ჭიანჭველასებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
=== პოლიმორფიზმი ===
ჭიანჭველასებრთა ოჯახის რამდენიმე სახეობის კოლონიაში, არსებობს [[მუშა ჭიანჭველები]]ს ერთგვარი „კასტები“ სხეულებრივი მახასიათებლების მიხედვით: მცირე, საშუალო და დიდი მუშა ჭიანჭველები. უმეტესად, დიდ ჭიანჭველებს აქვთ არაპროპორციულად დიდი თავი და შესაბამისად ძლიერი ქვედა ყბა. ასეთ ინდივიდებს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „ჯარისკაცებს“, რადგანაც მათი ძლიერი ყბების გამო ისინი ბრძოლებში ეფექტურობით გამოირჩევიან, თუმცა ისინი მაინც „მუშები“ არიან და მათი ძირითადი ფუნქციები მნიშვნელოვნად არ განსხვავდებიან მცირე და საშუალო კატეგორიებისგან. რამდენიმე სახეობაში საერთოდ არაა საშუალო ზომის მუშების კატეგორია და ამიტომაც, ამ სახეობებში არის უხეში დაყოფა მცირე და დიდ მუშა ჭიანჭველებად. მცირე და დიდ ჭიანჭველებს შორის, [[Pheidologeton diversus]]-ის სახეობაში არსებობს მნიშვნელოვანი განსხვავება, რაც გამოიხატება იმაში, რომ დიდი ჭიანჭველის მასა ხშირ შემთხვევაში 500-ჯერ აღემატება მცირე ჭიანჭველის მასას.
 
ჭიანჭველის როლი და ფუნქცია შეიძლება ასაკთან ერთად შეიცვალოს. მაგალითად, [[რეზერვუარი-ჭიანჭველები]]ს მთავარი ფუნქცია ადრეულ პერიოდში არის საკვები ნივთიერებების დაგროვება, ხოლო შემდგომ ეტაპზე, არსებობას განაგრძობენ როგორც „საკვების შესანახი ცოცხალი ჭურჭლები“.
 
== ლიტერატურა ==