არტაშესიანთა დინასტია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 29:
 
== დაცემა ==
[[რომის იმპერია|რომაელთა]] ჩარევამ [[ანატოლია|მცირე აზიის]] საქმეებში ტიგრანის[[ტიგრან II]]-ის იმპერია დასასრულამდე მიიყვანა. ტიგრანი რომის მტრის, [[პონტოს სამეფო|პონტოს]] მეფის, [[მითრიდატე VI ევპატორი]]ს მოკავშირე იყო. ძვ. წ. 69 წელს, [[მესამე მითრიდატული ომი]]ს მსვლელობისას, რომაელთა არმია [[ლუკულუსი]]ს მეთაურობით შეიჭრა სომხეთში და [[ტიგრანაკერტი|ტიგრანაკერტთან]] გამართულ ბრძოლაში დაამარცხა ტიგრანი. ძვ. წ. 66 წელს, ლუკულუსის მემკვიდრე [[პომპეუს დიდი|პომპეუსმა]] საბოლოოდ აიძულა ტიგრანი დანებებოდა. პომპეუსმა სომხეთი მის ძველ საზღვრებამდე შეამცირა, თუმცა ტიგრანს უფლება მისცა რომის მოკავშირის სტატუსით ტახტი შეენარჩუნებინა. ამიერიდან, სომხეთი იქცა ბუფერულ ქვეყნად ორ დაპირისპირებულ იმპერიას, [[რომის იმპერია|რომსა]] და [[პართია]]ს შორის.
 
ტიგრანის მემკვიდრე [[არტავაზდ II]]-მ შეინარჩუნა რომთან ალიანსი. მან რომაელ გენერალ [[მარკუს ლიცინიუს კრასუსი|მარკუს ლიცინიუს კრასუსს]] პართიის წინააღმდეგ კამპანიაში სასარგებლო რჩევა მისცა, თუმცა კამპანია საბოლოოდ მარცხით დამთავრდა და კარრაჰის ბრძოლაში კრასუსმა საშინელი მარცხი განიცადა. როდესაც [[მარკუს ანტონიუსი]] რომის იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციების მმართველი გახდა, არტავაზდის ერთგულებაში ეჭვი შეიტანა, რადგანაც ამ უკანასკნელმა თავისი და პართიის ტახტის მემკვიდრეს მიათხოვა. ძვ. წ. 35 წელს ანტონიუსი სომხეთში შეიჭრა, არტავაზდი დაატყვევა და ეგვიპტეში გადაასახლა, სადაც, მოგვიანებით მოკლეს კიდეც. ანტონიუსმა სომხეთის ტახტზე მისი და [[კლეოპატრა VII|კლეოპატრას]] ექვსი წლის ვაჟი, [[ალექსანდრე ჰელიოსი]] დასვა, თუმცა არტავაზდის შვილმა [[არტაშეს II]]-მ პართიის დახმარებით ტახტის დაბრუნება შეძლო და რომაული გარნიზონებიც ამოჟლიტა, თუმცა ათწლიანი მმართველობის შემდეგ იგი მოკლეს. ქვეყანა პრო-რომაულ და პრო-პართიულ ძალებს შორის არსებულ სამოქალაქო ომში აღმოჩნდა ჩათრეული, სანამ საბოლოოდ არ დამყარდა რომის პროტექტორატი იმპერატორ [[ოქტავიანე ავგუსტუსი|ავგუსტუსის]] დროს. არტაშესიანთა დინასტია აგონიის შემდეგ დაემხო [[არშაკუნიანები]]ს, როგორც მათი უდავო მემკვიდრეების გამოჩენამდე დიდი ხნით ადრე.