ჭიანჭველასებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
ჭიანჭველები ცხოვრობენ რთულ [[ბუდე]]ებში, სადაც ფრთიან მამლებსა და დედლებთან ერთად არის ერთი ან რამდენიმე კვერცხმდები უფრო დედალი ანუ „დედოფალი“ და ბევრი უფრო მუშა (სქესობრივად განუვითარებელი დედალი). მუშის სხეულის სიგრძე 0,8-30 მმ აღწევს, დედალი ბევრად უფრო მსხვილია, რადგან მუცელი გამოვსებული აქვს კვერცხებით. ჭიანჭველასებრნის მღრღნელი ტიპის პირის აპარატი აქვთ. ზოგჯერ ოჯახები ქმნიან კოლონიებს, რომელთა შორისაც ხდება საკვებისა და ინდივიდების გაცვლა. წელიწადის თბილ დროს ფრთიანი დედალ-მამალი ჭიანჭველები ტოვებენ [[ბუდე]]ს საქორწინო ფრენისთვის; დაწყვილების შემდეგ მამალი კვდება, დედალი კი კარგავს ფრთებს და იწყებს ახალი ბუდის შენებას.
 
ჭიანჭველები ცხოვრობენ კოლონიებად, დაწყებული მცირე ზომის ჯგუფიდან, რომელიც შეიძლება ცხოვრობდეს პატარა ბუნებრივ ღრმულებში, დამთავრებული რთული სტრუქტურის ორგანიზაციით, რომლებიც შეიძლება იკავებდეს უზარმაზარ ტერიტორიას და მისი კოლონია შედგებოდეს მილიონობით ინდივიდისაგან. დიდი კოლონიები ხშირად შედგება უნაყოფო და უფრთო მდედრი ჭიანჭველებისაგან, რომლებიც გაერთიანებულნი არიან "მუშების"„მუშების“, "ჯარისკაცების"„ჯარისკაცების“ ან სხვა სპეციფიკურ ჯგუფებში. თითქმის ყველა კოლონიას ჰყავს რამდენიმე ნაყოფიერი მამრი და ერთი ან მეტი ნაყოფიერი მდედრი, რომელსაც ეძახიან [[დედოფალი ჭიანჭველა|დედოფალს]]. კოლონიებს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც [[სუპერორგანიზმი|სუპერორგანიზმს]], რადგანაც მათ ახასიათებთ ერთობლივი მოქმედება და საერთო საქმიანობა კოლონიის განსავითარებლად.
 
ჭიანჭველები დასახლებულნი არიან დედამიწის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. გამონაკლისია მხოლოდ [[ანტარქტიდა]] და ასევე, რამდენიმე უმნიშვნელო და საცხოვრებლად არახელსაყრელი ბუნებრივი პირობების მქონე კუნძული. ჭიანჭველები ვითარდებიან უმრავლეს ეკოსისტემაში და ხმელეთის ბინადართა [[ბიომასა|ბიომასის]] დაახლოებით 15-25%-ს შეადგენენ. სხვადასხვა გარემოში განვითარების მთავარი გასაღები მდგომარეობს მათ სოციალურ ორგანიზაციასა და უნარში, გარდაქმნან საცხოვრებელი ადგილი გარემო პირობების შესაბამისად.
 
ჭიანჭველასებრთა წარმომადგენლებს ახასიათებთ სპეციფიკური ნიშნები დაანაწილონ სამუშაო, დაამყარონ ერთმანეთთან კომუნიკაცია და ასევე, გადაჭრან რთული პრობლემები. ამით ისინი ადამიანთა საზოგადოებას ემსგავსებიან. ჭიანჭველებს იყენებენ სხვადასხვა კულტურაში: სამზარეულოში, მედიცინაში და ასევე, სხვადასხვა რიტუალში. ჭიანჭველების უნარმა, დაამუშაონ და გამოიყენონ სხვადასხვა სახის რესურსი, შესაძლოა გარკვეული კონფლიქტი წარმოშვას ადამიანებთან, რადგანაც ისინი ქმნიან საფრთხეს გაანადგურონ მარცვლეულის მარაგები ან შეაღწიონ შენობებში. ზოგიერთი სახეობა, როგორიცაა [[წითური ჭიანჭველები]], ცნობილნი არიან "დამპყრობლები"როგორც „დამპყრობლები“, რადგანაც ისინი ფუძნდებიან და იკავებენ იმ ტერიტორიას, სადაც შემთხვევით მოხვდებიან.
 
