ქალდეელები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 28:
ბიტ-ამუკანის ბელადმა უკინ-სირმა დაიპყრო [[ბაბილონი]] და სამი წელი ბატონობდა იქ, სანამ [[ასურეთი]]ს მეფე [[ტიგლატფალასარ III]]-მ ალყაში არ მოაქცია [[არამეელები|არამეველთა]] დედაქალაქი [[დამასკო]]. ამ უკანასკნელის დაპყრობის შემდეგ ასურეთის მეფე გაემართა ქალდეველთა წინააღმდეგ, კონკრეტულად, ბიტ-შილინის მმართველის ნაბუშაბშის წინააღმდეგ, რომელიც თავისი ქალაქის კედლებთან ჩამოახრჩობინა. ასე, თანმიმდევრობით ტიგლატფალასარმა დაიმორჩილა ქალდეველთა ყველა ტომი და [[ბაბილონის სამეფო]] გვირგვინი დაიდგა თავზე. მან თავის თავს ახალი სახელი [[პულუ]] უწოდა. იგივე გააკეთა მოგვიანებით მისმა მემკვიდრე [[სალმანასარ V]]-მ, რომელმაც სახელად [[ულულაი]] დაირქვა.
 
=== არაბაბილონურიახალბაბილონური სამეფოები ===
ძვ. წ. 625 წელს ბაბილონში მეფობს [[ნაბოპალასარი]]. ის იყო ახალბაბილონური (ქალდეური) დინასტიის დამაარსებელი.
 
ნაბოფალასარმა ძვ. წ. 616 წ. აიღო ქალაქი [[ურუქი]]. შემდეგ [[მიდია|მიდიელთა]] დახმარებით დაიპყრო [[ასურეთი]]ს ძველი დედაქალაქი [[აშური]]. ძვ.წ. 612 წ. ნაბოფალასარი გაერთიანდა [[სკვითები|სკვითებთან]] და [[მიდია|მიდიელებთან]] და ასევე, აიღო ასურეთის მეორე დედაქალაქი [[ნინევია]].
 
[[ ქალდეველთა დინასტია|ქალდეების დინასტია]] რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ედგა სათავეში ახალბაბილონურ სახელმწიფოს, რომლის საზღვრები კიდევ უფრო გააფართოვა მეფე [[ნაბუქოდონოსორი|ნაბუქოდონოსორმა]] [[იუდეის სამეფო]]ს დაპყრობით და ძველ მსოფლიოში უკანასკნელად დააარსა დიდი სემიტური [[მონარქია]]. ბიბლიაში ნაბუქოდონოსორი მოხსენიებულია, როგორც "ქალდეველთა მეფე" (2 პარ. 36:17) . მისი შიდაპოლიტიკა მიმართული იყო ქალაქთა აღმშენებლობაზე, სიწმინდეების აღდგენაზე, სარწყავი სისტემის მოწესრიგებაზე, მოსახლეობის ცალკეულ ნაწილებს შორის ანტაგონიზმის გამოვლინების აღკვეთაზე. ჯერ კიდევ ძვ.წ. ბაბილონელი ისტორიკოსი [[ბეროსე ბაბილონელი|ბეროსე]] უწოდებდა ნაბუქოდონოსორს "ქალდეველთა და ბაბილონელთა მეფეს" .
 
მიუხედავად ამისა, [[ქალდეველთა დინასტია]]მ დიდხანს ვერ შეძლო არსებობა. უკანასკნელი "ბაბილონელი" დიდი მეფე იყო ნაბონიდი (ძვ. წ. 556 —539 წ.წ.).
 
== ქალდეველი ხალხი ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ქალდეელები“-დან