ფერნანდო მაგელანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
'''ფერნანდო მაგელანი''', ''ფერნანდ მაგალიაინში'' ({{lang-pt|Fernão de Magalhães}}, {{lang-es|Fernando ან Hernando de Magallanes}}; დ. [[გაზაფხული]] [[1480]], [[ტრაზ-უჟ-მონტიში და ალტუ-დორუ|ტრაზ-უჟ-მონტიში]], [[პორტუგალია|პორტუგალიის სამეფო]] — გ. [[27 აპრილი]], [[1521]], კ. [[მაქტანი]], [[ფილიპინები]]) — [[პორტუგალიელები|პორტუგალიელი]] მეზღვაური-მკვლევარი, რომლის მეთაურობით მოხერხდა პირველი წარმატებული მოგზაურობა დედამიწის ირგვლივ. მაგელანს თავად მოგზაურობის დასრულებამ ვერ მოუწია; სასიკვდილოდ დაიჭრა მაქტანის ბრძოლაში [[ფილიპინები|ფილიპინებზე]]. თუმცა ის გარდაიცვალა [[მოლუკის კუნძულები]]ს დასავლეთით და შესაბამისად ითვლება, რომ პირველი ადამიანი იყო, რომელმაც დედამიწის ყველა განედი გადაჭრა. [[ევროპა|ევროპიდან]] [[აზია]]ში დასავლეთის მიმართულებით მიმავალმა ექსპედიციამ მისი მეთაურობით პირველმა გადაჭრა [[წყნარი ოკეანე]], რომელიც ნაოსნობის პერიოდში იმდენად მშვიდი იყო, რომ მას წყნარი შეარქვა.
 
[[1519]] წლის 20 სექტემბერს, ხუთი ხომალდი: „ტრინიდადი“, „სან-ანტონიოსი“, „სანტიაგო“, „კონსეფსიონი“ და „ვიქტორია“ სან-პახულიანოს უბეში შევიდნენ. სამი ხომალდის - „ვიქტორიას“, „კონსეფსიონის“ და „სან-ანტონიოსის“ კაპიტნებს უცნობ მიწაზე დაზამთრების შეეშინდათ და აჯანყდნენ. მაგელანმა „ვიქტორიასა“ და „კონსეფსიონის“ კაპიტნები სიკვდილით დასაჯა, ხოლო „სანტიაგოს“ კაპიტანი და მღვდელი უდაბურ ნაპირზე გადასვა. გემი „სანტიაგო“ კლდეზე დაიმსხვრა, ერთიერთ ხომალდზე არსებული მეზღვაურები , კი აჯანყდნენ რადგან მათ საჭმელი გამოელითგამოელიათ და გაიპარნენ.
 
1520 წელს მეზღვაურებმა აღმოაჩინეს წყნარ ოკეანში გასასვლელი ვიწრო და დაკლაკნილი [[სრუტე]], რომელსაც შემდგომში [[მაგელანის სრუტე]] ეწოდა.ექსპედიციამ შემოუარა [[სამხრეთი ამერიკა|სამხრეთ ამერიკას]] და გავიდა „უცნობ დიდ ზღვაში“, რომელსაც წყნარი ოკეანე უწოდეს.1521 წელს ექსპედიციამ მარიანას და [[ფილიპინები|ფილიპინის]] კუნძულებს მიაღწია. [[სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია|სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის]] ნაპირებთან მდებარე კუნძულ მაკ-ტანთან ფერნანდო მაგელანი შინა ომში ჩაება და დაიღუპა.