აბესალომ და ეთერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
- "Abesalom_da_Eteri2.jpg". ფაილი წაიშალა Commons-იდან მომხმარებელ Hedwig in Washington-ს მიერ. მიზეზი: Copyright violation, see [[:c:Commons
ხაზი 14:
 
უნდა ითქვას, რომ პრემიერის სრულყოფილ წარმატებას საგრძნობლად შეუშალა ხელი სასცენო ტექნიკის დაბალმა დონემ. მეტისმეტად გაჭიანურებულმა ანტრაქტებმა, ოპერის, დრამატურგიულად გაუმართლებელი მუსიკალური სცენებით გადატვირთვამ გამოიწვია სპექტაკლის უჩვეულო, ყურადღების მომქანცველი გაჭიანურება. “აბესალომ და ეთერის” პირველი ვარიანტი 5 მოქმედებისა და 6 სურათისგან შედგებოდა. ოპერა საღამოს 8 საათზე დაიწყო და ღამის 2 საათამდე გასტანა.
 
[[File:Abesalom da Eteri2.jpg|right|thumb|270px]]
კომპოზიტორმა გარკვეული კრიტიკული შენიშვნაც დაიმსახურა. ფალიაშვილმა გაითვალისწინა შენიშვნები და ოპერა ერთი მოქმედებით შემოკლდა. საბოლოოდ ოპერამ “აბესალომ და ეთერი” ქართული საზოგადოების უზარმაზარი მხარდაჭერა ჰპოვა. დიდი ქართველი რეჟისორი [[კოტე მარჯანიშვილი]] ამ ოპერის დადგმასთან დაკავშირებით წერდა: “დიდი დღესასწაულია! დღესასწაული ნამდვილი ხელოვნებისა! დღესასწაული კულტურული გამარჯვებისა!სარკმელია ევროპისკენ! გასაოცარი ლეგენდაა, სამშობლო ქვეყნის ჰანგებით მოსევდიანებული, ევროპული ოსტატობით შემუშავებული”. ხოლო ცნობილი ქართველი მსახიობი მარიამ საფაროვა-აბაშიძე კომპოზიტორის მოღვაწეობის 30 წლისთავთან დაკავშირებით წერდა – “აბესალომი” უნდა განასახიერებდეს საქართველოს უკვდავ სულს, რომელშიც ტანჯვა და სიხარული ერთმანეთში გადახლართულა, ვით სიმბოლო აზრისა და მშვენიერებისა”. თავად კომპოზიტორს ოპერაზე მუშაობისას არაერთხელ უთქვამს – “მე პრეტენზიები არა მაქვს, რათა ჩემზე სთქვან ოპერა დასწერაო. ჩემი მუშაობის აზრია – მე ვიძლევი მასალას, ვკრებ და ვაყალიბებ მას, გამოვიტან საზოგადოებაში, შემდეგ, ალბათ გამოჩნდება ვინმე უფრო ნიჭიერი და ოპერას დასწერს”.