ტყისა და ველის [[ბიოცენოზი|ბიოცენოზში]] ტყის ქარც ჭიანჭველებს მათი მტაცებლური ბუნების გამო დიდი მნიშვნელობა აქვთ. მათ იყენებენ ტყის მავნებლების წინააღმდეგ და ამიტომ ხელოვნურადაც ავრცელებენ, ზრუნავენ როგორც ჭიანჭველასებრთა, ისე მათი ბუდეების დასაცავად. [[საქართველო]]ში ჭიანჭველების 102 სახეობა და 23 ქვესახეობაა აღნიშნული.
 
== გავრცელება და მახასიათებლები ==
ჭიანჭველები სახლობენ დედამიწის თითქმის მთელ ტერიტორიაზე, [[ანტარქტიდა|ანტარქტიდის]] გარდა. ასევე, კუნძულები, როგორიცაა [[გრენლანდია]], [[ისლანდია]], [[პოლინეზია|პოლინეზიის]] ნაწილი და [[ჰავაის კუნძულები]] არ წარმოადგენენ მშობლიურ ტერიტორიას ჭიანჭველებისთვის. ჭიანჭველასებრთა სახეობას შეუძლია მრავალმხრივ შეეგუონ გარემო პირობებს, რასაც ადასტურებს მათი უნარი მრავალმხრივ დაამუშაონ საკვები პროდუქტები. ამით, ისინი წარმოადგენენ როგორც [[ბალახისმჭამელი|ბალახისმჭამელთა]] კატეგორიას, ასევე არიან ხორცისმჭამელები და ხშირ შემთხვევაში, შეუძლიათ გატანილი ნაგვითაც იკვებონგაიტანონ თავი. ამ ოჯახის სახეობათა აბსოლუტური უმრავლესობა ყველაფრისმჭამელთა კატეგორიას მიეკუთვნება, თუმცა არსებობს სახეობათა ნაწილი, რომლებიც შერჩევით იკვებება. მათი ეკოლოგიური დომინირება შეიძლება განისაზღვროს ბიომასის მიხედვით და მათი საერთო რაოდენობა სხვადასხვა გარემოში, ხმელეთის ბინადართა 15-20%-ს შეადგენს (ხოლო ტროპიკებში — დაახლოებით 25%-ს). ეს რიცხვი კი უფრო მეტია, ვიდრე ხერხემლიანთა სახეობის საერთო რაოდენობა.
 
ჭიანჭველების ზომა მერყეობს 0.75 მმ-დან 5.2 სმ-მდე. უდიდესი ჭიანჭველად მიჩნეულია ''[[Titanomyrma]]'', რომლის ზომა იყო 6 სმ, ხოლო ფრთების შლილის ზომა — 15 სმ. ჭიანჭველებს სხვადასხვა შეფერილობა აქვთ, რომელთაგან უმრევლესობა არის შავი ან წითელი, თუმცა ზოგიერთი სახეობა მწვანეა ან რკინის შეფერილობის მზინავი გარსი აკრავთ. 12 000-ზე მეტი სახეობა დღეისთვის ცნობილია, თუმცა სხვადასხვა დათვლებით, მათი საერთო ოდენობა 22 000 სახეობას აღწევს. ტაქსონომიური კვლევები აგრძელებენ მცდელობას საბოლოოდ გადაჭრან ჭიანჭველების კლასიფიკაციისა და სისტემატიზაციის საკითხი.