ერვანდუნები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ამ სტატიისთვის ეს თარგია
ირანული წარმოშობის დინასტია
ხაზი 13:
| ტახტიდან ჩამოგდება =
| cadet branches =
| ეროვნება = [[ირანელი ხალხები]] }}
 
'''ერვანდუნები''' ({{lang-hy|Երվանդունիներ}}) — [[ირანი|ირანული]] წარმოშობის მეფეთა და მმართველთა დინასტია ძველ [[სომხეთი|სომხეთში]], ხანგამოშვებით მართავდა ქვეყანას [[ძვ. წ. VI საუკუნე|ძვ. წ. VI საუკუნის]] დასაწყისიდან [[ძვ. წ. III საუკუნე|ძვ. წ. III საუკუნის]] ბოლომდე. სახელი ეწოდა გვარში გავრცელებული სახელისაგან „ერვანდ“ (ბერძნ. „ორონტას“, „ორონტეს“) მიხედვით. პირველად გამეფდა [[ურარტუ]]ს დაცემის შემდეგ ([[ძვ. წ. VI საუკუნე|ძვ. წ. VI საუკუნის]] დასაწყისი), მის ცენტრალურ რაიონში შექმნილ [[სომხეთის სამეფო]]ში, რომელსაც მალე არმე-შუფრიაც შეუერთდა. ძვ. წ. VI საუკუნის I ნახევრიდან [[ძვ. წ. IV საუკუნე|ძვ. წ. IV საუკუნის]] 30-იან წლებამდე ეს სამეფო ჯერ [[მიდია|მიდიის]], შემდეგ [[აქემენიანთა იმპერია|აქემენიდური სპარსეთი]]ს შემადგენლობაში იყო. ამ დროს ერვანდუნები სომხეთს განაგებდნენ როგორც მიდიელებისა და სპარსელების ადგილობრივი მმართველები და სატრაპები.
 
აქემენიდური სპარსეთის დაცემის შემდეგ, ერვანდუნები დამოუკიდებელი სომხეთის მეფეები გახდნენ. ძვ. წ. III საუკუნის შუა წლებში სომხეთს გამოეყო [[წოფქ-კომაგენეს სამეფო]], სადაც გამეფდა ერვანდუნების ერთ-ერთი შტო. ყველა ეს სამეფო [[სელევკიდები|სელევკიდებმა]] დაიპყრეს ძვ. წ. III საუკუნის ბოლოს. ამის შემდეგ ერვანდუნები აღარ ჩანან სომხეთის სახელმწიფოთა სათავეში.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ერვანდუნები“-დან