ჭიანჭველასებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
ჭიანჭველების ზომა მერყეობს 0.75 მმ-დან 5.2 სმ-მდე. უდიდესი ჭიანჭველად მიჩნეულია ''[[Titanomyrma]]'', რომლის ზომა იყო 6 სმ, ხოლო ფრთების შლილის ზომა — 15 სმ. ჭიანჭველებს სხვადასხვა შეფერილობა აქვთ, რომელთაგან უმრევლესობა არის შავი ან წითელი, თუმცა ზოგიერთი სახეობა მწვანეა ან რკინის შეფერილობის მზინავი გარსი აკრავთ. 12 000-ზე მეტი სახეობა დღეისთვის ცნობილია, თუმცა სხვადასხვა დათვლებით, მათი საერთო ოდენობა 22 000 სახეობას აღწევს. ტაქსონომიური კვლევები აგრძელებენ მცდელობას საბოლოოდ გადაჭრან ჭიანჭველების კლასიფიკაციისა და სისტემატიზაციის საკითხი.
 
== აგებულება ==
ჭიანჭველასებრთა ოჯახის წარმომადგენლები გამოირჩევიან თავიანთი [[მორფოლოგია(ბიოლოგია)|მორფოლოგიით]] სხვა მწერებისგან თავიანთი მოხრილი ანტენებით, მეტაპლევრული ჯირყვალითა და მუცლის მეორე სეგმენტით. თავი, [[მეზოსომა]] და [[მეტასომა]] არიან მკაფიოდ გამოკვეთილი ნაწილები.
 
=== თავი ===
ჭიანჭველის თავი შედგება მრავალი მგრძნობიარე ნაწილისგან. მწერთა უმრავლესობის მსგავსად, მას აქვს რთული აგებულების თვალები, შემდგარი უამრავი ერთმანეთთან შეკავშირებული ლინზისგან. ჭიანჭვალის თვალს შეუძლია დააფიქსიროს უმცირესი მოძრაობაც კი, თუმცა მას არ აქვს უნარი მიიღოს მკვეთრი გამოსახულება.
 
== ლიტერატურა ==