MSM: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
{{ვიკი}}
ხაზი 22:
 
== სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები ==
2007 წლის კვლევის მიხედვით ჰომოსექსუალი მამაკაცების უმეტესობას იმავე რაოდენობით აქვს დაუცველი სექსი, რა რაოდენობითაცჰეტეროსექსუალრაოდენობითაც ჰეტეროსექსუალ ქალებს და მამაკაცებს. მამაკაცები, რომლებსაც დაუცველი ანალური სექსი აქვთ სხვა მამაკაცებთან დიდი რისკის ზონაში იმყოფებიან სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების გამო, ასევე ანალური სექსის დროს კონდომი უფრო ხშირად ცდება, ვიდრე ვაგინალური სექსის დროს. ამრიგად ანალური სექსი, თუნდაც კონდომით სარისკოა.
შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი (შიდსი) ადამიანის იმუნური სისტემის დაავადებაა, რომელიც გამოწვეულია აივ-ინფექციით. აივ-ინფექციით შესაძლოა დაავადდეს ყველა, განურჩევლად ეთნიკურობისა, სქესისა, ორიენტაციისა. მსოფლიო მასშტაბით დაახლოებით 5-10% აივ-ინფექციით დაავადებების შემთხვევებისა ხდება მამაკაცებს შორის სექსუალური ურთიერთობების შედეგად; თუმცა ბევრ განვითარებულ ქვეყანაში ინფექციის გადადების ეს გზა გაცილებით უფრო ხშირია, ვიდრე რომელიმე სხვა.
 
2007 წელს აივ/შიდსით დაავადებულთა უდიდესი კატეგორია აშშ-ს მოსახლეობაში მოიცავდა მამაკაცებს, რომლებსაც აქვთ სექსი მამაკაცებთან (MSM). მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები აშშ-ს მოსახლეობის მხოლოდ 2% წარმოადგენენ, საერთო დიაგნოზების მიხედვით 51%, ხოლო მამაკაცებში 71% შეადგენენ. 2010 წლის ფედერალური კვლევის მიხედვით, მსმ პირებში დაახლოებით 5დან 1 ადამიანი აივ-პოზიტიურია, და თითქმის ნახევარი ვერც კი აცნობიერებს ამას. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით აივ-ინფექციის გავრცელება მსმ მამაკაცებში ვარირებს ეთნიკურობის მიხედვით. განვითარებად ქვეყნებში აივ-ინფექცია მსმ მამაკაცებში ძალიან სწრაფი ტემპით ვრცელდება. კვლევების მიხედვით აფრიკაში, აზიასა და ლათინურ ამერიკაში 5%ზე ნაკლებ მამაკაცს აქვს წვდომა აივ-ინფექციასთან დაკავშირებულ ჯანდაცვასთან.
 
== B ჰეპატიტი ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/MSM“-დან