მარტინ ლუთერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 149.3.10.197 ცვლილებების გაუქმება (№2978823)
ხაზი 70:
სხვადასხვა ინფორმაცია არსებობს იმის შესახებ, თუ რატომ წავიდა მარტინ ლუთერი მონასტერში. ლუთერის ცხოვრების ერთ-ერთი მოვლენა რომელზეც არ არის საკმარისი ინფორმაცია, არის [[1505]] წლის [[2 ივლისი]]: ზაფხულის არდადეგების შემდეგ მატინი ბრუნდებოდა მშობლებიდან ერფურტში, მას სოფელ შტოტერნხაიმში მოუსწრო ძლიერმა ჭექა-ქუხილმა, შეშინებულმა წარმოთქვა: „მიშველე წმინდაო ანა და მე გავხდები ბერი“. ამის გამო ლუთერი თავის ნაშრომში „ბერის ყოფა“ წერდა კიდეც, რომ ის საკუთარი სურვილით არ გამხდარა ბერი, საშინელებამ და აგონიამ ის აიძულა ეს ნაბიჯი გადაედგა. მარტინმა გაყიდა თავის წიგნების დიდი ნაწილი და [[1505]] წლის [[17 ივლისი|ივლისს]] წავიდა.
 
ლუთერი გაწევრიანდა „ავგუსტინის ორდენში“. ეს ორდენი [[XV საუკუნე]]ში ორიათასამდე ადამიანს ითვლიდა. მისი წესდება [[1504]] წელს შექმნა იოჰან ფონ შტაუფიცის ორდენის ქორეპისკოპოსმა, რომელიც შემდგომში ლუთერის მოძღვარი გახდა. მარტინ ლუთერი ბერად [[1506]] წელს აღიკვეცა და [[1507]] წლის [[მაისი|მაისში]] თავისი პირველი მესა ჩაატარა. ამასობაში კი ჰანს ლუთერი ეგუებოდა მისი შვილის გადაწყვეტილებას. მარტინს საშუალება მიეცა მამას დალაპარაკებოდა.
 
[[1508]] წელს ლუთერმა დაიწყო [[ვიტენბერგი]]ს უნივერსიტეტში მასწავლებლად მუშაობა, ეს ქალაქი ძალიან განსხვავდებოდა ერფურტისაგან, მიუხედავად ამისა უნივერსიტეტი მაინც ვითარდებოდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მარტინ_ლუთერი“-დან