არტაშესიანთა დინასტია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 27:
 
სტრაბონისა და [[პლუტარქე]]ს მიხედვით, არტაშესმა, ასევე, დააარსა სომხეთის დედაქალაქი არტაშატი კართაგენელი გენერლის, [[ჰანიბალი]]ს დახმარებით, რომელიც რომაელების თავდასაცავად არტაშატის სასამართლოს აფარებდა თავს. წინანდელი, [[ერვანდუნები|ერვანდუნების დინასტიის]] დედაქალაქის [[ერვანდაშატი]]ს მოსახლეობა არტაშატში გადაასახლეს. თანამედროვე სომხეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილია არტაშესის დროინდელი 12-ზე მეტი ქვის სასაზღვრო ნიშანი არამეული წარწერებით, რომლებიც აღმოჩენამდე [[მოვსეს ხორენაცი]]ს მიერ იყო დამოწმებული. ამ წარწერებში არტაშესი თავს [[ერვანდუნები]]ს შთამომავლად აცხადებს: ''მეფე არტაშესი, ერვანდუნი ზარიადრესის ძე''.
 
== დაცემა ==
[[რომის იმპერია|რომაელთა]] ჩარევამ [[ანატოლია|მცირე აზიის]] საქმეებში ტიგრანის იმპერია დასასრულამდე მიიყვანა. ტიგრანი რომის მტრის, [[პონტოს სამეფო|პონტოს]] მეფის, [[მითრიდატე VI ევპატორი]]ს მოკავშირე იყო. ძვ. წ. 69 წელს, [[მესამე მითრიდატული ომი]]ს მსვლელობისას, რომაელთა არმია [[ლუკულუსი]]ს მეთაურობით შეიჭრა სომხეთში და [[ტიგრანაკერტი|ტიგრანაკერტთან]] გამართულ ბრძოლაში დაამარცხა ტიგრანი. ძვ. წ. 66 წელს, ლუკულუსის მემკვიდრე [[პომპეუს დიდი|პომპეუსმა]] საბოლოოდ აიძულა ტიგრანი დანებებოდა. პომპეუსმა სომხეთი მის ძველ საზღვრებამდე შეამცირა, თუმცა ტიგრანს უფლება მისცა რომის მოკავშირის სტატუსით ტახტი შეენარჩუნებინა. ამიერიდან, სომხეთი იქცა ბუფერულ ქვეყნად ორ დაპირისპირებულ იმპერიას, [[რომის იმპერია|რომსა]] და [[პართია]]ს შორის.
 
== არტაშესიანთა დინასტიის მეფეები ==