საჩხერე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 74:
 
საჩხერის ჩრდილოეთით დგას XVIII საუკუნის 30-იან წლებში [[პაპუნა წერეთელი|პაპუნა წერეთლის]] მიერ აშენებული ციხე სიმაგრე [[მოდინახე]], იგივე მოდიმნახე. გადმოცემის თანახმად თავად პაპუნა წერეთელს მოუსურვებია დიდი ფეოდალის, დავით აბაშიძის ქალის შერთვა, მაგრამ აბაშიძეს უარით გამოუსტუმრებია, მიზეზად კი ის დაუსახელებია, რომ მას ციხე არ ჰქონდა. ამის შემდეგ პაპუნა წერეთელს ციხე აუშენებია და სასიმამროსთვის შეუთვლია “მოდი ნახეო.” სხვადასხვა დროს ეკუთვნოდა ფალავანდიშვილების და [[წერეთლები]]ს ფეოდალურ საგვარეულოებს. XIX საუკუნეში მოდინახეს ციხემ დაკარგა სტრატეგიული მნიშვნელობა. მოდინახე ცნობილი [[არქეოლოგია|არქეოლოგიური]] ძეგლიცაა. აქ გაითხარა 3 ნამოსახლარი, მოპოვებულია მრავალფეროვანი სამეთუნეო ნაწარმი, ბრინჯაოს იარაღი და სამკაული, ოქროსა და ვერცხლის ნივთი, კოლხური და რომაული მონეტა.
 
მნიშვნელოვან ისტორიულ ძეგლს წარმოადგენს აგრეთვე ჯრუჭის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი, რომელიც რაჭის ქედის სამხრეთ ფერდობზე, მდინარე ჯრუჭულის ხეობაში მდებარეობს და X საუკუნეშია დაარსებული.
 
საჩხერიდან 10 კილომეტრით დაშორებულია [[ეხვევი]], X საუკუნის ერთნავიანი ეკლესია.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/საჩხერე“-დან