ლესბოსელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
ცნება ლესბოსელი დამკვიდრდა მე-20 საუკუნეში.
 
ისტორიიდან გამომდინარე ცნობილია, რომ ქალებს არ ჰქონდათ ისეთივე თავისუფალი ურთიერთობები როგორც [[ჰომოსექსუალ]] მამაკაცებს, თუმცა აქვე აღსანიშნავია რომ მათი დასჯა ისე არ ხდებოდა სხვადასხვა სოციუმებში, როგორც [[ჰომოსექსუალი]] მამაკაცებისა. ლესბოსური ურთიერთობები ითვლებოდა არაჯანსაღ ურთიერთობად. მე-19 საუკუნეში სექსოლოგებმა დაიწყეს ჰომოსექსუალობის ქცევისა და გამოხატვის შესწავლა და მასზე ინფორმაციის ნაკლებობის გამო იგი გამოცხადეს გონებრივ ავადმყოფობად. ლესბოსელ ადამიანებს უხდებოდათ თავიანთი ურთიერთობების დამალვა. მეორე მსოფლიო ომის დრო სოციალურმა რეპრესიებმა, მთავრობის მიერ ჰომოსექსუალი ადამიანების დასჯამ გამოიწვია გარკვეული ქსელის შექმნა, სადაც ქალები ახდენდნენ ერთმანეთის განათლებას სხვადასხვა თემის გარშემო. ეკონომიკის განვითარებამ და სოციალურმა თავისუფლებამ თანდათანობით საწყისი ჩაუყარა ჰომოსექსუალ წყვილებს შორის ურთიერთობებს და ოჯახების შექმნას.
 
თუ ავსტრიაში ქალთა ერთსქესიანი სიყვარული მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულად მიიჩნეოდა, საფრანგეთში 1881 წელს ქალებმა ოფიციალურად მიიღეს ტრიბადიისათვის განკუთვნილი სპეციალური სახლების მონახულების უფლება. ქალთა ჰომოსექსუალობის სიხშირე მერყეობს 1-დან 3%-მდე. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ეს პროცენტი ძალზედ შემცირებულია, რადგან კაცისგან განსხვავებით, ქალისთვის შედარებით ადვილია დამალოს თავისი სექსუალური მიდრეკილებები. ის შეიძლება გათხოვდეს და ბავშვიც გააჩინოს, რათა საზოგადოების თვალში საკუთარი თავის რეაბილიტაცია უზრუნველყოს, რაც კაც ჰომოსექსუალს უფრო გაუჭირდება. ხშირად ამ მიდრეკილებას ვხვდებით ისეთ ქალებთანაც, რომლებიც ქმრებთან ცხოვრობენ. ასეთი ორმაგი ცხოვრებით მცხოვრებ ქალს შეუძლია სიამოვნება მიიღოს ორივე პარტნიორისგან (ის ბისექსუალია) ან კაცი მისთვის უსიამოვნოა და ორგაზმს მხოლოდ ლესბოსური სიყვარულით განიცდის
ხაზი 12:
როდესაც მე-19 საუკუნის მიწურულს, სექსოლოგებმა [[ჰომოსექსუალობა|ჰომესექსუალური]] ქცევის კატეგორიზაცია და აღწერა დაიწყეს, ამ საკითხში ცოდნის ნაკლებობის გამო, ისინი ლესბოსელებს გამოარჩევდნენ, როგორც ქალებს, რომლებიც თავს არ აკუთვნებდნენ ქალის [[გენდერი|გენდერულ]] როლს და მათ შეცდომით ფსიქიკურად დაავადებულებად თვლიდნენ, რაც მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებაში უკვე შეიცვალა. ამ გამოყოფის შედეგად, ქალები, რომლებსაც [[ჰომოსექსუალობა|ჰომოსექსუალური]] ურთერთობა ჰქონდათ, ან მალავდნენ თავიანთ პირად ცხოვრებას ან ეგუებოდნენ საზოგადოებისგან გარიყულის იარლიყს და ქმნიდნენ იმ [[სუბკულტურა|სუბკულტურებს]], რომლებიც განვითარდა [[აშშ]]-სა და [[ევროპა]]ში.
 
