ნახიჩევანის სახანო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 102:
==ისტორია==
[[ფაილი:Nakhchivan khan palace7.JPG|220px|მინიატიურა|მარცხნივ|ნახჭევანის ხანის სასახლე]]
სახანოს ტერიტორია თავდაპირველად შედიოდა [[ერევნის სახანო]]ში. 1604 წელს მისი ნაწილის დაპყრობის შედეგად [[ირანი]]ს შაჰმა [[აბას I (ირანი)|აბას I]]-მა დანიშნა ნახჩევანის პირველი მმართველი ([[ხანი]]) თურქმანული ტომის ლიდერი მაქსუდ სულთანი, სახელად „ყანღარლუ“. იმავე წელს ოსმანთა ძალები დაემუქრნენ ოლქს. მაქსუდმა შაჰ აბასის ბრძანებით მოახდინა ნახჩევანის ოლქის მოსახლეობის [[ევაკუაცია]] (მათ შორის სომეხთა (სოფელ [[ჯულფა]]დან), რომლებიც მეორე წელს გადაასახლეს მთლიანად [[ისფაჰანი|სფაჰანში]]), ქარაჯადაგსა და დეზმარში.
 
სპარსელთა მმართველობა დროებით შეჩერებულ იქნა ოსმანთა ოკუპაციის შედეგად 1635-1636 და 1722-1736 წ.წ. ამ პერიოდში სახანოს მმართველები ოფიციალურად გახდნენ [[აფშარიდები]]
 
რუსეთ-ირანის 1804-1813 წ.წ. ომის შედეგაგ 1808 წელს ხანმოკლე დროით ნახჩევანის ტერიტორია დაიკავა [[რუსეთი]]ს ჯარმა გენერალ გუდოვიჩის სარდლობით, მაგრამ [[გულისტანის ზავი]]თ მოგვიანებით იგი ისევ უკან დაუბრუნდა [[სპარსეთი]]ს იმპერიას.
 
რუსეთ-ირანის მეორე ომის 1826-1828 წ.წ. დროს, 1827 წელს აბას მირზამ აბასაბადის მხედართმთავრის თანამდებობაზე დანიშნა ექსან ხან ყანღარლუ. ეს იყო ნახჩევანისათვის სტრატეგიული თავდაცვითი ციხესიმაგრე. ციხის აღების მცდელობისას მიმდინარეობდა მძიმე ბრძოლები. დიდი დანაკარგების შემდეგ, 14 ივლისს, რუსეთის არმიამ ალყაში მოაქცია ციხე. ექსან ხანმა საიდუმლო კავშირი გააბა [[რუსეთი]]ს გენერალ პასკევიჩთან და 1827 წლის 22 ივლისს ციხესიმაგრის კარი გაუღო მათ. 1828 წელს [[თურქმანჩაის ხელშეკრულება|თურქმანჩაის ხელშეკრულებით]] სახანო გადაეცა რუსეთს. ექსან ხანი კი ამ დახმარებისათვის რუსეთმა [[გუბერნატორი]]ს ტიტულით დააჯილდოვა. მას მიენიჭა აგრეთვე, რუსეთის არმიის გენერალ-მაიორის და ყანღარლუს ატამანის წოდებები.
 
==სახანოს გაუქმება==