სათავისთაო საკუთრება: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(კატეგორიის ჩამატება ქართული ტერმინები (HotCat-ის გამოყენებით))
'''სათავისთაო საკუთრება''', ტერმინი, რომლითაც ქართულ ისტორიოგრაფიაში აღინიშნება [[სახლი (გვარი)|სახლის]] წევრის ინდივიდუალური, პირადი გარჯილობითა და სახსრებით მონაგარი, მომეტებულად ნასყიდი, „თავისი უცილობელი“ ქონება, განსაკუთრებით ყმა-მამული. ინდივიდუალური, კერძო საკუთრება ჯერ კიდევ IV-V საუკუნეებში გაჩნდა. სათავისო ქონება ადრევე (VI-VIII საუკუნეები) [[მამული (ქონება)|მამულის]] გვერდით „მონაგებად“ იხსენიება; ამ ინსტიტუტმა უძველეს ქართულ სამართლებრივ წიგნში - [[ბაგრატ კურაპალატის სამართალი|ბაგრატ კურაპალატის სამართალში]] - საკანონმდებლო აღიარებაც პოვა. სათავისთაო საკუთრებას პატრონი თავისუფლად, სახლის სხვა წევრების უკითხავად, განკარგავდა. ეს ქონება საკუთრების უფრო პროგრესული ფორმა იყო, იგი თანდათან ხელს უწყობდა ფეოდალური სახლის საერთო მეურნეობის რღვევას და ინტენსიური მეურნეობის განვითარებას.
 
==ლიტერატურა==