ელისაბედ II: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{მუშავდება|1=[[სპეციალური:Contributions/Jafara777|Jafara777]]|2=2015 წლის 28 სექტემბერი}}
{{მმართველი
|თანამდებობა = დედოფალი
[[ფაილი:Personal flag of Queen Elizabeth II.svg|200px|მინი|left|ელისაბედ II-ის პირადი დროშა]]
მისი სამეფო უდიდებულესობა დედოფალი '''ელისაბედ II უინძორი''' ({{lang-en|Queen Elisabeth II, Elizabeth Alexandra Mary Windsor}}; დ. [[21 აპრილი]], [[1926]], [[ლონდონი]]) — [[დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო]]ს მმართველი დედოფალი და სახელმწიფოს მეთაური, ტახტზე ავიდა [[1952]] წლის [[6 თებერვალი|6 თებერვალს]], გვირგვინი დაიდგა [[1953]] წლის [[2 ივნისი|2 ივნისს]]. ასევე თანამეგობრობის 15 სახელმწიფოს მეთაური ([[ავსტრალია]], [[ანტიგუა და ბარბუდა]], [[ბაჰამები]], [[ბარბადოსი]], [[ბელიზი]], [[გრენადა]], [[კანადა]], [[ახალი ზელანდია]], [[პაპუა-ახალი გვინეა]], [[სენტ-ვინსენტი და გრენადინები]], [[სენტ-კიტსი და ნევისი]], [[სენტ-ლუსია]], [[სოლომონის კუნძულები]], [[ტუვალუ]], [[იამაიკა]]), [[ანგლიკანიზმი|ანგლიკანური ეკლესიის]] მეთაური, შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი და [[კუნძული მენი]]ს ლორდი.
 
ელისაბედი დაიბადა [[1926]] წლის [[6 თებერვალი|6 თებერვალი]], [[ჯორჯ VI|იორკის ჰერცოგ ჯორჯისა]] და მისი მეუღლის, ელისაბედის ოჯახში. განთლება მიიღო სასახლეში. მამამისი ტახტზე ავიდა [[1937]] წელს, ხოლო მისი მემკვიდრე სწორედ ელისაბედი იყო. [[1947]] წელს ელისაბედი დაწორწინდა [[ფილიპე, ედინბურგის ჰერცოგი|ჰერცოგ ფილიპეზე]] და მისგან ჰყავს ოთხი შვილი: [[ჩარლზი (უელსის პრინცი)|ჩარლზი]], ანა, [[ენდრიუ (იორკის ჰერცოგი)|ენდრიუ]] და [[ედუარდი (უესექსის ერლი)|ედუარდი]].
 
== ადრეული წლები ==
ელისაბედი [[1926]] წელს დაიბადა. იგი მოინათლა [[ბაკინგემის სასახლე]]ში და იორკის არქიეპისკოპოსმა უწოდა მას დედის სახელი. თავდაპირველად, ელისაბედს უჭირდა საკუთარი სახელის წარმოთქმა და საკუთარ თავს ლილიბეთს ეძახდა, სწორედ ამიტომ შეარქვა მას მამამისმა ეს ზედმეტსახელი.<ref>[http://genia.ge/?p=23972 ელისაბედ II "ეპიზოდი"]</ref> ელისაბედმა განათლება სასახლეში თავის უმცროს და მარგარეტთან ერთად მიიღო.
 
ელისაბედი თავდაპირველად არ მოიაზრებოდა ტახტის მემკვიდრედ. მისი ბიძია, უელსის პრინცი [[ედუარდ VIII|ედუარდი]] ახალგაზრდა იყო და სწორედ მას ეკუთვნოდა ტახტი, მაგრამ [[ჯორჯ V]]-ის გარდაცვალების შემდეგ ედუარდმა უარი თქვა ტახტზე და იგი ელისაბედის მამა [[ჯორჯ VI]]-მ დაიკავა, ხოლო ელისაბედი ტახტის პირველი მემკვიდრე გახდა.
 
[[მეორე მსოფლიო ომი]]ს პერიოდში ელისაბედი [[შოტლანდია]]ში იმყოფებოდა, მაგრამ [[ლონდონი|ლონდონში]] დაბრუნდა. როცა შეტევა [[ლონდონი|ლონდონზე]] მიიტანეს, მეფემ და მისმა ოჯახმა უარი განაცხადა, რომ [[კანადა]]ში გამგზავრებულიყო.
 
[[1940]] წელს, 13 წლის ასაკში, რადიოს საშუალებით ელისაბედმა პირველად მიმართა ხალხს ოფიციალურად. მან განაცხადა, რომ ყველა ყველაფერს აკეთებდა, რათა ომი კეთილად დამთავრებულიყო.
 
ელისაბედი მართლაც ყველაფერს აკეთებდა. იგი ცდილობდა ხალხის გამხნევებას, ის უარს არ ამბობდა ემუშავა მუშად და მექანიკოსადაც კი. ის, რომ პრინცესაც ჩართული იყო საქმის მოგვარებაში, ხალხს მეტი სტიმული ეძლეოდა. [[1945]] წელს, ომის დამთავრების შემდეგ, ელისაბედი ლონდონელებთან ერთად აღნიშნავდა ფაშიზმზე გამარჯვებას.
 
ელისაბედი დიდი ხნის განმავლობაში იცნობდა თავის მომავალ მეუღლეს. მათი სიყვარული მაშინ დაიწყო, როცა ისინი მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს. მაშინ ელისაბედი სულ რაღაც 13 წლის იყო. ფილიპემ და ელისაბედმა ერთმანეთთან მიწერ-მოწერა დაიწყეს. [[1947]] წლის [[20 ნოემბერი|20 ნოემბერს]] ფილიპე და ელისაბედი დაქორწინდნენ.
 
[[1952]] წლის [[6 თებერვალი|6 თებერვალს]], როცა ფილიპე და ელისაბედი ვიზიტით [[კენია]]ში იმყოფებოდნენ [[ჯორჯ VI]] გარდაიცვალა. ელისაბედი დაბრუნდა ლონდონში, მაგრამ უკვე დედოფლის და არა პრინცესას სტატუსით.
 
== რესურსები ინტერნეტში ==
 
{{Commonscat|Elizabeth II of the United Kingdom}}
 
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
 
{{გაერთიანებული სამეფოს მონარქები}}