ქაიხოსრო ბატონიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
No edit summary
No edit summary
|გარდაცვალების ადგილი = [[ჩარშამბა]], [[თურქეთი]]
|ქორწინება =
|შვილები =დიმიტრი გურიელი, სტეფანე გურიელი
|დინასტია = [[გურიელები]]
|მამა = [[გიორგი V გურიელი]]
}}
 
'''ქაიხოსრო ბატონიშვილი''' ( გ. [[25 ოქტომბერი]], [[1829]], [[ჩარშამბა]], [[თურქეთი]]), [[გიორგი V გურიელი]]ს ვაჟი. [[გურიის სამთავრო|გურიის სამთავროს]] რეგენტი [[1797]]-[[1809]] წლებში.
 
==ბიოგრაფია==
განათლება მიიღო [[გელათის აკადემია|გელათში]], სადაც ბერად აღკვეცილი [[შემოქმედის ეპარქია|შემოქმედის]] ეპისკოპოსად ემზადებოდა. ცნობილი იყო გონებითა და განათლებით. დედანში კითხულობდა ბერძენ და ლათინ ავტორებს.
 
1797 წელს ერისკაცობას დაუბრუნდა და გურიაში ჩავიდა. გადააყენა მთავარი [[ვახტანგ III გურიელი]]. [[მამია V გურიელი]]ს მცირეწლოვანებაში სამთავროს განაგებდა და ფლობდა საშემოქმედლოს ეკლესიის ყმა-მამულს. ენერგიული საქმიანობით შეკვეცა ფეოდალთა თვითნებობა და გააძლიერება მთავრის ხელისუფლება. მოიწვია საეკლესიო კრება და აკრძალა ტყვეებით ვაჭრობა (ტყვეებით მოვაჭრეებს სიკვდილით სჯიდა). მოაწესრიგა ვაჭრობა. საგარეო ურთიერთობაში ანტითურქულ პოლიტიკას ატარებდა და მხარს უჭერდა გურიის სამთავროს რუსეთთან კავშირს [[გეორგიევსკის ტრაქტატი]]ს პირობების მიხედვით. 1809 წელს სამთავროს საქმეებს ჩამოსცილდა. 1820 წელს წინ აღუდგა ეგზარქოს თეოფილაქტეს საეკლესიო რეფორმას და შეიფარა იმერეთის აჯანყების მეთაური [[ივანე აბაშიძე (გ. 1822)|ივანე აბაშიძე]]. აჯანყების დამარცხების შემდეგ თურქეთში გადაიხვეწა.
 
==შვილები==
ქაიხოსრო გურიელის შვილები იყვნენ გენერლები, დიმიტრი და სტეფანე გურიელები. დიმიტრი გურიელი (1822-1882) ცხოვრობდა ოზურგეთში, მონაწილეობდა ყირიმის ომში და რუსეთ-ოსმალეთის 1877-78 წლების ომში. იყო ლეიბ გვარდიის ულანთა პოლკის მეთაური 1871 წლიდან. იმპერატორის ამალის განსაკუთრებული დავალების შემსრულებელი 1876 წლიდან. ააშენა [[დიმიტრი გურიელის სასახლე|სასახლე]] ოზურგეთში, რომელიც დღემდეა შემორჩენილი.
 
სტეფანე გურიელი. დაიბდა 1730 წელს ოზურგეთში. იბრძოთა ოსმალეთის წინააღმდეგ ომში. ჩრდილო კავკასიაში მეთაურობდა მილიციისა და ირეგულარ რაზმებს. 1774 წლიდან ნიჟეგოროდის დრაგუნთა პოლკის ოფიცერია. 1800 წელს მიანიჭეს გენერალ-მაიორის წოდება. გარდაიცვალა 1812 წელს მოგილევში.
 
==ლიტერატურა==