გრიგოლ აბაშიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
{{ინფოდაფა მწერალი
| სახელი = გრიგოლ აბაშიძე
| სურათი= თბილისი,Grigol 1939 წ. (გრიგოლ აბაშიძე) (2)Abashidze.JPGpng
| ფოტოს_სიგანე =
| ტიტრი =გრიგოლ აბაშიძე, თბილისი, 1939 წ.
| ჩარჩო =
| ფსევდონიმი =
ხაზი 19:
| მიმდინარეობა =
| დებიუტი = 1934
| magnum_opus = "[[ცოტნე ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება]]" (1975)
| გავლენა მოახდინეს =
| გავლენა მოახდინა =
ხაზი 30:
 
== ბიოგრაფია ==
 
[[ფაილი:ImagesCAUUAUE1.jpg|thumb|130პქ|გრიგოლ აბაშიძის ექვსტომეულის პირველი ტომი]]
დაამთავრა [[თსუ|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] ფილოლოგიის ფაკულტეტი (1936). აბაშიძის ოჯახი რეპრესირებული იყო [[სტალინი]]ს მმართველობის დროს. ლექსებს აქვეყნებდა 1934 წლიდან. პირველი კრებული გამოსცა 1938 წელს. მისი შემოქმედება ჟანრობრივად მრავალფეროვანია. ავტორია ისტორიული და თანამედროვე თემაზე დაწერილი მრავალი ლექსისა, ლექსთა ციკლებისა - "სამხრეთის საზღვარზე" (1949), "ლენინი სამგორში" (1950, ორივე ციკლისთვის - სახელმწიფო პრემია, 1951), "თუნდ დავიარო მთელი სამყარო" (1959), რომლებშიც საბჭოთა პოეზიის პათოსი და კონფორმიზმი დაკავშირებულია სამყაროს ლირიკულ და რომანტიკულ აღქმასთან.
 
აბაშიძის ლირიკული ლექსების თემაა ბრძოლა [[მეორე მსოფლიო ომი]]ს წლებში ("მტრები", 1941; "გაზაფხული", 1945; "მას დიდება", 1944; "ძლევამოსილი", 1945). აბაშიძის შემოქმედებაში ახალი სახით აღდგა ტრადიცია კლასიკური პოემისა მკაფიოდ ჩამოყალიბებული სიუჟეტით და გამოკვეთილი ხასიათებით ("გიორგი VI", 1942; "ძლევის ქედი", 1943; "ზარზმის ზმანება", 1946; "ციხის ლეგენდა"). საქართველოს წარსულს ეხება აბაშიძის ისტორიული რომანები "[[ლაშარელა]]" (1957), "[[დიდი ღამე]]" (1963). ამ თხზულებებში ასახულია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე ქართველი ხალხის მიერ გადატანილი ტრაგედია, რომელშიც მწერალმა შეძლო ჩაექსოვა შორეული მომავლის ოპტიმისტური პერსპექტივებიც. ხოლო მოთხრობები "ქვევრი" (1961 - სათაურით "შემოღამება ქვევრში"), "ცხოვრება წინ არი" (1964) და რომანი "ყორნალი" (1967) მწერლის დროების აქტუალურ პრობლემებს ეხება. მასვე ეკუთვნის პიესა "მოგზაურობა სამ დროში" (1961), რომელიც ხელოვნების დანიშნულების თემას აშუქებს, აგრეთვე მრავალი საბავშვო ლექსი და პოემა. თარგმნა [[მიცკევიჩი, ადამ|ა. მიცკევიჩის]], [[ნერუდა, იან|ი. ნერუდას]], [[პეტეფი, შანდორ|პეტეფის]], [[ემინესკუ, მიჰაი|მ. ემინესკუს]], [[ბოტევი, ხრისტო|ხ. ბოტევის]], [[ვაზოვი, ივან მინჩოვ|ი. ვაზოვისა]] და სხვების ლექსები და პოემები. აბაშიძის ნაწარმოებები თარგმნილია უცხოურ ენებზე.
 
==შემოქმედება==
[[ფაილი:ImagesCAUUAUE1.jpg|thumb|130პქ|გრიგოლ აბაშიძის ექვსტომეულის პირველი ტომი]]
* არყოფნისაკენ : ლექსები (ავტორი). - თბილისი, "ეროვნული მწერლობის" გამ-ბა და სტ., 2009. - 64გვ.. - ISBN: 978-99928-0-159-8
* "სამძიმარი" : რომანი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1986. - 243გვ.
* რჩეული ლექსები (მთარგმნელი). - თბილისი, მერანი, 1983. - 82გვ.
* "ყორნალი'" : რომანი (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1977. - 435გვ.
* "[[ცოტნე ანუ ქართველთა დაცემა და ამაღლება]]" : რომანი (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1975. - 445გვ.
* "[[დიდი ღამე]]" : რომანი (ავტორი). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1968. - 455გვ.
* "[[ლაშარელა]]" : მეცამეტე საუკუნის ქრონიკა (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1957. - 329გვ.
 
==ჯილდოები==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გრიგოლ_აბაშიძე“-დან