ელისაბედ II: განსხვავება გადახედვებს შორის

(- მუშავდება)
ელისაბედი [[1926]] წელს დაიბადა. იგი მოინათლა [[ბაკინგემის სასახლე]]ში და იორკის არქიეპისკოპოსმა უწოდა მას დედის სახელი. თავდაპირველად, ელისაბედს უჭირდა საკუთარი სახელის წარმოთქმა და საკუთარ თავს ლილიბეთს ეძახდა, სწორედ ამიტომ შეარქვა მას მამამისმა ეს ზედმეტსახელი.<ref>[http://genia.ge/?p=23972 ელისაბედ II "ეპიზოდი"]</ref> ელისაბედმა განათლება სასახლეში თავის უმცროს და მარგარეტთან ერთად მიიღო.
 
[[File:Queen_Elizabeth_II_1929.jpg|მინი|200პქ|მარცხნივ|3 წლის ელისაბედი]]
ელისაბედი თავდაპირველად არ მოიაზრებოდა ტახტის მემკვიდრედ. მისი ბიძია, უელსის პრინცი [[ედუარდ VIII|ედუარდი]] ახალგაზრდა იყო და სწორედ მას ეკუთვნოდა ტახტი, მაგრამ [[ჯორჯ V]]-ის გარდაცვალების შემდეგ ედუარდმა უარი თქვა ტახტზე და იგი ელისაბედის მამა [[ჯორჯ VI]]-მ დაიკავა, ხოლო ელისაბედი ტახტის პირველი მემკვიდრე გახდა.