გონიოს ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

 
უძველესი ცნობა მის შესახებ ეკუთვნის რომაელ ავტორ [[პლინიუს უმცროსი|პლინიუს სეკუნდუსს]] (ახ. წ. I ს.). ბერძნულ-რომაულ წყაროებში ცნობილია ''აფსარუნტის'' სახელით. [[ანტიკური ხანა|ანტიკური]] ტრადიციის თანახმად აფსაროსის დაარსება [[არგონავტები]]ს ექსპედიციას უკავშირდება. მათ მიერ [[აიეტი (მითოლოგია)|აიეტის]] ვაჟის [[აფსირტე]]ს მოკვლას და ამ ადგილას დაკრძალვას. თუმცა არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით უძველესი დასახლება აქ ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებით თარიღდება. საკუთრივ ციხე აქ რომაელებმა ახ. წ. I საუკუნის 70-იან წლებში ააგეს.
 
[[ვახუშტი ბატონიშვილი]]ს გადმოცემით:
{{ციტატა|ბათომის პირისპირს ჭოროხის სამჴრეთის კიდეზე არს [[გონიოს ციხე|გონია]], მცირე ქალაქი და ციხე. უპყრავთ ოსმალთა, რომელი აღაშენეს ქორონიკონსა ჩფმზ, ქართულსა სლე <ref>ვახუშტი, „საქართველოს გეოგრაფია“, ტფილისი, 1904 წ., გვ. 323</ref>.}}
 
გონიოს ციხე XII საუკუნის შემდგომდროინდელი სახელწოდებაა. II საუკუნეში აქ რომაელთა ხუთი კოჰორტა იდგა. ამ პერიოდში იგი კარგად გამაგრებული და კეთილმოწყობილი ციხე-ქალაქი ყოფილა. ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილია I-III საუკუნეების ნაგებობები: აბანოები, ყაზარმები, პრეტორიუმი, კანალიზაციისა და წყალგაყვანილობის სისტემები, წყლის სისტემები ჭები და ა.შ. საუკუნეების მანილზე ჯერ [[რომის იმპერია]], შემდეგ [[ბიზანტიის იმპერია|ბიზანტია]] და იტალიის ქალაქ-რესპუბლიკები ([[გენუა]] და სხვა) დიდ ინტერესს იჩენდნენ ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ციხესიმაგრისადმი.