ქალდეელები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 29:
 
ასურელთა დასუსტების შემდეგ ძვ. წ. VIII ს. [[ური]]ს ქალაქებში ჩნდებიან პირველი ქალდეველები (აქედან მოდის ბიბლიური გამოთქმა "ქალდეველთა ური" [[წიგნი დაბადებისა|დაბადება 11:28]]) - [[ნიფური|ნიფურში]], [[ქიში|ქიშში]], [[კუფა]] და [[სიფარი|სიფარში]]. ამ ქალაქებს ჰქონდათ გაერთიანების ტენდენცია. ბიტ-იაკინის ტომის ბელადს უკვე აქვს ტიტული ქალდეველთა მეფე. [[ულულაი]]ს სიკვდილის შემდეგ ასურეთის მბრძანებლობა იკისრა ქალდეველთა მეფე მარდუქ-აპლა-იდინმა. [[ელამი]]ს მეფე [[ხუმბანიგაშა]]ზე დაყრდნობით, მან ისარგებლა [[სარგონ II]]-ის გართულებებით [[სირია]]სა და [[სომხეთი|სომხეთში]] და დაეუფლა ბაბილონს. მართავდა 12 წლის განმავლობაში (ძვ. წ.721-710 წ.წ.) სახელწოდებით [[მარდუქ-აპლა-იდინ II]]. ის ცდილობდა ასირიის წინააღმდეგ დიდი [[კოალიცია|კოალიციის]] შექმნას და ამ მიზნით მან მაცნეები გაგზავნა [[იუდეა|იუდეის]] მეფე [[ეზეკიელი|ეზეკილთან]]. მაგრამ ბაბილონის მცხოვრებთათვის ძალიან მძიმე ტვირთი იყო ქალდეველი მეფის ანტიასურული პოლიტიკა, რის გამოც ხალხი უკმაყოფილებას გამოხატავდა. ამიტომ ისინი ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ (ძვ. წ. 710 წ.) ქალაქში შემოსულ [[სარდურ II]]-ს მიეგებნენ, როგორც გამნათავისუფლებელს. მარდუქ-აპლა-იდინი გაიქცა ელამში. სარგონ II-ის სიკვდილის შემდეგ ძვ.წ. 710 წელს მან კვლავ დაიბრუნა [[ბაბილონი]]ს ტახტი, ამჯერად, მხოლოდ 9 თვით. ის დაამარცხეს [[ქიში|ქიშთან]] ასირიელებმა და კვლავ გაიქცა ელამში. ქალდეები განდევნილ იქნენ შუა [[მესოპოტამია|მესოპოტამიიდან]]. მარდუქ-აპლა-იდინის ახალ პოლიტიკას - კვლავ დაეპყრო ბაბილონი, შედეგი არ მოჰყოლია. ის კვლავ იქნა განადგურებული. ამჯერად, თანამოაზრეებთან ერთად გაიქცა ზღვისპირეთში (ძველი [[შუმერი]]), იქიდან კი [[ელამი|ელამში]]. შურისძიების მიზნით ასურეთის მეფე [[სენაქერიბი|სენაქერიბმა]] სპეციალურად შექმნა ფლოტი [[სპარსეთის ყურე]]ში. მან გაანადგურა [[ელამი]]ს სანაპირო, სადაც ქალდეველ ბატონს მცირე სამფლობელოები ჰქონდა. თუმცა ასირიელთა ექსპედიის დროს დატყვევებულთა შორის არ აღმოჩნდა მარდუქ-აპლა-იდინი: ვარაუდობენ, რომ ასირიელთა თავდასხმამდე რამდენიმე თვით ადრე, ის გარდაიცვალა თავისი ბუნებრივი სიკვდილით.
 
ამავე დროს, ქალდეველთა მეფე მუშეზიბ-მარდუქმა დაიპყრო [[ბაბილონი]] და შევიდა [[ელამი]]ს ქვეშევრდომობაში ვასალიტეტის პრინციპით. მოკავშირეები ებრძოდნენ [[სენაქერიბი]]ს არმიას . ძვ.წ. 692 წელს ისინი ერთმანეთს შეხვდნენ ჰალულასთან, მდინარე [[ტიგროსი]]ს სანაპიროზე. სისხლისმღვრელმა ბრძოლამ არცერთ მხარეს არ მოუტანა გამარჯვება, მაგრამ ელამის მეფის - ხუმპანიმენას მოულოდნელმა სიკვდილმა საქმეს სხვა მიმართულება მისცა. [[ასარქადონი]]ს გამეფებიდან მალევე, ბაბილონი იქნა აღებული და განადგურებული. ასარქადონს ურთიერთობა ჰქონდა [[ასურეთი]]ს მეფისნაცვალთან ქალაქ [[ური|ურში]] - მეროდაქს-ბალადანის ვაჟთან ნაბუ-ზირუ-კინიშ-ლიშირთან, რომელიც ურჩობისათვის განდევნილ და მოკლულ იქნა ელამში. მისმა ძმამ - ნაიდ-მარდუქმა ნებაყოფლობით აღიარა ასარქადონის ქვეშევრდომობა. ის ცნეს ბიტ-იაკინის მთავრად და ვასალად. ძვ.წ. 677 წელს აჯანყდა ბიტ-დაკურის ბელადი - შამაშ-იბნი, მაგრამ შეიპყრეს და შეცვალეს ერთგული მოხელით, ნაბუ-შალიმით.
 
=== ახალბაბილონური სამეფოები ===
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქალდეელები“-დან