აპენდიციტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 32:
 
==ნიშნები და სიმპტომები==
[[File:Stomach colon rectum diagram-ka.svg.png|thumb|აპენდიქსი საჭმლის მომნელებელი სისტემაში]]
თავდაპირველად, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ხოლო შემდეგ ცხელება მწვავე აპენდიციტის კლასიკური სიმპტომებია. როგორც კი აპენდიქსი მეტად სივდება და ანთებითი ხდება, აღიზიანებს მიმდებარე მუცლის კედელს. ეს იწვევს მუცლის მარჯვენა ქვედა მეოთხედში ტკივილს, რომელიც სამ წლამდე ბავშვებში შეიძლება არ გამოვლინდეს. მუცლის კედელი პალპაციით შესაძლოა ძალიან მგრძნობიარე გახდეს. ასევე თუ ინფექცია პერიტონიუმამდე გავრცელდა, დამახასიათებელია „რიკოშეტული ტკივილი“, ექიმის მიერ მტკივან ადგილის შემდეგ ხელის სწრაფად მოშორება, ტკივილს წამით აძლიერებს<ref name="აპენდიციტი"/>. აპენდიქსს აქვს ჯორჯალი, რომლითაც ის მუცლის ღრუს სხვა სტრუქტურებს ემაგრება. თუ ჯორჯალი ზედმეტად გრძელია, შესაძლოა აპენდიქსმა მდებარეობა შეიცვალოს. ზოგჯერ თავად ჭიაყელა ნაწლავიც ჩვეულებრივზე გრძელია. ასეთ შემთხვევებში აპენდიქსი ზოგჯერ მენჯის ღრუში აღმოჩნდება და იქ მდებარე ორგანოების პათოლოგიის ნიშნებს იწვევს ან კოლინჯს მოექცევა უკან, რაც დიაგნოსტიკას ძალიან ართულებს. თუ აპენდიქსი ლოკალიზებულია რეტროცეკალურად (ბრმა ნაწლავის უკან), მაშინ გარეგანი ზეწოლა მარჯვენა ქვედა კვადრანტზე ტკივილს არ იწვევს („ჩუმი აპენდიქსი“). ეს იმიტომ, რომ ბრმა ნაწლავი გავსებულია გაზებით და იცავს აპენდიქსს ზეწოლისგან.
 
== სქოლიო ==
{{სქოლიო}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/აპენდიციტი“-დან