ჭიანჭველასებრნი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 14:
'''ჭიანჭველასებრნი''' ({{lang-la|Formicidae}}) — [[მწერები]]ს ოჯახი [[სიფრიფანაფრთიანები|სიფრიფანაფრთიანთა]] რიგისა. ისინი „საზოგადოებრივი მწერები“ არიან და ენათესავებიან ბზიკებსა და ფუტკრებს. ჭიანჭველები წარმოიშვნენ და განვითარდნენ ბზიკისებრთა სახეობის წინაპრებისგან [[ცარცული სისტემა|შუა ცარცულ პერიოდში]], 110-130 მილიონი წლის წინ და ამ მწერების სხვადასხვა სახეობად დაყოფა მოხდა დედამიწაზე ყვავილოვანი მცენარეების განვითარების შემდეგ. საერთო, 22 000 სახეობიდან ჭიანჭველების 12 500-ზე მეტი სახეობა კლასიფიცირებულია, რაც გამოწვეულია მათთვის დამახასიათებელი მოხრილი ანტენითა და სხეულის კვანძოვანი აგებულებით.
 
ჭიანჭველები ცხოვრობენ კოლონიებად, დაწყებული მცირე ზომის ჯგუფიდან, რომელიც შეიძლება ცხოვრობდეს პატარა ბუნებრივ ღრმულებში, დამთავრებული რთული სტრუქტურის ორგანიზაციით, რომლებიც შეიძლება იკავებდეს უზარმაზარ ტერიტორიას და მისი კოლონია შედგებოდეს მილიონობით ინდივიდისაგან. დიდი კოლონიები ხშირად შედგება უნაყოფო და უფრთო მდედრი ჭიანჭველებისაგან, რომლებიც გაერთიანებულნი არიან "მუშების", "ჯარისკაცების" ან სხვა სპეციფიკურ ჯგუფებში. თითქმის ყველა კოლონიას ჰყავს რამდენიმე ნაყოფიერი მამრი და ერთი ან მეტი ნაყოფიერი მდედრი, რომელსაც ეძახიან [[დედოფალი ჭიანჭველა|დედოფალს]]. კოლონიებს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც [[სუპერორგანიზმი|სუპერორგანიზმს]], რადგანაც მათ ახასიათებთ ერთობლივი მოქმედება და მუშაობასაერთო საქმიანობა კოლონიის განსავითარებლად.
 
ჭიანჭველები დასახლებულნი არიან დედამიწის თითქმის მთელ ტერიტორიაზე. გამონაკლისია მხოლოდ [[ანტარქტიდა]] და ასევე, რამდენიმე უმნიშვნელო და საცხოვრებლად არახელსაყრელი ბუნებრივი პირობების მქონე კუნძული. ჭიანჭველები ვითარდებიან უმრავლეს ეკოსისტემაში და ხმელეთის ბინადართა [[ბიომასა|ბიომასის]] დაახლოებით 15-25%-ს შეადგენენ. სხვადასხვა გარემოში განვითარების მთავარი გასაღები მდგომარეობს მათ სოციალურ ორგანიზაციასა და უნარში, გარდაქმნან საცხოვრებელი ადგილი გარემო პირობების შესაბამისად.
ხაზი 21:
 
== ევოლუცია ==
ჭიანჭველასებრთა ოჯახი მიეკუთვნება [[სიფრიფანაფრთიანები|სიფრიფანაფრთიანთა]] სახეობას, რომლებიც ასევე აერთიანებს [[კრაზანები|კრაზანებსა]] და [[ფუტკრები|ფუტკრებს]]. ჭიანჭველები განვითარდნენ და ჩამოყალიბდნენ ნესტრიანი ბზიკისებრთა მწერისგან 100 მილიონზე მეტი წლის წინ. [[1966]] წელს, [[ედვარდ უილსონი|ედვარდ უილსონმა]] და მისმა ჯგუფმა მოახდინეს იდენტიფიცირება გაქვავებული [[ნამარხი ნაშთები]]ს, სადაც შემორჩენილი იყო ჭიანჭველის ნარჩენი, ხოლო აღნიშნული ნამარხი განეკუთვნებოდა [[ცარცული სისტემა|ცარცულ პერიოდს]]. ამ ნიმუშს, რომელსაც გარს ეკრა ქარვის გარსი, რომლის ასაკი განისაზღვრებოდა 92 მილიონი წლით გარკვეული ნიშნები საერთო ჰქონდა ბზიკთან, ხოლო ეს თავისებურობები თანამედროვე ჭიანჭველებს არ გააჩნდათ. მას შემდეგ, რაც დედამიწაზე [[ყვავილოვანი მცენარეები|ყვავილოვანმა მცენარეებმა]] იწყეს განვითარება, ჭიანჭველები გახდნენ უფრო მრავალფეროვანნი და მიაღწიეს ეკოლოგიურ დომინირებას დაახლოებით 60 მილიონი წლის წინ. ზოგიერთი სახეობა განსხვავდება ადრეული პრიმიტიული ჭიანჭველებისგან, რაც შესაძლოა გამოწვეული იყოს იმით, რომ მათ ცხოვრება უწევთ მიწის ზედაპირის ქვეშ.
 
[[ცარცული სისტემა|ცარცული პერიოდის]] განმავლობაში, ჭიანჭველასებრთა ოჯახის რამდენიმე სახეობა გავრცელებული იყო [[ლავრაზია|ლავრაზიის]] კონტინენტზე. ისინი ამ არეალში წარმოადგენდნენ უმცირესობას სხვა მწერებთან შედარებით, დაახლოებით 1%-ს მწერების სხვა სახეობებთან შედარებით. თუმცა, [[პალეოგენური სისტემა|პალეოგენური პერიოდის]] დასაწყისისთვის, ჭიანჭველებმა ამ რეგიონში მოიპოვს დომინანტის როლი. ხოლო [[ოლიგოცენი]]სა და [[მიოცენი]]ს პერიოდისთვის, ჭიანჭველების წილი შეადგენდა დაახლოებით 20-40%-ს, რაც დასტურდება ამავე პერიოდების [[ნამარხი ნაშთები]]ს მიხედვით.
 
მართალია, [[ტერმიტები|ტერმიტებს]] ხშირად მოიხსენიებენ, როგორც "თეთრ ჭიანჭველებს", თუმცა ისინი სულაც არ განეკუთვნებიან ჭიანჭველების სახეობას. [[ტერმიტები]] უფრო მეტად ახლოს დგანან [[ტარაკნები|ტარაკნებთან]] და [[კალიები|კალიებთან]]. ტერმიტებსაც, ისევე როგორც ჭიანჭველებს, ახასიათებთ საზოგადოებრივ ჯგუფებად დაყოფა, თუმცა, ისინი დიდად განსხვავდებიან როგორც გენეტიკით, ასევე რეპროდუქციით.