ქაქუთი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: | → | (7), | → | (6) using AWB
ხაზი 8:
|პანორამის სიგანე =
|წარწერა =
|lat_dir =N |lat_deg =41|lat_min =51|lat_sec =32
|lon_dir =E |lon_deg =41 |lon_min =57|lon_sec =28
|CoordAddon = type:city(40361)_region:
|CoordScale =
|ქვეყნის რუკის ზომა =300
|ქვეყნის რუკა=
ხაზი 51:
 
==ისტორია==
სახელწოდება ქაქუთი სავარაუდოდ [[სვანური ენა|სვანური]] წარმოშობისაა. ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით კი [[გურიელები|გურიელებს]] ჰყავდათ [[ოდიში]]დან დაქირავებული მეჯოგე გვარად ქაქუთია, რომელიც ამ ადგილებში აძოვებდა ნახირს. ისტორიულ წყაროებში ის მეზობელ სოფელ [[ჭანიეთი|ჭანიეთზე]] უფრო ადრე მოიხსენიება. სოფელში აღმოჩენილი [[ბრინჯაო]]ს ცულის პირი ინახება [[ოზურგეთის ისტორიული მუზეუმი|ოზურგეთის ისტორიულ მუზეუმში]]. ქაქუთი [[ქაქუთი (ქობულეთის მუნიციპალიტეტი)|გაღმა ქაქუთთან]] ერთად წარმოადგენდა ერთ სოფელს და შედიოდა [[ლიხაური]]ს სასოფლო საზოგადოებაში. მდინარე [[ჩოლოქი]] მას ყოფდა გაღმა და გამოღმა ქაქუთად. სოფელი ორად გაიყო მას შემდეგ, რაც [[1829]] წელს [[ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულება|ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულებით]] ოსმალეთმა მიიღო ტერიტორია მდინარე [[ჩოლოქი]]ს სამხრეთით.<ref>''ნოზაძე ვ''. საქართველოს აღდგენისათვის ბრძოლა მესხეთის გამო, გვ.8 — თბილისი, 1989 წ.</ref> სოფლები ერთმანეთთან დაკავშირებულია საცალხეფო ხიდით.
 
ქაქუთზე გადიოდა [[გურია]]სა და [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთი]]ს დამაკავშირებელი გზა, რომლითაც ხშირად სარგებლობდნენ ტყვეთა სყიდვაში ჩაბმული პირები. ერთი მოსაზრებით, სწორედ გაყიდულ ტყვეთა სასოწაკვეთილ ყვირილს უკავშირდება ჩოლოქის ერთ-ერთი შენაკადს, მოყვირალას სახელი. სხვა ვერსიით კი მდინარე ადიდებისას ყვირის.
 
1870-იან წლებში ქაქუთი და [[ჭანიეთი]] მოინახულა და აღწერა [[დიმიტრი ბაქრაძე]]მ. ქაქუთში იდგა მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარი, რომელიც 1870-იან წლებში აშენდა. ტაძარი იყო ნაგები [[ურთხელი]]ს ხით და მდებარეობდა [[თავდგირიძეები]]ს მამულში. აქ დაუკრძალავთ გიორგი თავდგირიძე, რომელიც [[გიორგი III გურიელი]]ს დროს მოღვაწე ცნობილი პირი უნდა ყოფილიყო. მან ტაძარს შესწირა ქრისტეს ვერცხლის ხატი. ტაძარშივე ინახებოდა პაატა ბოლქვაძის მიერ მოჭედილი ვერცხლის [[ფეშხუმი]]. ეკლესიისგან შემორჩენილია ტრაპეზის ქვა. გურიელის სამოსახლო ღრმა თხრილით იყო შემოსაზღვრული, მის ტერიტორიაზე იდგა კირქვისა და ყორის ქვით ნაშენი მცირე (18-20 მ<sup>2</sup>)სამლოცველო. ამ ადგილზე შენდება წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძარი. [[გურიელები]]ს კიდევ ერთი სასახლე, საზაფხულო რეზიდენცია იდგა მდინარე [[ჩოლოქი]]ს ნაპირას. მიწის დამუშავებისას ამ ადგილზე სხვადასხვა დროს უნახავთ თიხის ჭურჭლის ნამტვრევები, ყორის ნაშთები.
 
1896 წელს სოფელში [[ლიხაური|ლიხაურელმა]] რაჟდენ კონტრიძემ გახსნა ერთკლასიანი სამრევლო სკოლა. სკოლა მოუხერხებელ ადგილზე მდებარეობდა და ის ერთ წელიწადში გურიელების ნასახლარზე გადაიტანეს. გახსნის დროს მასში 30 ქრისტიანი და 15 მუსლიმი მოსწავლე სწავლობდა. 1896 წელს სკოლა მოულოდნელად დაიწვა. იმავე ადგილზე ააგეს ახალი სკოლა ბიბლიოთეკითურთ. სკოლას ეხმარებოდნენ [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება]], ლიხაურის ეკლესიის მღვდელი [[ნესტორ კონტრიძე]] და სხვები. 1920-იან წლებში სკოლის ძველი შენობა დაანგრიეს და ააგეს ახალი, ხის შენობა, რომლის მშენებლობაშიც გამოიყენეს მთავარანგელოზთა დანგრეული ეკლესიის ფიცრები.
 
სოფელში გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო კულტურები იყო [[ღომი]], [[სიმინდი]] და [[ბრინჯი]]. XX საუკუნის 50-იან წლებში ჩაის წარმოების ზრდის დროს გაიზარდა სოფლის მოსახლეობა, ამ დროს სოფელში დასახლდნენ [[სომხები]], რომლემაც სოფელი 15-20 წლის შემდეგ დატოვეს, მხოლოდ რამდენიმე ოჯახი დარჩა. მათ დასახლებას პირობითად „ერევნის ქუჩას“ უწოდებდნენ. 1965 წელს აშენდა სკოლის ახალი, კაპიტალური ერთსართულიანი შენობა. სკოლა კონსტიგენტის უქონლობის გამო დაიხურა 2011 წელს.
ხაზი 68:
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
{{ოზურგეთის მუნიციპალიტეტი}}
 
[[კატეგორია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლები]]