აღწერა სამეფოსა საქართველოსა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
ვახუშტის ნაშრომი შედგება ორი განყოფილებისაგან. ამათგან ერთია საქართველოს ისტორია სამეფოს განხეთქილებამდე და მეორეა ისტორია და გეოგრაფია საქართველოს სამეფოთა და სამთავროთა განხეთქილებიდან (1469 წლიდან) XVIII საუკუნის პირველ ნახევრის დასასრულამდე.
 
რამოდენიმე პირველი გამოცემა რომელთაც თავს იდვეს ვახუშტი ბატონიშვილის ამ დიდი ნაშრომის გამოქვეყნება არ იყო სრული. ის გამოიცა ნაწილ-ნაწილ ოღონდაც კვინკლოსის გარდა. მისი შრომის გამავრცელებლები იყვნენ ბროსე, ჩუბინაშვილი და ბაქრაძე.
 
მარი ბროსემ ფრანგული თარგმანით დაბეჭდა ვახუშტის გეოგრაფია, მაგრამ ვახუშტის ისტორიის წინასიტყვაობა ჩაურთო ქართლის ცხოვრებას.
 
პირველი ნაწილი ვახუშტის ისტორიისა დაბეჭდა ბაქრაძემ სათაურით: „ვახუშტი, საქართველოს ისტორია, განმარტებული და შევსებული ახლად შეძენილის არქეოლოგიურისა და ისტორიულის ცნობებით დ. ზ. ბაქრაძის მიერ. ნაწილი პირველი“. ამ წიგნში ბაქრაძემ დაბეჭდა ვახუშტის წინასიტყვაობაც, ოღონდ პიველი მეოთხედის გამოკლებით.
 
მეორე ნაწილი ისტორიისა ქორონიკონებითურთ ჩუბინაშვილს მოუთავსებია ქართლის ცხოვრების მეორე ნაწილის დასაწყისში.
 
მარი ბროსეს Description-ში სრული მაგრამ ქვეთავების არეული თანმიმდევრობით აქვს წარმოდგენილი აღნიშნული შრომა.
==შინაარსი==
ვახუშტის შრომა — „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“, შეიცავს შემდეგ თავებს: