ჭიანჭველასებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
}}
'''ჭიანჭველასებრნი''' ({{lang-la|Formicidae}}) — [[მწერები]]ს ოჯახი [[სიფრიფანაფრთიანები|სიფრიფანაფრთიანთა]] რიგისა. ისინი „საზოგადოებრივი მწერები“ არიან და ენათესავებიან ბზიკებსა და ფუტკრებს. ჭიანჭველები წარმოიშვნენ და განვითარდნენ ბზიკისებრთა სახეობის წინაპრებისგან [[ცარცული სისტემა|შუა ცარცულ პერიოდში]], 110-130 მილიონი წლის წინ და ამ მწერების სხვადასხვა სახეობად დაყოფა მოხდა დედამიწაზე ყვავილოვანი მცენარეების განვითარების შემდეგ. საერთო, 22 000 სახეობიდან ჭიანჭველების 12 500-ზე მეტი სახეობა კლასიფიცირებულია, რაც გამოწვეულია მათთვის დამახასიათებელი მოხრილი ანტენითა და სხეულის კვანძოვანი აგებულებით.
 
ჭიანჭველები ცხოვრობენ რთულ [[ბუდე]]ებში, სადაც ფრთიან მამლებსა და დედლებთან ერთად არის ერთი ან რამდენიმე კვერცხმდები უფრო დედალი ანუ „დედოფალი“ და ბევრი უფრო მუშა (სქესობრივად განუვითარებელი დედალი). მუშის სხეულის სიგრძე 0,8-30 მმ აღწევს, დედალი ბევრად უფრო მსხვილია, რადგან მუცელი გამოვსებული აქვს კვერცხებით. ჭიანჭველასებრნის მღრღნელი ტიპის პირის აპარატი აქვთ. ზოგჯერ ოჯახები ქმნიან კოლონიებს, რომელთა შორისაც ხდება საკვებისა და ინდივიდების გაცვლა. წელიწადის თბილ დროს ფრთიანი დედალ-მამალი ჭიანჭველები ტოვებენ [[ბუდე]]ს საქორწინო ფრენისთვის; დაწყვილების შემდეგ მამალი კვდება, დედალი კი კარგავს ფრთებს და იწყებს ახალი ბუდის შენებას.
 
ჭიანჭველები ცხოვრობენ კოლონიებად, დაწყებული მცირე ზომის ჯგუფიდან, რომელიც შეიძლება ცხოვრობდეს პატარა ბუნებრივ ღრმულებში, დამთავრებული რთული სტრუქტურის ორგანიზაციით, რომლებიც შეიძლება იკავებდეს უზარმაზარ ტერიტორიას და მისი კოლონია შედგებოდეს მილიონობით ინდივიდისაგან. დიდი კოლონიები ხშირად შედგება უნაყოფო და უფრთო მდედრი ჭიანჭველებისაგან, რომლებიც გაერთიანებულნი არიან "მუშების", "ჯარისკაცების" ან სხვა სპეციფიკურ ჯგუფებში. თითქმის ყველა კოლონიას ჰყავს რამდენიმე ნაყოფიერი მამრი და ერთი ან მეტი ნაყოფიერი მდედრი, რომელსაც ეძახიან [[დედოფალი ჭიანჭველა|დედოფალს]]. კოლონიებს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც [[სუპერორგანიზმი|სუპერორგანიზმს]], რადგანაც მათ ახასიათებთ ერთობლივი მოქმედება და საერთო საქმიანობა კოლონიის განსავითარებლად.
 
ჭიანჭველასებრთა წარმომადგენლებს ახასიათებთ სპეციფიკური ნიშნები დაანაწილონ სამუშაო, დაამყარონ ერთმანეთთან კომუნიკაცია და ასევე, გადაჭრან რთული პრობლემები. ამით ისინი ადამიანთა საზოგადოებას ემსგავსებიან. ჭიანჭველებს იყენებენ სხვადასხვა კულტურაში: სამზარეულოში, მედიცინაში და ასევე, სხვადასხვა რიტუალში. ჭიანჭველების უნარმა, დაამუშაონ და გამოიყენონ სხვადასხვა სახის რესურსი, შესაძლოა გარკვეული კონფლიქტი წარმოშვას ადამიანებთან, რადგანაც ისინი ქმნიან საფრთხეს გაანადგურონ მარცვლეულის მარაგები ან შეაღწიონ შენობებში. ზოგიერთი სახეობა, როგორიცაა [[წითური ჭიანჭველები]], ცნობილნი არიან "დამპყრობლები", რადგანაც ისინი ფუძნდებიან და იკავებენ იმ ტერიტორიას, სადაც შემთხვევით მოხვდებიან.
 
ტყისა და ველის [[ბიოცენოზი|ბიოცენოზში]] ტყის ქარც ჭიანჭველებს მათი მტაცებლური ბუნების გამო დიდი მნიშვნელობა აქვთ. მათ იყენებენ ტყის მავნებლების წინააღმდეგ და ამიტომ ხელოვნურადაც ავრცელებენ, ზრუნავენ როგორც ჭიანჭველასებრთა, ისე მათი ბუდეების დასაცავად. [[საქართველო]]ში ჭიანჭველების 102 სახეობა და 23 ქვესახეობაა აღნიშნული.
 
== ევოლუცია ==
 
ჭიანჭველების ზომა მერყეობს 0.75 მმ-დან 5.2 სმ-მდე. უდიდესი ჭიანჭველად მიჩნეულია ''Titanomyrma'', რომლის ზომა იყო 6 სმ, ხოლო ფრთების შლილის ზომა — 15 სმ. ჭიანჭველებს სხვადასხვა შეფერილობა აქვთ, რომელთაგან უმრევლესობა არის შავი ან წითელი, თუმცა ზოგიერთი სახეობა მწვანეა ან რკინის შეფერილობის მზინავი გარსი აკრავთ. 12 000-ზე მეტი სახეობა დღეისთვის ცნობილია, თუმცა სხვადასხვა დათვლებით, მათი საერთო ოდენობა 22 000 სახეობას აღწევს. ტაქსონომიური კვლევები აგრძელებენ მცდელობას საბოლოოდ გადაჭრან ჭიანჭველების კლასიფიკაციისა და სისტემატიზაციის საკითხი.
 
== ლიტერატურა ==
{{ქსე|11|396|სეფერთელაძე მ.}}
 
== რესურსები ინტერნეტში ==