ალექსანდრე სკრიაბინი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ალექსანდრე სკრიაბინი''' ([[რუსული ენა|რუს.]] Алекса́ндр Никола́евич Скря́бин)([[25 დეკემბერი]], [[1871]]([[6 იანვარი]] [[1872]]), [[მოსკოვი]] - [[14 აპრილი]]([[27 აპრილი]])აპრილი, 1915, მოსკოვი - რუსი კომპოზიტორი და პიანისტი. 1884 წლიდან სწავლობდა ნიკოლაი ზვერევის კლასში, სადაც ასევე გახლდათ [[რახმანინოვი, სერგეი|რახმანინოვი]], 1888-1892 წლებში კი მოსკოვის კონსერვატორიაში. აქ მისი მასწავლებლები იყვნენ: [[არენსკი]], [[ტანეევი]] და [[საფონოვი]]. მიუხედავად იმისა, რომ სკრიაბინი ადვილად ვერ აწვდენდა ხელს ოქტავაზე, ის საოცარ პიანისტად ჩამოყალიბდა და საერთაშორისო საკონცერტო კარიერაც დაიწყო 1894 წელს. სკრიაბინმა კონსერვატორიის წლებში დაიწყო მუსიკის შეთხზვა. მის ადრეულ ნაწარმოებებში [[შოპენი, ფრედერიკ|შოპენის]] გავლენა იგრძნობა. ესენია: [[ნოქტიურნი|ნოქტიურნები]], [[მაზურკა|მაზურკები]], [[პრელუდია|პრელუდიები]] და [[ეტიუდი|ეტიუდები]] ფორტეპიანოსათვის. მე-19 საუკუნის ბოლოს კომპოზიტორმა დაიწყო საორკესტრო ნაწარმოებების შექმნა. ამ დროს მას უკვე ჰქონდა სოლიდური კომპოზიტორის რეპუტაცია და 1898 წლიდან მოსკოვის კონსერვატორიის პროფესორიც გახდა. 1903 წელს სკრიაბინმა მიატოვა მეუღლე და ოთხი შვილი და თავის ახალგაზრდა თყვანისმცემელ ქალთან ერთად ევროპაში გაემგზავრა. დასავლეთ ევროპაში ყოფნისას, რაც ექვსი წელი გაგრძელდა, სკრიაბინმა დაიწყო საკუთარი ორიგინალური სტილის განვითარება, ეძებდა ახალ ჰარმონიულ სტრუქტურებსა და ჟღერადობას.
სკრიაბინს შეთხზული აქვს ათი საფორტეპიანო [[სონატა]], პრელუდიები, მაზურკები, ეტიუდები, [[ვალსი|ვალსები]], [[სიმფონია|სიმფონიები]],[[სიმფონიური პოემა|სიმფონიური პოემები]] (მათ შორის "ექსტაზის პოემა", "პრომეთე"), [[საფორტეპიანო კონცერტი]] და სხვ.<ref>http://www.allmusic.com/artist/alexander-scriabin-mn0000576849/biography</ref>