ნიდერლანდების ეროვნული საფეხბურთო ნაკრები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
განახლდა მოძველებული მონაცემები
ხაზი 105:
[[File:2014 FIFIA World Cup, Semi final, NED-ARG(2).jpg|thumb|ნიდერლანდელები ტოვებენ მოედანს არგენტინასთან ნახევარფინალში დამარცხების შემდეგ]]
მას შემდეგ, რაც [[ბერტ ვან მარვიკი]]ს გუნდი ჩავარდა [[ევრო 2012]]-ზე, ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა [[ლუი ვან გალი]]. ის გაუძღვა გუნდს [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 2014|2014 წლის მუნდიალზე]]. ჩემპიონატის დაწყებამდე კი ცნობილი გახდა, რომ მუნდიალის დასრულების შემდეგ ვან გალი ნებისმიერ შემთხვავაში ნაკრებს დატოვებდა და საფეხბურთო კლუბ „[[მანჩესტერ იუნაიტედი (საფეხბურთო კლუბი)|მანჩესტერ იუნაიტედს]]“ ჩაუდგებოდა სათავეში. ჩემპიონატის პირველსავე მატჩში ნიდერლანდი შეხვდა მსოფლიოსა და ევროპის მოქმედ ჩემპიონ [[ესპანეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ესპანეთის]] ნაკრებს და რევანში აიღო წინა მსოფლიო ჩმეპიონატზე ფინალში განცდილი მარცხისთვის. ნიდერლანდმა ესპანეთი 5-1 გაანადგურა. ნიდერლანდი თავიდან აგებდა, თუმცა ანგარიში გაათანაბრა [[რობინ ვან პერსი|ვან პერსიმ]], რომელმაც ნახტომში შორეული თავური დარტყმით გაიტანა გოლი. საბოლოოდ [[არიენ რობენი|რობენმა]] და ვან პერსიმ დუბლი გაიფორმეს.<ref>[http://www.espn.co.uk/football/sport/story/315307.html Van Gaal masterminds Dutch destruction of Spai]. ESPN. 13 ივნისი, 2014</ref> მეორე წრეში, [[ავსტრალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ავსტრალიის]] წინააღმდეგ მძიმე მატჩი ნიდერლანდმა ანგარიშით 3-2 მოიგო. გამარჯვების გოლი ახალგაზრდა [[მემფის დეპაი]]მ გაიტანა. ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ნიდერლანდელი, რომელსაც გოლი აქვს გატანილი [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი|მსოფლიო ჩემპიონატებზე]].<ref>[http://www.fifa.com/worldcup/news/y=2014/m=6/news=memphis-el-heroe-naranja-2376893-2376934.html Memphis the hero for Oranje] {{en icon}}</ref> ნიდერლანდმა ნაადრევად გაინაღდა პლეი-ოფში მონაწილეობა. მესამე მატჩში ჩილეს დამარცხებით (2-0) კი ნიდერლანდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. მერვედფინალში, ნიდერლანდი [[მექსიკის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|მექსიკას]] დაუპირისპირდა. ევროპელებმა მატჩის ბოლოს გატანილი 2 გოლის წყალობით მოიგეს. თავიდან მექსიკელები იგებდნენ, მაგრამ შეცვლაზე ვან პერსის ნაცვლად შესულმა [[კლას-იან ჰუნტელარი|კლას-იან ჰუნტელარმა]] ჯერ [[ვესლი სნეიდერი|სნეიდერს]] გაატანინა, შემდეგ კი თავად გაიტანა გამარჯვების მომტანი გოლი რობენის წაქცევისათვის დანიშნულ თერთმეტმეტრიანით. [[კოსტა-რიკის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|კოსტა-რიკასთან]] მეოთხედფინალური შეხვედრა 0-0 დასრულდა. [[დამატებითი დრო|დამატებითი დროის]] მიწურულს ვან გალმა მეკარე შეცვალა და მოედანზე სათადარიგო მეკარე, [[ტიმ კრული]] შეიყვანა, რომელმაც [[პენალტების სერია]]ში მოიგერია ორი დარტყმა და გუნდი ნახევარფინალში გავიდა. ნახევარფინალში ნიდერლანდი [[არგენტინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|არგენტინას]] დაუპირისპირდა. ძირითადი და დამატებით დრო ანგარიშით 0-0 დამთავრდა, ხოლო პენალტები არგენტინელებმა უკეთესად შეასრულეს (2-4) და ფინალშიც სამხრეთ ამერიკელები გავიდნენ. ნიდერლანდის მხრიდან მხოლოდ რობენმა და [[დირკ კეიტი|კეიტიმ]] გაიტანეს პენალტენი. [[ბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ბრაზილიის]] ნაკრების წინააღმდეგ მესამე ადგილისთვის მატჩი ნიდერლანდის გამარჯვებით დასრულდა. ევროპელებმა პირველ ტაიმში მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობა ხელიდან არ გაუშვეს და ვან პერსისა და ბლინდის გოლების შემდეგ, ვეინალდუმმა ზუსტი დარტყმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა: 3-0.
 
მუნდიალის შემდეგ ნაკრებმა დაღმასვლა დაიწყო. ვან გალი „მანჩესტერ იუნაიტედში“ სამუშაოდ წავიდა, ნაკრების მწვრთნელად კი [[გუს ჰიდინკი]] დაინიშნა. [[ევრო 2016]]-ის საკვალიფიკაციო ეტაპზე ცუდი შედეგების გამო ჰიდინკი მოხსნეს და მის ნაცვლად [[დენი ბლინდი]] დანიშნეს, მაგრამ ნიდერლანდმა მაინც ვერ მოახერხა ჯგუფში პირველ სამეულში გასულიყო და 1984 წლის შემდეგ პირველად დარჩა ევროპის ჩემპიონატის მიღმა.
 
==შემადგენლობა==