სულხან-საბა ორბელიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებლის 31.146.70.139 ცვლილებების გაუქმება (№2972297)
ხაზი 43:
ორბელიანის განმანათლებლური მოღვაწეობა, მწერლობის აღორძინებასთან ერთად, მიზნად ისახავდა [[მეცნიერება|სამეცნიერო დარგების]] განვითარებას. ენციკლოპედიურ ელემენტებს შეიცავს მისი „ქართული ლექსიკონი“ („სიტყვის კონა“, [[1685]]-[[1716]]), რომელიც გამოირჩევა იმ დროისათვის მოწინავე მეთოდოლოგიით, უმდიდრესი ფაქტობრივი მასალის მოხშობით; მასში ასახულია ქართული სალიტერატურო ენის, კერძოდ, [[ლექსიკა|ლექსიკის]] განვითარების ძირითადი ეტაპები. ორბელიანი არ იფარგლებოდა მწიგნობრული ენით და ლექსიკონში გაბედულად შემოჰქონდა ცოცხალი, სასაუბრო მეტყველებაში დადასტურებული ენობრივი ფაქტები.
 
ორბელიანის ორიგინალური თხზულებისაგან გამორჩეულია იგავ-არაკთა კრებული „[[სიბრძნე სიცრუისა]]“ („წიგნი სიბრძე სიცრუისა“, [[1686]]-[[1695]]). მსოფლიოში გავრცელებული ამ ტიპის კრებულებისაგან განსხვავებით, [[ფაბულა]] აქ ბევრად უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს(როგორც რომეო)
, სიმკვრივეს ანიჭებს თხზულებას, [[იგავ-არაკი|იგავ-არაკთა]] მკაცრ ჩარჩოში აქცევს და ძირითადი იდეური მიზანდასახულობის გამოკვეთას ემსახურება. ავტორმა მიმართა ცალკეული იგავ-არაკებისათვის მოარული სიუჟეტების დასესხების გზას, ზოგი სიუჟეტი ეროვნულ [[ფოლკლორი]]დან გამოიყენა, რიგი იგავ-არაკებისა თვითონვე შეთხზა. მთელი მასალა შეზავებულია ეროვნული იუმორითა და კოლორიტით, გამდიდრებულია მხატვრულად ზუსტი დეტალებით. თხზულებაში სრულად იჩენს თავს ავტორის განმანათლებლური იდეალები. იგავ-არაკების ფორმით გაშლილი სიუჟეტი თავს იყრის სწავლა-აღზრდის საკითხების გარშემო. ორბელიანი ქადაგებს აღზრდის დემოკრატიულ პრინციპებს. მის საფუძვლად შრომასა და როგორც გონებრივ, ისე ფიზიკურ გაწვრთნილებას მიიჩნევს; აკრიტიკებს ცხოვრების მანკიერ მხარეებს, ზნეობრივ და სულიერ დაცემულობას. ამ დროს იგი, სამეფო კარიდან მოკიდებული, არც ერთი ფენის წარმომადგენელს არ ინდობს. მისი მამხილებელი სიტყვა ხშირად სატირიკოსის სიმძაფრეს აღწევს. [[ჰუმანიზმი]], მეგობრობის მაღალი ოდეალები, [[ადამიანი]]ს პირად ღირსებათა პატივისცემა მსჭვალავს მთელს თხზულებას. ნაწარმოებს გასდევს ღრმა ეროვნული სულისკვეთება, ზრუნვა იმ კონკრეტილ საკითხების მოგვარებაზე, რაც ხელს უშლიდა იმდროინდელ [[საქართველო]]ს თავი დაეღწია პოლიტიკური თუ სოციალური უკუღმართობისაგან. ავტორი თავს არიდებს მშრალ მორალისტიკას, მიმზიდველად მოთხრობილ ამბებში ბუნებრივად აქსოვს ამა თუ იმ ბრძნულ აზრს, შეგონებას.
[[ფაილი:Bolnisi, Sulkhan Saba Orbeliani monument.JPG|მინიატიურა|მარცხნივ|სულხან-საბას ძეგლი [[ბოლნისი|ბოლნისში]]]]