არტაშესიანთა დინასტია: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{subst:L}} {{სამეფო დინასტია | დინასტიის გვარი = არტაშესიანები<br />Արտա...
(განსხვავება არ არის)

11:47, 2 ოქტომბერი 2015-ის ვერსია

{{subst:ET|თარგის გამოყენების შეცდომა! ეს თარგი გამოიყენება subst-ის მეშვეობით. პრობლემის აღმოსაფხვრელად ჩაანაცვლეთ თარგი {{მუშავდება}} თარგით {{subst:მუშავდება}}.}}{{მუშავდება/ძირი|[[სპეციალური:Contributions/{{subst:REVISIONUSER}}|{{subst:REVISIONUSER}}]].|{{subst:CURRENTDAY}}|{{subst:CURRENTMONTH}}|{{subst:CURRENTYEAR}}}}

არტაშესიანები
Արտաշեսյաններ
ქვეყანა დიდი სომხეთი
დამაარსებელი არტაშეს I
უკანასკნელი მმართველი ერატო
დაარსდა ძვ. წ. 190
ტახტიდან ჩამოგდება ახ. წ. 12

არტაშესიანები, ასევე, არტაშესიდები (სომხ. Արտաշեսյաններ) — სომხეთის სამეფო დინასტია, რომელიც ქვეყანას მართავდა ძვ. წ. 189 წლიდან ახ. წ. 12 წელს რომაელთა მიერ მის დამხობამდე. დინასტიის მმართველობის ქვეშ იყო დიდი სომხეთი, სოფენე და ზედიზედ მცირე სომხეთი და მესოპოტამიის ნაწილები. არტაშესიანთა დინასტიის მთავარი მტრები იყვნენ რომაელები, სელევკიდები და პართიელები, რომელთა წინააღმდეგაც სომხეთს მრავალი ომის წარმოება უწევდა. აღნიშნულ პერიოდში სომხეთი ელინიზმის მნიშვნელოვან გავლენას განიცდიდა.

ისტორიული ფონი

ბერძენი გეოგრაფი სტრაბონის მიხედვით, არტაშესი და ზარეჰი სელევკიდების სახელმწიფოს სატრაპები იყვნენ, რომლებიც, შესაბამისად, მართავდნენ დიდი სომხეთისა და სოფენეს პროვინციებს. ძვ. წ. 190 წელს მაგნეზიის ბრძოლაში სელევკიდთა დამარცხების შემდეგ, მათ დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. არტაშესი (სომხურად: Արտաշես) სომხეთის პირველი მეფე გახდა არტაშესიანთა დინასტიიდან. ზოგიერთი სომეხი მეცნიერი თვლის, რომ არტაშესი და ზარეჰი არა უცხოელი, არამედ წინა, ერვანდუნთა დინასტიასთან დაკავშირებული ადგილობრივი ფიგურები იყვნენ, რაზეც უნდა მეტყველებდეს მათი ირანულ-სომხური (და არა ბერძნული) სახელები.[1]

ენციკლოპედია ირანიკის მიხედვით, არტაშესიანთა დინასტია ამჟამად მიჩნეულია შტოდ მისი წინამორბედი ერვანდუნების დინასტიისა, რომელიც დამტკიცებული ირანული წარმოშობის იყო და სომხეთს სულ ცოტა ძვ. წ. V საუკუნიდან განაგებდა.[2]

სქოლიო

  1. ჰოვანისიანი გვ.47-48
  2. ენციკლოპედია ირანიკა. ტიგრან II.