ჭიანჭველასებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
ჭიანჭველის თავი შედგება მრავალი მგრძნობიარე ნაწილისგან. მწერთა უმრავლესობის მსგავსად, მას აქვს რთული აგებულების თვალები, შემდგარი უამრავი ერთმანეთთან შეკავშირებული ლინზისგან. ჭიანჭვალის თვალს შეუძლია დააფიქსიროს უმცირესი მოძრაობაც კი, თუმცა მას არ აქვს უნარი მიიღოს მკვეთრი გამოსახულება. მათ ასევე გააჩნიათ სამი პატარა მარტივი თვალი თავის ზედა ნაწილში, რომელთა მთავარი ფუნქციაა სინათლის დონისა და გავრცელების სიხშირის დაფიქსირება. ხერხემლიანთა შედარებით, მათ არ შეუძლიათ ფერთა სრულად აღქმა, ხოლო მიწისქვეშა ბინადრების რამდენიმე სახეობა საერთოდ ბრმა არის. თუმცა, ჭიანჭველების რამდენიმე სახეობა, როგორიცაა მაგალითად ავსტრალიური [[ბულდოგი-ჭიანჭველა]], გამოირჩევა შესანიშნავი მხედველობითი უნარით. ამ სახეობას შეუძლია განასხვავოს სხვადასხვა ფერი, ზუსტად განსაზღვროს ობიექტამდე მანძილი და ზომა დაახლოებით ერთი მეტრის რადიუსში.
 
თავზე დაკავშირებული ორი საცეცი ჭიანჭველას შეუძლია დააფიქსიროს ქიმიური ნივთიერებები, ჰაერის ნაკადები და ვიბრაცია. ეს წანაზარდები ასევე გამოიყენება ერთმანეთს შორის სიგნალის გადასაცემად და სიგნალის მისაღებად. მას აქვს ასევე ორი ძლიერი ყბა, რაც გამოიყენება საკვების გადასატანად, საგნების გადასაადგილებლად, ბუდეების ასაშენებლად და ასევე, თავის დაცვის მიზნით. ზოგიერთ სახეობას პირის შიგნით აქვს სპეციალური ჩაღრმავება, სადაც გროვდება საკვები, რომელიც შემდეგ შეიძლება სხვა ჭიანჭველას გაუნაწილოს.
 
=== ფეხები ===
ჭიანჭველას, [[მეზოსომა]]სთან დაკავშირებული ექვსი ფეხი აქვს, რომლებიც მოკაუჭებული ბრჭყალისებრი ბოლოთი მთავრდება.
 
=== ფრთები ===
ფრთები ჭიანჭველებში მხოლოდ გამრავლების უნარის მქონე ინდივიდებს, როგორიცაა [[დედოფალი ჭიანჭველა]] და მამრი ჭიანჭველები, გააჩნიათ. [[დედოფალი ჭიანჭველა]] ფრთებს [[საქორწინო გაფრენა|საქორწინო გაფრენის]] შემდეგ კარგავს. არსებობს რამდენიმე სახეობა, სადაც არც [[დედოფალი ჭიანჭველა|დედოფალს]] და არც მამრ ჭიანჭველებს არ გააჩნიათ ფრთები.
 
 
 
== ლიტერატურა ==