელს მე-19 ადგილი ეჭირა.
 
==ლიტერატურა==
VIII-IX სს. [[ქართლი|ქართლში]] მეფის ხელისუფლების შესუსტების დროს, წილკნის ეპარქიის ტერიტორიებს მუხრანის სანახებთან ერთად, ქვეყნის გაერთიანების შემდეგ, [[კახეთი]]ს მმართველნი, კერძოდ, [[ზედაზნის ციხე|ზედაზნის ციხის]] მეპატრონე ძაგანის ძენი ისაკუთრებენ.
*{{ქსე|9|324}}
 
[[კატეგორია:საქართველოს ეპარქიებისაეპისკოპოსოები]]
== X საუკუნის შემდეგ ==
 
წმინდა მეფის [[დავით აღმაშენებელი|დავით აღმაშენებლის]] დროს, მთელი ეს მხარე ქვეყნის საიმედო დასაყრდენი იყო. XII-XIII ს-ში, წმინდა მეფე [[თამარ მეფე|თამარის]] დროს წილკნის საეპისკოპოსოს საზღვრები კიდევ უფრო გაიზარდა მთის ხეობებში ქრისტიანობის გავრცელებითა და ეკლესიების მშენებლობით. XV ს-ის II ნახევარში, საქართველოს სამეფოებად დაშლის შემდეგ, ეპარქიის ტერიტორიამ გარკვეული ცვლილებები დაინახა. წილკნის სამწყსოს დიდი ნაწილი კახეთის სამღვდელმთავროებს, განსაკუთრებით [[ალავერდის ეპარქია]]ს დაექვემდებარა. XVI ს-ის I ნახევარში წილკნის მწყემსმთავარსა და მცხეთის კათოლიკოსს შორის წარმოშობილი დავაც სამწყსო ტერიტორიების მიკუთვნების გამო დაიწყო. საქმის გასარჩევად მეფე [[ლუარსაბ I]] (1527-1558), მთავარეპისკოპოსი გორონე, დომენტი თბილელი, მროველი გედეონი, მცხეთის კათოლიკოსი, წილკნელი და სხვები შეკრებილან და მუხრანის საზღვრები „უსარჩელად და გამოუცილობლად“ დაუდგენიათ.
 
XIX ს-ის მიჯნაზე, ქვეყნის საერთო გაჭირვებისას, წილკანი ორმოცზე მეტ სოფელს მოიცავდა და [[ქართლი|ქართლის]] სამწყსოთა შორის მეოთხე ადგილზე სახელდებოდა. [[1800]] წლისათვის ეპარქიას 75 [[მღვდელი]], 11 [[დიაკვანი]] და 5 ათეულამდე საეკლესიო მსახური ჰყავდა.
 
საქართველოში რუსეთის შემოსვლის შემდეგ ტრადიციული ქართული საეკლესიო სტრუქტურები ძალზე შეიცვალა და გამარტივდა. ეს, უპირველეს ყოვლისა, საეპისკოპოსოების გაუქმებით გამოიხატა. [[1803]] წელს, წილკნის მთავარეპისკოპოსის იოანე ქარუმიძის გარდაცვალების შემდეგ, სამღვდელმთავრო ტერიტორია ჯერ სამთავისის, შემდეგ ნიქოზის ეპარქიას მიუერთეს. წილკნელ-სამთავნელ-ნიქოზელი [[ქორეპისკოპოსი]] [[გერვასი მაჭავარიანი]] იყო ბოლო მღვდელმთავარი, რომელმაც კავკასიის მოსახლეობაში დიდი რელიგიურ-მისიონერული მოღვაწეობით გაითქვა სახელი. იგი 1817 წელს გარდაიცვალა.
 
[[1811]] წელს, [[საქართველო]]ს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ, რუსულმა მმართველობამ წილკნის საეპისკოპოსოც გააუქმა და ახლადწარმოქმნილ [[მცხეთა–თბილისის ეპარქია]]ს მიუერთა, საწილკნო, ისე როგორც [[საქართველო]]ს დანარჩენი ეპარქიები, დიდ მატერიალურ გაჭირვებაში აღმოჩნდა.
 
[[1917]] წელს, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ, განახლდა წილკნის ეპარქიაც, მაგრამ მისი კუთვნილი ტერიტორია დროებით შეიერთა მცხეთის ეპარქიამ და წილკნელი ეპისკოპოსები მცხეთის სვეტიცხოველში ასრულებდნენ წირვა-ლოცვას. 1917 წელს წილკნელ მღვდელმთავრად დადგენილ იქნა ეპისკოპოსი გიორგი ალადაშვილი ([[1917]]-1920 წწ.).
 
== ეპისკოპოსები 1920 წლის შემდეგ ==
 
ეპარქიას მართავდნენ ეპისკოპოსები:
 
*პავლე ჯაფარიძე – [[1924]]–[[1930]] წწ.
*ალექსი გერსამია – [[1930]]–[[1938]] წწ.
*ტარასი კანდელაკი – [[1939]]–[[1951]] წწ.
*გობრონ წკრიალაშვილი – [[1954]] წ.
*გაიოზ კერატიშვილი – [[1972]]-[[1978]] წწ.
*თადეოზ იორამაშვილი – [[1978]]-[[1980]] წწ.
*გიორგი ღონღაძე – [[1980]]-[[1982]] წწ.
 
[[1984]] წლიდან წილკნის ეპარქიას განაგებს მთავარეპისკოპოსი [[ზოსიმე (მეუფე)|ზოსიმე]] შიოშვილი.
 
==იხილეთ აგრეთვე==
 
* [[საქართველოს ეპარქიები]]
 
==რესურსები ინტერნეტში==
*[http://tsilkani-dusheti.ge/ ეპარქიის საიტი]
 
{{საქართველოს ეპარქიები}}
 
[[კატეგორია:საქართველოს ეპარქიები]]