ანანური (დუშეთის მუნიციპალიტეტი): განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
}}
 
'''ანანური''' — სოფელი [[საქართველო]]ში, [[მცხეთა-მთიანეთის მხარე|მცხეთა-მთიანეთის მხარის]] [[დუშეთის მუნიციპალიტეტი|დუშეთის მუნიციპალიტეტში]]. თემის[[ანანურის თემი]]ს ცენტრი (სოფლები: ანანური, [[ავენისი]], [[ბანცურთკარი]], [[დგნალი]], [[ზოტიკიანთკარი]], [[თანდილაანთკარი]], [[კადოეთი]], [[პავლეური]], [[უფურეთი]], [[ფხუნდავი]], [[შალიკიანთკარი]], [[ციხისძირი (დუშეთის მუნიციპალიტეტი)|ციხისძირი]]).
 
მდებარეობს მდინარე [[არაგვი]]ს მარჯვენა ნაპირზე, [[საქართველოს სამხედრო გზა]]ზე. ზღვის დონიდან 900 მ., [[თბილისი]]დან 66კმ., [[დუშეთი]]დან 23 კმ. [[2002|2002 წლის]] აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 508 კაცი.
 
ანანურს ხელსაყრელი გეოგრაფიული და სტრატეგიული მდებარეობა ჰქონდა. აქ თავს იყრიდა ჩრდილოეთიდან [[თერგი]]სა და [[არაგვი]]ს ხეობებით, ხოლო სამხრეთიდან [[შიდა ქართლი]]დან მომავალი მთავარი გზები. სოფელი უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული. [[არაგვის საერისთავო]]ს შექმნის შემდეგ ანანური ამ საერისთავოში შედიოდა. აქ იყო არაგვის ერისთავთა მთავარი [[ანანურის ციხე|ციხე]]. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების შესუსტების პერიოდში (XVII-XVIII საუკუნეებში) არაგვის ერისთავებმა განსაკუთრებულ ძლიერებას მიაღწიეს. ამ პერიოდს განეკუთვნება ანანურის ციხის გამაგრება და გაძლიერებაც. [[1743]] წელს მეფე [[თეიმურაზ II]]-მ საერისთავო გააუქმა და ანანური მეფის ხელისუფლებას დაუქვემდებარა. [[1786]] წელს ანანური დაღესტნის ხანმა [[ომარ-ხანი|ომარმა]] ააოხრა. ამ დროს იგი მცირე „ქალაქი იყო“ იყო და იქ 100 კომლი ცხოვრობდა.
გვიან შუა საუკუნეებში ანანური მნიშვნელოვან ციხე-ქალაქს წარმოადგენდა; იყო [[არაგვის საერისთავო]]ს, XVIII ს. მიწურულს — საუფლისწულოს ცენტრი. [[რუსეთის იმპერია|რუსეთის იმპერიის]] მიერ [[ქართლ-კახეთის სამეფო]]ს ანექსიის შემდეგ, 1803-1821 წწ. იყო [[ანანურის მაზრა|ანანურის მაზრის]] ცენტრი. სოფლის განაპირას შემორჩენილია საერო, სამხედრო და საკულტო ნაგებობების კომპლექსი — [[ანანურის ციხე]].
 
სავაჭრო გზების გასაყარზე მდებარეობამ განაპირობა ანანურში ვაჭრობის განვითარება. აქ სამეფო საბაჟოც ყოფილა. განვითარებული იყო მეჭურჭლეობა, მაუდის წარმოება. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში აქ იყო სამეფო სამღებრო. [[1802]] წლის 6 აპრილს მიტროპოლიტი იოანე ანანურში შეეგება [[წმინდა ნინოს ჯვარი|წმ. ნინოს ჯვარს]], რომელიც [[ვახტანგ VI]]-ს ჰქონდა წაღებული რუსეთში და მეფე [[ალექსანდრე I (რუსეთი)|ალექსანდრე I]]-მა დაუბრუნა [[საქართველო]]ს.
 
[[1803]]-[[1821]] წლებში ანანური [[ანანურის მაზრა|სამაზრო]] ცენტრი იყო. [[ცარიზმი]]ს კოლონიური პოლიტიკის მთელი სიმძიმე საქართველოს სამხედრო გზის პირას მცხოვრებ მოსახლეობას დააწვა. [[ერევანი|ერევანზე]] სალაშქროდ წამოსულმა გენერალმა [[პავლე ციციანოვი|ციციანოვმა]] [[1804]] წელს ჯარი ჩაუყენა მოსახლეობას და [[სტეფანწმინდა]]-ანანურის გზის მონაკვეთი იძულებით გაასუფთავებინა. შრომის მძიმე პირობების გამო 23 კაცი დაიღუპა, რასაც მოჰყვა მაზრის აჯანყება. [[1812]] წელს კახეთის გლეხთა აჯანყებას ანანურის გლეხობაც შეუერთდა, რის გამოც რუსმა კოლონიზატორებმა ანაური გადაწვეს.
 
==სქოლიო==