ზურაბ არაგვის ერისთავი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ზურაბ არაგვის ერისთავი''' (გ. [[1631]]) — ქართლის დიდი თავადი. [[1625]] წელს, ირანის წინააღმდეგ აჯანყების დროს, მხარში ედგა [[გიორგი სააკაძე]]ს (ზურაბ არაგვის ერისთავის და რუსუდანი გიორგი სააკაძის მეუღლე იყო). შემდეგში, როდესაც სააკაძესა და [[თეიმურაზ I]]-ს შორის შუღლი ჩამოვარდა, ზურაბ არაგვის ერისთავი თეიმურაზს მიემხრო. მას სურდა კახეთში თეიმურაზ I-ის, ხოლო ქართლში [[სიმონ II]]-ის გამეფება, რათა ორივე მისი მორჩილი ყოფილიყო. თეიმურაზ I-მა მის წინააღმდეგ ბრძოლის ფარული ხერხი აირჩია — 1631 წელს ზურაბს სიმონ II მოაკვლევინა, შემდეგ თავის გასამართლებლად და ურჩი თავადის მოსაშორებლად არაგვის ერისთავს თავი მოჰკვეთა და შაჰს გაუგზავნა. ზურაბ არაგვის ერისთავი ცნობილი იყო სისასტიკით, განსაკუთრებით სძულდათ მთიელებს, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს მას მკვლელობაში.
 
ხევსურეთში ჯერ კიდევ მწარედ ახსოვთ ზურაბ არაგვის ერისთავის ხევსურეთში გალაშქრება, რომლის შესახებ გალექსილი ეპიზოდები და ხევსურეთის გმირული თავგადასავალი დღემდის შემონახულია.
 
ზურაბს ხევსურეთისაკენ პირველად [[ორწყალი (ფშავ-ხევსურეთი)|ორწყლით]] გაულაშქრია, სადაც ფშავ-ხევსურეთის არაგვი ერთდგება:
 
{{ციტირება|ფშავის ორწყალში ჩავიდათ,
 
მანდ ომი მოგვიხდებისა,
 
მანდ მოვლენ ფშავნი, ხევსურნი,
 
ზურაბიც მაშავდებისა.}}
 
ზურაბს აქ ფშაველები შებრძოლებიან და ის ამ გზით ხევსურეთში ვერ შესულან. მაშინ ზურაბის ლაშქარს [[მთიულეთი]]თ შემოუვლია, [[გუდამაყარი|გუდამაყრის ხეობით]] გადასულა ხევსურეთში [[ლიქოკის ხეობა]]ში შეჭრილა:
 
{{ციტირება|ერისთავ შაჰყრის ლაშქარსა,
 
კანჭის ქედს დაგროვდებისა,
 
ლსახევსურეთოდ ჰგულავის,
 
არაგვძე შამადგებისა.
 
აკუშოს წინ-წინ მივიდა,
 
ხმა ლოქოკს გავარდებისა.}}
 
ლოქიკის ვიწრო და მაგარი ხეობა ზურაბს დიდხანს ვერ გაუტეხია და ლოქოკელებსაც ამ ბრძოლაში გულადობა და ვაჟკაცობა გამოუჩენიათ:
 
{{ციტირება|იანვარ წოწკოლაური,
 
მშვილდ დალზე გეზიდებისა,
 
ელიზბარ ფოცხვერიშვილი
 
„ხმალ, გაჭერ!“ გეუბნებისა.
 
ერისთვის აზნაურებსა
 
ყორბებ პწკლით ეპიზოდებისა!
 
 
გიხოცავთ აზნაურები
 
დაბლა, აკუშოს წყალობზედა,
 
უხიდოდ არ გაივალის,
 
მაგ სისხლის ალაზანზედა!}}
 
ხალხური თქმულებით ზურაბს ლიქოკის ხეობა დიდხანს ვერ გაუტეხია. მაშინ გაბრაზებულ ზურაბს განუზრახავს ლიქოკელების სალოცავზე „ხმალა ხატზე“ მდგარი ალვის ხის მოჭრა, რომ ამით ლიქოკელებზე შური ეძია. ეს ხმალა ხატი ყოფილა ლიქოკის ხეობის მისავალში ბარისახოს ბაკეზე. ალვის ხეს მირონი სდიოდაო და ამით ხალხს ნათლავდნენ. ზურაბის ლაშქარს ხე ვერ მოუჭრია, რადგან ყოველ ცულის დარტყმაზე ხე უფრო მაგრდებოდაო. მაშინ ერთ ღულელ არიშაულს ზურაბისათვის უსწავლებია, ალვის ხეს კატის სისხლი წაუსვით და მაშინვე წაიქცევაო.
 
