ჩარლზ ბუკოვსკი: განსხვავება გადახედვებს შორის

ოჯახი 1930 წელს სამხრეთ ლოს-ანჯელესში დასახლდა. 1930-იან წლებში პოეტის მამა მეტწილად უმუშევარი იყო. მის ავტობიოგრაფიული ნაწარმოებში „ლორი შვრიაზე“ (''Ham on Rye'') ჩარლზ ბუკოვსკი წერს, რომ დედამისის მხარდაჭერით, მამა მასზე ხშირად ფიზიკურ და მორალურ ძალადობას ეწეოდა; უმცირესი დანაშაულისთვისაც კი სცემდა. ბავშვობაში ბუკოვსკი მორცხვი და სოციალურად გარიყული იყო, რასაც ხელს უწყობდა მოზარდობისას მწვავე [[აკნე]]ს პრობლემაც. მეზობელი ბავშვები მას ხშირად დასცინოდნენ გერმანული აქცენტისა და ტანსაცმლის გამო.
 
ადრეული ყმაწვილობის პერიოდში, ბუკოვსკი მის უახლოეს მეგობარ უილიამ "ბოლდი" მულინექსთან ერთად ალკოჰოლს მიეძალა. ალკოჰოლი მას ცხოვრების პირობებთან შეგუების საშუალებას აძლევდა. ამ პერიოდს ბუკოვსკი ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში იხსენიებს, როგორც მისი ქრონიკული ალკოჰოლიზმის ჩანასახს. ლოს ანჯელესის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ბუკოვსკი ლოს-ანჯელესის საქალაქო კოლეჯში სწავლობდა ორი წელი, სადაც ხელოვნების, ჟურნალისტიკისა და ლიტერატურის კურსებს ეუფლებოდა. [[მეორე მსოფლიო ომი]]<nowiki/>ს დაწყებისას მან კოლეჯს თავი დაანება და [[ნიუ-იორკი|ნიუ-იორკში]] გადავიდა, სადაც დროებით შავ მუშად მუშაობით ირჩენდა თავს.<ref name="Found"><cite class="citation web" contenteditable="false">Youngიანგი, Mollyმოლი. </cite></ref>
 
1944 წლის 22 ივლისს, [[ფილადელფია]]<nowiki/>ში, <nowiki/>[[ფედერალური საგამოძიებო ბიურო|ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ]] ბუკოვსკი ჯარში გაწვევის თავის არიდების მიზეზით დააკავა. ციხეში მას 17 დღე მოუწია ყოფნა, რის შემდეგაც ის სამხედრო სამსახურში გაწვევის სავალდებულო ფიზიკური გამოცდისას ფსიქოლოგიური ტესტის ვერ ჩაბარების გამო გაშვებულ იქნა.