ლესბოსელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Sappho and Erinna in a Garden at Mytilene.jpg|მინი|მარჯვნივ|300პქ]]
 
'''ლესბოსელობა''' — ქალური [[ჰომოსექსუალობა|ჰომოსექსუალურობა]]. ჰომოსექსუალურ ქალს ''ლესბოსელს'' უწოდებენ. ტერმინი მომდინარეობს ბერძნულ კუნძულ [[ლესბოსი]]ს სახელწოდებიდან, სადაც დაიბადა პოეტი [[საფო]]. მისი ლექსები ითვლებოდა ქალთა შორის ერთსქესობრივი სიყვარულისადმი მიძღვნად. თუმცა, სხვადასხვა წყაროს მიხედვით საფოს ურთიერთობა მამაკაცებთანაც ჰქონდა. არსებობს მონაცემები [[სპარტა]]ში გავრცელებული ლესბოსური ურთიერთობების შესახებ. [[პლუტარქე]] აღნიშნავდა, რომ „მათ მიერ სიყვარულს იმდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება, რომ გოგონები იქცევიან კეთილშობილი ოჯახების ქალბატონების ეროტიულ პარტნიორებად“.<ref>[http://ccat.sas.upenn.edu/bmcr/1999/1999-05-01.html Bryn Mawr Classical Review 1999.05.01]</ref>
ცნება [[ ლესბოსელი ]] დამკვიდრდა 20 საუკუნეში.
 
ხაზი 29:
ისტორია ხშირად თანამედროვე იდეოლოგიების დახმარებით ანალიზდება; [[ძველი საბერძნეთი]] სწორედ მმართველი კლასის დახმარებით გახდა ხელახლა პოპულარული მე-19 საუკუნეში, [[გაერთიანებული სამეფო|ბრიტანეთში]]. მათ სოციალურ პრიორიტეტებზე დაყრდნობით, ბრიტანელი მეცნიერები ძველ საბერძნეთს განიხილავდნენ, როგორც დასავლურ, თეთრ და მამაკაცურ საზოგადოებას, სადაც ქალის ისტორიული მნიშვნელობა არსებითად ამოღებული იყო. საბერძნეთში ქალები ერთმანეთისგან განცალკევებულები იყვნენ, ისევე, როგორც მამაკაცები ერთმანეთისგან. ამ [[ჰომოსოციალურ]] გარემოში ეროტიული და [[სექსუალური]] კავშირები მამაკაცებს შორის გავრცელებული იყო და ასახვას ჰპოვებდა [[ლიტერატურა|ლიტერატურაში]], [[ხელოვნება|ხელოვნებასა]] და [[ფილოსოფია|ფილოსოფიაში]] თუმცა ქალებს შორის [[ჰომოსექსუალური]] კავშირების შესახებ თითქმის არაფერია ნახსენები. არსებობს ვარაუდი, რომ იგივე ურთიერთობა არსებობდა ქალებსა და გოგონებს შორის. პოეტი ალკმანი იყენებდა ტერმინს: aitis, რაც პედერასტიულ ურთიერთობებში ქალ მონაწილეს აღნიშნავდა. [[არისტოფანე]] პლატონის სიმპოზიუმში იხსენიებს „ქალებს, რომლებსაც სხვა ქალები უყვართ“, მაგრამ ის იყენებს ტერმინ trapesthai [[ეროსი|ეროსის]] ნაცვლად, რომელიც სხვა ეროტიულ კავშირებს აღნიშნავდა მამაკაცებსა და სხვა მამაკაცებს და ასევე ქალებს შორის.
 
მთელი ისტორიის მანძილზე, ქალის [[ჰომოსექსუალობა]] ისე ნეგატიურად არ იყო აღქმული, როგორც მამაკაცებისა. მაშინ, როცა [[სქესობრივი]] კავშირი მამაკაცებსა და სხვა მამაკაცებს და მამაკაცებსა და ცხოველებს შორის და ასევე [[ადიულტერი]] სოდომის მომაკვდინებელ ცოდვად ითვლებოდა და სიკვდილით ისჯებოდა [[გაერთიანებული სამეფო|ბრიტანეთში]], ქალებს შორის სქესობრივ ურთიერთკავშირს არ აღიარებდნენ და არც იხსენიებდნენ სამედიცინო და სამართლებრივ ტექსტებში. ყველაზე უფრო ადრეული კანონი ქალთა ჰომოსექსუალობის წინააღმდეგ [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] გამოჩნდა 1270 წელს. [[ესპანეთი|ესპანეთში]], [[იტალია|იტალიასა]] და [[საღვთო რომის იმპერია|საღვთო რომის იმპერიაში]], ქალთა შორის სქესობრივი კავშირი არაბუნებრივად ითვლებოდა და მასში ეჭვმიტანილებს წვავდნენ თუმცა ასეთი შემთხვევების შესახებ ჩანაწერები მხოლოდ რამდენიმეა.
 