ზურაბიც ასე მოქცეულა და ალვის ხეც მოუჭრიათ. ამის შემდეგ ლიქოკის ხეობას ადგილის ანგელოზი განშორდა და ზურაბმაც ახალიწელიწად დღეს ლიქოკის ხეობაც აიღოო. მხოლოდ სოფ. [[აკუშო]] ზურაბს მაინც ვერ გაუტეხია:
 
{{ციტირება|...სომეხასა მინდოდას წინ ვერვინ დაუდგებისა...
 
აკუშოს რად მოხვიდოდი, ზურაბ, არ იყავ ჭკვიანი,
 
ახლო მოხკიდავ ქუდნისლა, საძახებელა ტიალი,
 
მოგდიეს ვანხევამდია, მშვილნი მოგჭედეს რქიანნი,
 
მოგდევდეს, მოგაწუხებდეს, ხმალნი მოგწკეპდეს ფხიანნი.}}
 
ზურაბს ხევსურეთის დასაპყრობად მესამედაც გაულშქრია. იგი ხევსურეთში ხევის გზით გადასულა და სოფ. როშკაში შეჭრილა:
 
{{ციტირება|როშკას ატირეს ციხენი,
 
ბლოს სახლნი ქვისთკირისა;
 
როშკი ხორხს ზურაბს ჩამოჯდა,
 
შუქნ ჩამოუშვან მზიანი.}}
 
ზურაბის ეს გამოლაშქრება მოულოდნელი ყოფილა და ხევსურებს მასთან პირდაპირ შებრძოლება ვერ გაუბედნიათ. ხევსურებს ზურაბისათვის ელჩები მიუგზავნიათ, შერიგება უთხოვიათ და ბეგარაც შეუძლევიათ:
 
{{ციტირება|სანეს დაგროდეს ხევსურნი:
 
პატრონი ვართ ადგილისანი,
 
ზურაბო, დაჯე, დაგვეხსენ,
 
ნარჩომნ ვართ შენის ხმლისანი,
 
თორემ ჩვენც შამოგეცდებით,
 
ხოჯეგნ კარს გვიდგან ღვთისანი,
 
მოგვლენ მთასიქეთელნი,
 
ნაპირის ადგილისანი.}}
 
მაგრამ ზურაბი ბეგარის შეძლებით არ დაკმაყოფილებულა და ხევსურეთისათვის ყმობა მოუთხოვია. ხევსურებს ყმობა არ მიუღიათ და გუდანის-ჯვრის ბრძანებით ზურაბზე გაულაშქრიათ. ბრძოლა მომხდარა სოფ. გუდანათან, ბეგენთ-გორთან, სადაც დიდი გმირობა გამოუჩენია ხევსურ მამუკა ქალანდაურს:
 
{{ციტირება|თან მოჰყვეს ქალანდაურსა
 
მამუკას შუქნი მზისანი,
 
ბეგენ-გორს ჩამოეწია,
 
ჯარნი ჭრნა ზურაბისანი.}}
 
ამ ბრძოლაში ზურაბი დამარცხებულა, მისი ლაშქარი განახევრებულა და დახოცილთა სისხლით ღულის წყალი წითლად შეღებილა:
 
{{ციტირება|გულის ძირს წისქვილნ დაბრუნდეს
 
ზურაბის სისხლის წყლისანი.}}
 
ამ გამარჯვების აღსანიშნავად ქალანდაურს ბეგენთ-გორში სამანი ჩაუდგამს :
 
{{ციტირება|ამამდით ამაბრუნდების,
 
სამანნ ჩაჰყუნდა, ქვილანი,
 
«ამას ვინც გადამიცილდას, —
 
ცოდვან ახკიდნა ხმლისანი; —
 
ვაჟ ვინაც იყვას, ესრე ქნას,
 
გუდანს ვინც ლახნა ქვისანი».}}
 
ამ ბეგენთ-გორში დგეს ერთი დიდი ლოდი დევს, რომლის ქვეშ, ხალხური თქმულებით, თვით [[მამუკა ქალანდაური]] ასაფლავია. ეს ადგილი წმინდა ადგილად ითვლება. აქ ცხენოსანი ხევსური ჩამოხტება და ფეხით გაივლის. ზოგი ამ ლოდზე სანთელსაც ანთებს და ლოცულობს.
 
