ტომას მორი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 31:
[[1504]] წელს 27 წლის მორი პარლამენტის თემთა პალატის წევრად აირჩიეს. იმავე წელს მეფე [[ჰენრი VII]]მ თემთა პალატისაგან მოითხოვა დაემტკიცებინათ ახალი სუბსიდია, 38 ათასი გირვანქა სტერლინგის ოდენობით, მეფის ასულის, მარგარიტას გათხოვებასთან დაკავშირებული ხარჯების დასაფარავად. დეპუტატთა წინაშე გამოსულმა თომას მორმა იმდენად გაბედულად და დამაჯერებლად უარყომეფის მოთხოვნა, რომ თემთა პალატამ მას სავსებით დაუჭირა მხარი. მეფეს უნდოდა მისი დასჯა, მაგრამ თემთა პალატის წევრების ხელშეუხებლობის გამო, მთელი რისხვა მორის მამას დაატეხა თავს. ჰენრიმ იგი ტაუერში დაამწყვდია და 100 გირვანქა სტერლინგის ჯარიმის გადახდისთანავე გაათავისუფლა. ამ ინციდენტის შემდეგ რეპრესიების შიშით მორი თავს ანებებს პოლიტიკურ მოღვაწეობას.[[1504]]-[[1509]] წლებში ტომას მორმა იმოგზაურა ნიდერლანდსა და [[საფრანგეთი|საფრანგეთში]]. 1509 წელს, ჰენრი VII-ის გარდაცვალების შემდეგ, ტომას მორი დაბრუნდა სამშობლოში და კვლავ შეუდგა საზოგადოებრივ საქმიანობას. [[1510]] წელს იგი აირჩიეს პარლამენტის დეპუტატად. [[1515]] წელს მორი დიპლომატიური მისიით მიემგზავრება [[ფლანდრია]]ში, სადაც იგი გაიცნობს გამოჩენილ ნიდერლანდერ ჰუმანისტს [[პეტრე ეგიდიუსი|პეტრე ეგიდიუსს]]. აქვე იგი იწყებს თავის ცნობილ ნაწარმოებზე „უტოპიაზე“ მუშაობას.[[1521]] წელს მორი დაინიშნა ხაზინადრის თანაშემწის თანამდებობაზე.ამასთან ერთად მან მიიღო რაინდის წოდება და მონაწილეობდა დიპლომატიურ მისიებში. [[1522]] და [[1525]] წლებში, მეფის ბრძანებით მორს საჩუქრად გადასცეს მიწები ოქსფორდსა და კენტის საგრაფოებში. [[1523]] წელს, მეფის თანხმობით, ტომას მორი აირჩიეს თემთა პალატის თავმჯდომარედ, მიუხედავად ასეთი დიდი წყალობისა, მორი არ გამხდარა მეფის მორჩილი იარაღი პარლამენტში. [[1529]] წელს ტომას მორი [[ინგლისი]]ს ლორდ-კანცლერი ხდება. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ინგლისში ეს პოსტი დაიკავა ბურჟუაზიული წრის წარმომადგენელმა.
==სიკვდილით დასჯა==
[[ჰენრი VIII]]-ისა და მორის შეჯახება მორის დაღუპვით დამთავრდა. მეფეს სურდა გაჰყროდა თავის პირველ ცოლს [[ეკატერინე არაგონელი|ეკატერინე არაგონელს]] და დედოფლის ლამაზი სეფე-ქალი [[ანა ბოლეინი]] შეერთო ცოლად. მეფეს ამისათვის სჭირდებოდა პოლიტიკური მხარდაჭერა თავისი კანცლერისაგან — ტომას მორისაგან. მაგრამ მორმა მხარი არ დაუჭირა მას და [[1532]] წელს უარი განაცხადა კანცლერის თანამდებობაზე. მის წინააღმდეგ დაუყოვნებლივ დაიწყო რეპრესიები. მას ბრალი დასდეს სახელმწიფოს ღალატში. ტომას მორს ჩამოართვეს მეფის მიერ მისთვის მინიჭებული ყველა ტიტული და ქონება. [[1535]] წელს უკანასკნელ სასამართლო პროცესზე მორს გამოუტანეს სასტიკი განაჩენი, რომლის თანახმად მის სხეულს დაანაწევრებდნენ და ქალაქის კარიბჭეზე ჩამოკიდებდნენ, ხოლო თავს კი ლონდონის ხიდზე. შემდგომში მეფემ „შეამსუბუქა“ განაჩენი და ბრძანა მხოლოდ თავი მოეკვეთათ „დამნაშავისთვის“. როდესაც ტაუერში მყოფ ტომას მორს შეატყობინეს მეფემ მტანჯველი სიკვდილისგან გიხსნა და განაჩენი შეგიმსუბუქაო, მორმა წამოიძახა — ღმერთო! შენ დაიფარე ყველა მეფის ასეთი მოწყალებისგანო. ეშაფოტზე ასვლისას კი ჯალათი გაამხნევა „ცოცხლად მეგობარო! ნუ გეშინია შენი მოვალეობისა, კისერი მოკლე მაქვს, კარგად დაუმიზნე, რომ არ შერცხვე“ . [[1935]] წელს კათოლიკურმა ეკლესიამ იგიტომას მორი წმინდანად შერაცხა.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ტომას_მორი“-დან