ადრეული მსგავსი სასჯელის შემთხვევა [[გერმანია|გერმანიაში]] მოხდა 1477 წელს. მონაზვნებს მიესაჯათ 40 დღიანი [[ეფიტემია]], რადგან ისინი შემჩნეულ იქნენ ერთმანეთთან [[სქესი|სქესობრივი]] კავშირის დამყარებაში. იტალიელი მონაზონი, სახელად ბენედეტა კარლინი მის ბევრ სულიერ დას აცდუნებდა, როცა თავისივე თქმით, მას შეიპყრობდა ხოლმე ღვთაებრივი სული , სახელად “Splenditello. ბოლოს, იმისათვის, რომ მისთვის სხვა ქალებთან ურთიერთობა აეკრძალათ, იგი 40 წლით კარცერში განათავსეს სიცოცხლის ბოლომდე. ქალთა [[ჰომოეროტიზმი]] იმდენად გავრცელებული იყო ინგლისურ ლიტერატურასა და თეატრში, რომ ისტორიკოსები თვლიან, რომ ეს მოდურიც იყო [[რენესანსი|რენესანსის]] პერიოდში.
 
[[ფემინიზმი|ფემინისტი]] მწერლის ნაომი მაქკორმიკის მიხედვით, ქალის [[სექსუალობა]]ს მამაკაცების საზოგადოება ქმნის , რომელთა მთავარი [[ინდიკატორი]] ლესბოსური სექსუალური ორიენტაციისა მათი სექსუალური აქტივობაა სხვა ქალებთან თუმცა ჰეტეროსექსუალ ქალებთან მიმართებაში იგივე ინდიკატორი საჭიროდ არ მიიჩნევა, რომ ქალი ჰეტეროსექსუალად იქნეს აღქმული. მაქკორმიკი აცხადებს, რომ [[ემოცია|ემოციური]], [[მენტალური]], [[იდეოლოგია|იდეოლოგიური]] კავშირი ქალებს შორის ისეთივე მნიშვნელოვანია და ხანდახან უფრო მნიშვნელოვანიც კი, ვიდრე [[სქესი|სქესობრივი]] კავშირი. ამისდამიუხედავად, 1980-იანებში, ჩამოყალიბდა მნიშვნელოვანი მოძრაობა , რომელიც ლესბოსელობის დესექსუალიზაციას უარყოფდა და რამაც მწვავე დაპირისპირება გამოიწვია, რასაც [[ფემინიზმი|ფემინისტური]] სექს ომები ეწოდა.
 
მკვლევარები, მათ შორის [[სოციოლოგია|სოციოლოგი]] მეცნიერები აცხადებენ, რომ ხშირად ქცევა და [[იდენტობა]] ერთმანეთს არ ემთხვევა : ქალების გარკვეულმა ნაწილმა შესაძლოა საკუთარ თავს [[ჰეტეროსექსუალი]] უწოდოს, მაგრამ [[სექსუალური]] ურთიერთობა ჰქონდეთ სხვა ქალებთან , თვით-იდენტიფიცირებულ ლესბოსელებს შესაძლოა მამაკაცებთან ჰქონდეთ [[სექსი]] ან შესაძლოა, რომ ქალებმა დროთა განმავლობაში აღმოაჩინონ, რომ ის, რასაც ისინი უცვლელ სექსუალურ იდენტობად თვლიდნენ, დროთა განმავლობაში შეიცვალა.
 
მიუხედავად იმისა, რომ ქალთა შორის ჰომოსექსუალობის ფაქტებს კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე ჰქონდა ადგილი, ერთსქესიან პარტნიორებს შორის ოჯახების ჩამოყალიბება ბოლოდროინდელი მოვლენაა. 1970-იანებამდე, ეს იდეა ბევრი ადამიანისთვის უცნობი იყო. ბოლო ათი წლის მანძილზე ერთსქესიანი წყვილებისთვის შექმნილმა მზარდა შესაძლებლობებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს [[პოლიტიკა|პოლიტიკური]] ლანდშაფტის ჩამოყალიბებაში.
 
 
== სქოლიო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლესბოსელი“-დან