ხალხური თქმულებით, ზურაბი ხევსურეთში ლაშქრობით რომ ვერას გამხდარა, მას ღალატისთვის მიუმართავს და ამ მიზნით ხევსურეთის თავკაცები [[თრუსო]]ში დაუბარებია, ვითომც საქმეზე მოსალაპარაკებლად. ზურაბმა ხევსურები ნადიმზე მოიწვია და დანდობით მათ იარაღი აახსნევინა.
 
{{ციტირება|ხმლებს ნუ დაიხსნით, ხევსურნო ზურაბ არ დაინდობაო.}}
 
მაგრამ ცბიერ ზურაბს სტუმარ-მასპინძლობის ეს ადათი დაურღვევია და უიარაღო ხევსურები ნადიმზე ვერაგულად დაუხოციაო. გადარჩენილა მხოლოდ ერთი ხევსური ალექსაური, რომელსაც ზურაბის მეღვინე მოუკლავს და გამოქცეულა. ამ ამბავს ხალხი დღესაც სიმწარით იგონებს:
 
{{ციტირება|ზურაბო ერისთვისშვილო,
 
სისხლისიმც დაგლევს წყალია!
 
თრუსოს აწიენ ხევსურნი,
 
ღალატიც დასჭერ თავია<ref>ა. შანიძე, „ხალხური პოეზია“, 1, ხევსურული, სახელგამი, 1913 წ., გვ. 6-9, ლექსი 18,19</ref>.}}
 
ამგვარად, თემობრივი ხევსურეთის ეს ბრძოლა მებატონე ზურაბის დამარცხებით დამთავრდა; თავის გამარჯვება ხალხს ასე გაულექსია:
 
{{ციტირება|ხევსურეთშია, ზურაბო,
 
ვერ იქამ ერისთობასა,
 
გაგიწვრილდება კისერი,
 
ვერ შესძლებ ქვეითობასა...
 
 
მე წინა გითხარ, ზურაბო,
 
ხევსური კაცი უტია,
 
ქალანდაურის ფრანგულმა
 
ხმალ შუქი გამოუტია<ref>ნ. ურბნელი, „ისტორიული კვალი სახალხო პოეზიისა, ზურაბ არაგვის ერისთავი“, (გაზ. ივერია, 1888 წ., №238, 241</ref>.}}
 
მაგრამ ძლიერი ზურაბი ხევსურეთისათვის მაინც საშიშროებას წარმოადგენდა და, როდესაც [[1629]] წელს [[თეიმურაზ I]]-მა ზურაბ ერისთავი ღალატით მოაკვლევინა, ამას მთაში დიდი სიხარული გამოუწვევია; ეს ამბავი ხალხს ასე გაულექსია :
 
{{ციტირება|ზურაბ, თან გახლდენ მსახურნი, ერთხან რო დაიბადეო,
 
გაითქვი ისპანანდენა, ყეენთან გაუზარდეო.
 
სადაც წასხი ლაშქარი, სულ ყველგან გაიმარჯვეო,
 
აშენებულა ოვსეთი, ხარ-ცხენი ამოლალეო,
 
წაგიქეს სოსლონის შვილი, წახვედ, ეგიცა ნახეო,
 
სოსლონის შვილის ლურჯაი სიმამრსა გაუგზავნეო.
 
ზურაბ გიბარებს სიმამრი: სიძევ, საფურცხლეს ვნახე,
 
ღალატ ჩემ გაგიბედავის, ღალატი ჩემიც ნახეო.
 
მოართვეს ხილი საჭმელად: სიძევ, შეექეც ხილსაო,
 
თავს გადგან მეღალატენი, მომსხდარნ ხყვან ყურის პირსაო .
 
ღალათ შეუწყვა ზყრაბმა, აჩქარდა, ზურნას ხსნისაო.
 
თუშთ მოურავის ხანჯალმა, ზურაბ გიწვდინა ცრუსაო.
 
ხმლითა სცა ყვაჩიხარჩიძემ: „დაჰკარით კახპის შვილსაო!“
 
ბარამს უბოძე, ბატინო ზურაბის ცხენი საღარი.
 
ტყავ-კაბა-საგანისშვილისა, ზედ ორაღანი.
 
კაცი წალალეთ ხევსურეთ, ფშავ-ხევსურეთის ჩაფარი;
 
უთხროდით ხევსურთ შვილებსა, ტანთ აიყარა აბჯარი.
 
დაწვან ლოგინზე უშიშრად, ძილ დაიძინონ მაგარი.
 
მოკლეს ზურაბი საბურცლეს, აღარ მოგივათ ლაშქარი.}}
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|4|544|აკოფაშვილი გ.}}
* ს. მაკალათია, „ხევსურეთი“
* საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.
 
==სქოლიო==
{{სქოლიო}}
 
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1631]]