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სოციალური რეპრესიების პერიოდში, როდესაც მთავრობები აქტიურად დევნიდნენ ჰომოსექსუალებს, ქალებმა განავითარეს ქსელები სოციალიზაციისა და ერთმანეთის განათლების მიზნით. გაზრდილმა ეკონომიკურმა და სოციალურმა თავისუფლებამ მათ საშუალება მისცა, რომ თანდათან თვითონ გადაეწყვიტათ თუ როგორ აპირებდნენ ურთიერთობებისა და ოჯახების ჩამოყალიბებას. [[ფემინიზმი]]ს მეორე ტალღის, ქალთა ისტორიაში სტიპენდიებისა და სექსუალობის ზრდასთან ერთად, რაც მე-20 საუკუნეში ხდებოდა, „ლესბოსელის“ განსაზღვრება გაფართოვდა, რამაც დებატები გამოიწვია სექსუალური სურვილის, როგორც ლესბოსელის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორის გარშემო. ზოგიერთი ქალი, რომლებიც ერთსქესიანთა სექსუალურ აქტივობაში არიან ჩართული, შესაძლოა წინააღმდეგი იყვნენ იმისა, რომ მისინათი იდენტიფიცირება მოხდეს , როგორც ლესბოსელისა და ასევე [[ბისექსუალი]]სა, მაშინ, როცა სხვა ქალების თვით-იდენტიფიკაცია შესაძლოა თანხვედრაში არ მოდიოდეს მათ სექსუალურ ორიენტაციასა და სექსუალურ ქცევასთან; [[სექსუალური იდენტობა]] აუცილებელი არაა, რომ იგივე იყოს, რაც [[სექსუალური ორიენტაცია]] ან სექსუალური ქცევა, სხვადასხვა მიზეზის გამო, როგორიცაა მაგალითად [[ჰომოფობია|ჰომოფობიურ]] გარემოში სექსუალური ორიენტაციის იდენტიფიკაცია.
 
მედიაში ლესბოსელების გამოჩენა ანახებსგვიჩვენებს, რომ საზოგადოება ერთდროულად დაინტრიგებული და გაოცებული იყო იმ ქალებით, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ [[გენდერი|გენდერულ]]როლებს და რომლებიც რომანტიულად ინტერესებოდნენ სხვა ქალებით. ქალები, რომლებმაც თვით-იდენტიფიცირება მოახდინეს, როგორც ლესბოსელებმა, იმ გამოცდილებას იზიარებენ, რაც ქმნის მსოფლმხედველობას, რომელიც მსგავსია ეთნიკური იდენტობისა: მსგავსად [[ჰომოსექსუალობა|ჰომოსექსუალებისა]], მათაც [[ჰეტეროსექსუალი|ჰეტეროსექსუალების]] მხრიდან [[დისკრიმინაცია]] აერთიანებთ და ასევე მათი ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან და გარშემომყოფებისგან პოტენციური უარყოფის საფრთხე, რაც [[ჰომოფობია|ჰომოფობიის]]შედეგია თუმცა როგორც ქალებს, მათ მამაკაცებისგან განსხვავებული პრობლემებიც ექმნებათ. ლესბოსელებს შესაძლოა შეექმნათ საკმაოდ სერიოზული საფრთხე [[ფიზიკურ]] ან [[მენტალურ]] ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, რაც [[დისკრიმინაცია|დისკრიმინაციის]], ცრურწმენის და უმცირესობებთან დაკავშირებული სტრესის შედეგია. [[პოლიტიკა|პოლიტიკური]] ვითარებები და სოციალური განწყობა ასევე დიდ როლს ახდენს ლესბოსური ურთიერთობებისა და ოჯახების შექმნაზე.
 
