საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაცია''' — [[კარტოგრაფია|კარტოგრაფთა]] საერთაშორისო გაერთიანება. დაარსდა 1959 წლის 9 ივნისს შვეიცარიის ქალაქ [[1961ბერნი|ბერნში]]. პირველი გენერალური ასამბლეა ჩატარდა 1961 წელს [[პარიზი|პარიზში]]. შედის 55 ქვეყანა (1983 წლის მონაცემებით). დღიდან დაარსებისა საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციამ ყურადღება გაამახვილა 3 პრობლემაზე: კარტოგრაფიული განათლება, ტერმინოლოგია და ავტომატიზავია კარტოგრაფიაში. საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის მიზანია კარტოგრაფიული კვლევის კოორდინაცია მსოფლიო მასშტაბით, საერთაშორისო კონფერენციებისა და სიმპოზიუმების, კარტოგრაფიულ ნაწარმოებთა და კარტოგრაფიული ტექნიკის გამოფენათა მოწყობა. კონფერენციები ტარდება ყოველ 2 წელიწადში. მასალები ქვეყნდება კრებულში „International Yearbook of Cartography“ (L., 1961-იდან). საერთაშორისო კარტოგრაფიული ასოციაციის უმაღლესი ორგანოა გენერალური ასამბლეა, რომელიც იკრიბება 4 წელიწადში ერთხელ. ასამბლებს შორის მუშაობას ხელმძღვანელობს აღმასრულებელი კომიტეტი.
 
==ლიტერატურა==