ქალდეელები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 43:
== ქალდეველი ხალხი ==
 
აღმოსავლეთ-სემიტური ტომების - [[აქადელები]]ს, [[ასურელები]]ს, [[ბაბილონელები]]საგან განსხვავებით, რომელთა წინაპრები [[მესოპოტამია]]ში უკვე ძვ.წ. XXX-E საუკუნიდან არიან ცნობილი ამ მიწაზე, ქალდეველები არ იყვნენ მესოპოტამიის ადგილობრივი მკვიდრნი. ისინი აქ მხოლოდ ძვ.წ. X-IX საუკუნეების მიჯნაზე მოვიდნენ როგორც მიგრანტები დასავლეთ-სემიტური ტომებიდან. ისინი მესოპოტამიის ცივილიზაციის და ისტორიის 3000 წლიან მანძილზე არანაირ როლს არ თამაშობდნენ. ეს ხალხი არ უნდა აგვერიოს, თანამედროვე ქალდეველებში, რომლებიც ცხოვრობენ ჩრდილოეთ [[ერაყი]]ს ტერიტორიაზე და ითვლებიან თანამედროვე [[ასირიელები|ასირიელებად]]. ძველი ქალდეველები გამოჩნდნენ დაახლოებით ძვ.წ. 940 - 860 წ.წ. ეს იყო [[ბაბილონი]]ს დასუსტების პერიოდი, როდესაც ბაბილონელ მეფეთა მცდელობები ნახევრადმესაქონლე ტომების ქვეყნის საზღვრებში შემოჭრის წინააღმდეგ მიზანს ვერ აღწევდა.
 
მიუხედავად იმისა, რომ, ქალდეველები მიეკუთვნებიან დასავლეთ-სემიტური ტომების იმავე ეთნიკური ჯგუფს, რომელსაც ბაბილონში უფრო ადრე მოსული ასირიელები, ასურეთის მეფე [[სენაქერიბი]] თავის წარწერებში აღნიშნავს მათი ეთნიკური განსხვავებულობის შესახებ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქალდეელები“-დან