რელიგია და ჰომოსექსუალობა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
==კონკრეტული რელიგიური ჯგუფების დამოკიდებულება==
===აბრაჰამისეული (მონოთეისტური) რელიგიები===
 
 
აბრაამისეულ რელიგიებს, იუდაიზმს, ქრისტიანობასა და მუსულმანობას აკრძალული აქვთ სოდომი , მათ სწამთ და ასწავლიან, რომ ამგვარი ურთიერთობები ცოდვაა. ამ რელიგიების გარკვეული დენომინაციები დღეს მიმღებლები არიან განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის მიმართ, ასეთია მაგალითად, რეფორმისტული იუდაიზმი (Reform Judaism), ქრისტეს გაერთიანებული ეკლესია (United Church of Christ) და მეტროპოლიტენ საზოგადოების ეკლესია (Metropolitan Community Church). ზოგი პრესვიტერიანული და ანგლიკანური ეკლესია იღებს ადამიანებს მათი სექსუალური ორიენტაციის განურჩევლად და მხარსაც უჭერს მათ გაერთიანებებს. რეფორმისტული იუდაიზმი რაბინობის (ეკლესიის ხელმძღვანელი) უფლებასაც რთავს გეი და ლესბოსელ ადამიანებს და ასრულებს ერთი და იმავე სქესის წყვილთა ქორწინების ლიტურგიებს. რეკონსტრუქციონალისტური იუდაიზმი და კონსერვატიული იუდაიზმი ასევე რთავს მსახურების ნებას განსხვავებული ორინეტაციის ადამიანებს ამერიკის შეერთებულ შტატებში.
Line 12 ⟶ 11:
=== ქრისტიანობა ===
ქრისტიანულ დენომინაციებს სხვადასხვაგვარი შეხედულება აქვთ ჰომოსექსუალობის მიმართ. მათი დამოკიდებულება იცვლება სრულყოფილი აკრძალვიდან ასევე სრულყოფილ მიმღებლობამდე. ქრიატიანული რელიგიური ჯგუფების უმრავლესობა ტოლერანტულია ჰომოსექსუალი ადამიანების მიმართ, თუმცა თავიანთ სწავლებაში არატრადიციულ სექსუალურ კავშირებს მიანც ცოდვად განიხილავს. ლიბერალური ქრისტიანული ჯგუფებისაგან განსხვავებით აღმოსავლეთის ორთოდოქსული ანუ მართლმადიდებლური ეკლესია მკაცრად კრძალავს ჰომოსექსუალობას და ხშირად მათი დისკრიმინაციის ინიციატორიც კი გამოდის. ასეთი შეზღუდვებით ცნობილია რუსეთისა და საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიები. ლიბერალურ (ჰომოსექსუალობისადმი მიმღებლურ) ქრისტიანულ დენომინაციებს განეკუთვნება რომაული კათოლიკური ეკლესია, გაერთიანებული მეთოდისტური ეკლესია ბრიტანეთში, ამერიკის რეფორმისტული ეკლესია, ამერიკის ბაპტისტური ეკლესია, ასევე ევანგელისტური ეკლესია და სამხრეთ ბაპტისტური რელიგიური ჯგუფები. ორმოცდაათიანელები, რესტავრაციონალისტური ეკლესიები, როგორიცაა იეჰოვას მოწმეები და მორმონები ცოდვად თვლიან ჰომოსექსუალურ აქტს. ლიბერალური ქრისტიანული ჯგუფები მხარს უჭერენ ლგბტ პირებს. რიგი ქრისტიანული დენომინაციები მონოგამიურ (ერთ პარტნიორთან) ერთ-სქესიან ურთიერთობებს ცოდვად არ გინიხილავენ. ასეთი დენომინაციებია: კანადის გაერთიანებული ეკლესია, ქრისტეს გაერთიანებული ეკლესია, პრესბიტერიანული ეკლესია (ა.შ.შ.), ამერიკის ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესია, კანადის ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესია, შვედეთის ეკლესია, ლუთერანული ეკლესიები, გერმანიის ევანგელისტური ეკლესია, დანიის ეკლესია, ისლანდიის ეკლესია, ნორვეგიის ეკლესია და ჰოლანდიის პროტესტანტული ეკლესია. მეტროპოლიტენ საზოგადოების ეკლესია 40 ათასი წევრით დაარსდა სპეციალურად იმისთვის, რომ მომსახურებოდნენ ლგბტ საზოგადოებას. ისინი აქტიურად უჭერენ მხარს ლგბტ თემის უფლებების დაცვას. ქრისტეს გაერთიანებული ეკლესია და ბაპტისტური ალიანსი არ ეწინააღმდეგება გეი ქორწინებებს. ზოგი ანგლიკანური და ლუთერანული ეკლესიაც ატარებს ჰომოსექსუალი წყვილების ქორწინების რიტუალს. ხშირად ამ ეკლესიების პასტორები და ეპისკოპოსები თავად არიან ჰომოსექსუალები.
 
 
 
=== ისლამი ===
ისლამური სახელმწიფოს თითქმის ყველა სკოლა ჰომოსექსუალობას განიხილავს, როგორც არაბუნებრივ მოვლენას (ცდუნებას). საერთოდ სექსუალური ურთიერთობები მიიჩნევა ცოდვად.
 
 
 
=== ინდური რელიგიები ===
სხვადასხვა რელიგიის მიდგომები ჰომოსექსუალობაზე, რომლებიც აღმოცენდა ინდოეთში, მათ შორის ბუდიზმი, სიხიზმი, ჯაინიზმი და ინდუიზმი ნაკლებად ნათელია, ხედვებიც განსხვავებული. 2005 წელს სიხიზმის ლიდერმა, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენელი იყო, დაგმო ჰომოსექსუალობა და მათი ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინება, თუმცა ამ რელიგიის ბევრი წარმომადგენელი არ იზიარებს ამ მიდგომას. ასევე არსებობს უძველესი რელიგიური ტექსტები, როგორიცაა ვედები, სადაც ვხვდებით მესამე სქესს როგორც ჰიჯრას, რომელიც არც ქალია და არც კაცი, თუმცა ეს მესამე სქესი უმეტესად უარყოფითად არის ძველ ტექსტებში წარმოდგენილი.
 
 
 
==რესურსები ინტერნეტში==