ტერმინი მომდინარეობს ბერძნულ კუნძულ [[ლესბოსი]]ს სახელწოდებიდან, სადაც დაიბადა ქრისტეშობამდე მე-6 საუკუნეში მცხოვრები პოეტი [[საფო]]. სხვადასხვა უძველესი ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ ახალგაზრდა ქალების ჯგუფს საფოს ზედამხედველობის ქვეშ ტოვებდნენ, რასაც მათი [[კულტურა|კულტურული]] განვითარებისთვის უნდა შეეწყო ხელი. საფოს პოეზიიდან ცოტა რამ თუ შემორჩა თუმცა ის, რაც დარჩა იმ თემებს ასახავს, რაზეც ის წერდა: ქალების ყოველდღიური ცხოვრება, მათი ურთიერთობები, და რიტუალები. იგი ორიენტირებული იყო ქალების სილამაზეზე და გოგონების მიმართ მის სიყვარულს ხმამაღლა აცხადებდა.
ხაზი 33:
ადრეული მსგავსი სასჯელის შემთხვევა [[გერმანია|გერმანიაში]] მოხდა 1477 წელს. მონაზვნებს მიესაჯათ 40 დღიანი [[ეფიტემია]], რადგან ისინი შემჩნეულ იქნენ ერთმანეთთან [[სქესი|სქესობრივი]] კავშირის დამყარებაში. იტალიელი მონაზონი, სახელად ბენედეტა კარლინი მის ბევრ სულიერ დას აცდუნებდა, როცა თავისივე თქმით, მას შეიპყრობდა ხოლმე ღვთაებრივი სული , სახელად “Splenditello. ბოლოს, იმისათვის, რომ მისთვის სხვა ქალებთან ურთიერთობა აეკრძალათ, იგი 40 წლით კარცერში განათავსეს სიცოცხლის ბოლომდე. ქალთა [[ჰომოეროტიზმი]] იმდენად გავრცელებული იყო ინგლისურ ლიტერატურასა და თეატრში, რომ ისტორიკოსები თვლიან, რომ ეს მოდურიც იყო [[რენესანსი|რენესანსის]] პერიოდში.
 
[[ფემინიზმი|ფემინისტი]] მწერლის ნაომი მაქკორმიკის მიხედვით, ქალის [[სექსუალობა]]ს მამაკაცების საზოგადოება ქმნის , რომელთა მთავარი [[ინდიკატორი]] ლესბოსური სექსუალური ორიენტაციისა მათი სექსუალური აქტივობაა სხვა ქალებთან თუმცა ჰეტეროსექსუალ ქალებთან მიმართებაში იგივე ინდიკატორი საჭიროდ არ მიიჩნევა, რომ ქალი ჰეტეროსექსუალად იქნეს აღქმული. მაქკორმიკი აცხადებს, რომ [[ემოცია|ემოციური]], [[მენტალური]], [[იდეოლოგია|იდეოლოგიური]] კავშირი ქალებს შორის ისეთივე მნიშვნელოვანია და ხანდახან უფრო მნიშვნელოვანიც კი, ვიდრე [[სქესი|სქესობრივი]] კავშირი. ამისდამიუხედავად, 1980-იანებში, ჩამოყალიბდა მნიშვნელოვანი მოძრაობა, რომელიც ლესბოსელობის დესექსუალიზაციას უარყოფდა და რამაც მწვავე დაპირისპირება გამოიწვია, რასაც [[ფემინიზმი|ფემინისტური]] სექს ომები ეწოდა.
 
მკვლევარები, მათ შორის [[სოციოლოგია|სოციოლოგი]] მეცნიერები აცხადებენ, რომ ხშირად ქცევა და [[იდენტობა]] ერთმანეთს არ ემთხვევა : ქალების გარკვეულმა ნაწილმა შესაძლოა საკუთარ თავს [[ჰეტეროსექსუალი]] უწოდოს, მაგრამ [[სექსუალური]] ურთიერთობა ჰქონდეთ სხვა ქალებთან , თვით-იდენტიფიცირებულ ლესბოსელებს შესაძლოა მამაკაცებთან ჰქონდეთ [[სექსი]] ან შესაძლოა, რომ ქალებმა დროთა განმავლობაში აღმოაჩინონ, რომ ის, რასაც ისინი უცვლელ სექსუალურ იდენტობად თვლიდნენ, დროთა განმავლობაში შეიცვალა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლესბოსელი“-დან