რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
(ბოტი: Alexander_I_of_Russia.PNG შეიცვალა Alexander_I_by_S.Shchukin_(1809,_Tver).png-ით)
ხაზი 43:
[[ფაილი:David Bagrationi.JPG|მინი|ქართლ-კახეთის დროებითი მმართველი დავით XII (1800-1801) წ.წ.]]
[[1800]] წლის [[22 დეკემბერი|22 დეკემბერს]] იმპერატორმა [[პავლე I]] ხელი მოაწერა [[ქართლ-კახეთის სამეფო]]ს [[რუსეთის იმპერია]]სთან შეერთების მანიფესტს,რითაც უხეშად დაარღვია [[გეორგიევსკის ტრაქტატი]] და მოახდინა დამოუკიდებელი სახელმწიფოს, ქართლ-კახეთის [[ანექსია]].აღსანიშნავია რამდენად ცინიკურად მოქმედებდა რუსეთის იმპერატორი ამ მანიფესტის ხელმოწერისას, ამ დროს მძიმედ ავადმყოფი მეფე [[გიორგი XII]] ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, [[რუსეთი]]ს ხელისუფლებამ არ ჩათვალა საჭიროდ ეცნობებინა გიორგისთვის ამ მანიფესტის არსებობის შესახებ. არაფერი იცოდნენ ქართლ-კახეთის საელჩოშიც, სანქტ-პეტერბურგში.რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა დროებით გაესაიდუმლებინა ინფორმაცია ამ მანიფესტის არსებობის შესახებ, და დაეცადა ხელსაყრელი მომენტისთვის მანიფესტის ოფიციალურად გამოსაქვეყნებლად.1800 წლის [[28 დეკემბერი|28 დეკემბერს]] გარდაიცვალა ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე გიორგი XII,მის მემკვიდრედ და სამეფოს დროებით მმართველად გიორგის ვაჟი [[დავით ბატონიშვილი|დავითი]] გამოცხადდა.საქართველოში მყოფი რუსეთის წარმომადგენლები,არწმუნებდნენ დავითს რომ იმპერატორი მას მალე დაამტკიცებდა მეფედ და გამოუგზავნიდა სამეფო რეგალიებს, როგორც ეს გეორგიევსკის ტრაქტატით იყო გათვალისწინებული,თუმცა ფარულად ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისთვის და მისი სრული ანექსიისთვის ემზადებოდნენ,ისინი მანიფესტის ოფიციალურ გამოქვეყნებას ელოდნენ მოქმედების დასაწყებად.<br />
[[ფაილი:Alexander I ofby RussiaS.PNGShchukin (1809, Tver).png|მინი|რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე I (1801-1825) წ.წ.]]
[[1801]] წლის [[18 იანვარი|18 იანვარს]] სანქტ-პეტერბურგში და მოსკოვში გამოქვეყნდა მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების(ანექსიის) შესახებ.მანიფესტი არ გამოცხადებულა თბილისში, რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა ჯერ აეღოს ხელისუფლება თბილისში,ჩამოეცილებინა სამეფოს მართვისგან [[დავით ბატონიშვილი|დავით XII]],რომელიც სამეფოს გიორგი XII გარდაცვალების შემდეგ([[28 დეკემბერი]]) მართავდა, და მხოლოდ ამის შემდეგ გამოეცხადებინა ქართლ-კახეთის მოსახლეობისთვის სამეფოს ანექსიის შესახებ.[[1801]] წლის [[24 მარტი|24 მარტს]] უფლისწული დავითი ჩამოაშორეს ხელისუფლებას ,მოგვიანებით კი დააკავეს და სანქტ-პეტერბურგში გადაასახლეს.ქართლ-კახეთის დროებით მმართველად დავითის ნაცვლად გენერალი ლაზარევი გამოცხადდა.<br />დავითის ხელისუფლებიდან ჩამოშორებამდე თორმეტი დღით ადრე შეთქმულებას ემსხვერპლა იმპერატორი პავლე I.ქართლ-კახეთის სამეფოს საბოლოო ანექსიის საკითხის "მოგვარებას" პავლეს მემკვიდრე იმპერატორი [[ალექსანდრე I]] შეუდგა.ახალმა იმპერატორმა გამოსცა ბრძანება "საქართველოს მართვის შესახებ" სადაც ჩამოაყალიბა იმპერიის მთავარი მიზნები [[საქართველო]]ში და მთლიანად სამხრეთ კავკასიაში,კერძოდ ეს მიზნები იყო:რუსეთის თვითმპყრობლობის განმტკიცება საქართველოში,ასევე საქართველოს ბუნებრივი წიაღისეულის ათვისება,გადასახადების შეგროვება, მართლწესრიგის დაცვა და სამხრეთ კავკასიის სხვა სამეფოების და სამთავროების დაპყრობა.ამავდროულად ალექსანდრე I გადაწყვიტა გაეთამაშებინა პოლიტიკური ფარსი და ქართლ-კახეთის ანექსიის გასამართლებლად შექმნა კომისია რომელსაც უნდა შეესწავლა შეეძლო თუ არა სამეფოს დამოუკიდებლად არსებობა, რათქმაუნდა კომისიამ ისეთი გადაწყვეტილება გამოიტანა როგორიც იმპერიისთვის იყო ხელსაყრელი, დაასკვნა რომ ქართლ-კახეთს აღარ შეეძლო დამოუკიდებლად არსებობა და აუცილებელი იყო მისი იმპერიის შემადგენლობაში შეყვანა.<br />
[[1801]] წლის [[12 სექტემბერი|12 სექტემბერს]] იმპერატორმა ალექსანდრე I გამოსცა მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შეყვანის(ანექსიის) შესახებ, რითაც მან გაიმეორა მისი წინამორბედის მსგავსი მანიფესტი.ქართლ-კახეთის საელჩომ გამოაცხადა პროტესტი და გადასცა საპროტესტო ნოტა რუსეთის ხელისუფლებას,ანექსია გააპროტესტეს ასევე [[დიდი ბრიტანეთი|დიდმა ბრიტანეთმა]] და [[საფრანგეთი|საფრანგეთმა]],თუმცა ამას არავითარი შედეგი არ გამოუღია.[[1802]] წლის [[12 აპრილი|12 აპრილს]] გენერალმა [[კარლ კნორრინგი|კარლ კნორრინგმა]] [[სიონის ტაძარი|სიონის საკათედრო ტაძარში]] ალყა შემოარტყა ქართლ-კახეთის თავადებს და საზეიმოდ გამოაცხადა სამეფოს რუსეთთან შეერთების(ანექსიის) შესახებ,შემდეგ აიძულა თავადები დაედოთ რუსეთის იმპერატორის ერთგულების ფიცი.თავადების ნაწილმა მოახერხა ალყის გარღვევა,ხოლო დანარჩენები იძულებული გახდნენ ფიცი დაედოთ, ვინც უარი განაცხადა დააპატიმრეს.[[ქართველები|ქართველების უმრავლესობა]] არ აპირებდა შერიგებოდა დამოუკიდებლობის დაკარგვას, და დაიწყეს მომავალი აჯანყებებისთვის მზადება.