შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
{{საქართველოს უნივერსიტეტები}}
ხაზი 44:
[[1926]] წელს ინსტიტუტი დაიშალა. მის მაგივრად რუსთაველისა და მარჯანიშვილის თეატრებთან შეიქმნა დრამატული სტუდიები. სახკინმრეწვთან კი კინოსამსახიობო კურსები. [[1939]] წელს აკაკი ხორავას თაოსნობით, (რომელიც [[1923]] წელს შექმნილი ინსტიტუტის კურსდამთავრებული იყო) ისევ აღდგა თეატრალური ინსტიტუტი.
 
აღდგენის დღიდან თეატრალური ინსტიტუტი განუხრელად იზრდებოდა. წარმოიქმნა ახალი კადრები და განყოფილებები. [[1940]] წელს ინსტიტუტში არსებობდა შემდეგი კათედრები: ხელოვნებათმცოდნეობის, მსახიობის ოსტატობის, რეჟისურის, ენისა და ლიტერატურის, [[მარქიზმ-ლენინიზმი]]ს, [[1941]] წელს გაიხსნა თეატრმცოდნეობის ფაკულტეტი. [[1949]] წელს შეიქმნა მეტყველების კათედრა და სასცენო მოძრაობის კათედრა. [[1956]] წელს სამსახიობო ფაკულტეტს შეემატა მუსიკალური განყოფილება. [[1958]] წელს დაარსდა მუსიკალური კომედიის კათედრა. ამავე წელს ინსტიტუტმა გამოუშვა პირველი აფხაზური ჯგუფი, [[1964]] [[დაღესტანი|დაღესტნისათვის]] მომზადდა სამსახიობო კადრები. [[1965]] წელს დაარსდა სარეჟისურო_საბალეტმეისტეროსარეჟისურო-საბალეტმეისტერო განყოფილება. [[1967]] წელს ინსტიტუტმა გამოუშვა ჯგუფი რუსული თეატრისათვის. [[1970]] წელს პირველად გამოიცა სამეცნიერო ნაშრომების კრებული “თეატრმცოდნეობითი„თეატრმცოდნეობითი ძიებანი”ძიებანი“. ამავე წელს შეიქმნა თეატრისა და კინოს ისტორიისა და თეორიის კვლევითი სამეცნიერო სექტორი. [[1972]] წელს გაიხსნა კინომცოდნეობის ფაკულტეტი და ტელე-სარეჟისორო ფაკულტეტი. [[1973]] წელს შეიქმნა სოციოლოგიის კაბინეტი. [[1971]] წელს მსახიობის ოსტატობის და რეჟისურის კათედრა ორად გაიყო. იმავე წელს დაარსდა კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. [[1975]] წელს ორგანიზებულ იქნა სასწავლო კინოსტუდია.
 
[[1983]] წელს გაიხსნა დიმიტრი ალექსიძის სახელობის სასწავლო თეატრი. [[1978]]-[[1986]] წლებში ტარდებოდა სტუდენტთა და ახალგაზრდა კინემატოგრაფისტთა ფესტივალი “ამირანი”. [[1989]] წელს მარქსიზმ-ლენინიზმის ისტორიის საგანი შეიცვალა, საზოგადოებრივ-მეცნიერებათა საგნით. [[1989]] წლიდან კინოფაკულტეტის სტუდენტები სისტემატურად მონაწილეობდნენ მიუნხენის უმაღლესი კინოსასწავლებლების ფესტივალზე. [[1991]] წელს სამეცნიერო-პედაგოგიური კადრების მოსამზადებლად გაიხსნა ასპირანტურა-სტაჟირების განყოფილება. [[1992]] წელს შეიქმნა სახვითი ხელოვნების კათედრა.