თენგიზ ვერულავა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:თენგიზ ვერულავა.jpg|მინი|თენგიზ ვერულავა]]
'''თენგიზ ვერულავა''' (დ. [[11 იანვარი]], [[1966]], [[მარტვილის რაიონი]], სოფელი [[სერგიეთი]]) — [[ქართველები|ქართველი]] ექიმი, ჯანდაცვის ეკონომისტი, მწერალი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი [[2005]], პროფესორი [[2005]]
== ბიოგრაფია ==
 
თენგიზ ნოდარის ძე ვერულავა დაიბადა 1966 წ. 11 იანვარს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში. საშუალო სკოლა დაამთავრა [[სენაკში]].
[[1990]] წელს დაამთავრა [[თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი]], [[1997]] წელს - იორკის უნივერსიტეტი ([[დიდი ბრიტანეთი]]), [[2000]] წელს - [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] ეკონომიკურიეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი. [[1998]] წელს გაიარა სტაჟირება [[მაგდებურგი]]ს სამედიცინო დაზღვევის კომპანიაში ([[გერმანია]]); [[2000]] წელს - სამედიცინო დახმარების ხარისხის მართვის, ჯანდაცვის დაფინანსების, ხარჯების შეკავებისა და ბიუჯეტირების კურსი ([[უტრეხტი]] [[ნიდერლანდები]]); 2007-2008 წლებში - ჯანდაცვის ეკონომიკისა და დაზღვევის, ფინანსური სტრატეგიის, რისკის მენეჯმენტის, მართული ჯანდაცვის კურსები (სკრენტონის უნივერსიტეტი. [[აშშ]]); [[2011]] წელს - ანდერაითინგის კურსი (ჯანდაცვის სისტემის განმტკიცების პროექტი. USAID)
 
სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, 1990-1996 წლებში მუშაობდა [[სენაკი]]ს ბავშვთა საავადმყოფოს ექიმად, [[სენაკი]]ს რაიონული საავადმყოფოს ექიმ-რეანიმატოლოგად; 1996-2007 წლებში - სამედიცინო დაზღვევის სახელმწიფო კომპანიის [[სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე|სამეგრელო-ზემო სვანეთის]] ფილიალის უფროსი; სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეგრელო-ზემო სვანეთის ფილიალის უფროსი; [[საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო]]ს ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების სააგენტოს მრჩეველი; 2007-2009 წლებში - სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს პენიტენციალურ სისტემაში ჯანდაცვის რეფორმირების პროექტის მთავარი კოორდინატორი; "ავერსის დაზღვევის" სადაზღვევო პროდუქტების შექმნისა და გადაზღვევის სამსახურის უფროსი; [[2015]] წლიდან აკად. გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ხარისხის მართვის დეპარტამენტის უფროსი.
 
[[20051999]] წლიდან ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას;. [[2003]] წელს გამოაქვეყნა ჯანდაცვის ეკონომიკის პირველი საუნივერსიტეტო სახელმძღვანელო. 2005-2011 წლებში [[საქართველოს უნივერსიტეტი]]ს ჯანდაცვის ეკონომიკის და დაზღვევის კათედრის უფროსი, სრული პროფესორი; 2011-2012 წლებში [[ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, [[ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; [[2013]] წლიდან [[ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს ჯანდაცვისა და დაზღვევის სკოლის დირექტორი, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების „ჯანდაცვის პოლიტიკა და მენეჯმენტი“ და „სადაზღვევო საქმე“ ხელმძღვანელი; 2010-2012 წლებში საქართველოს ახალი ეკონომიკური სკოლის სამეცნიერო ჟურნალის „თავისუფლების ბიბლიოთეკა” მთავარი რედაქტორი, [[2015]] წლიდან სამეცნიერო რეფერირებადი ჟურნალის "ჯანდაცვის პოლიტიკა და დაზღვევა" რედაქტორი.
 
გამოცემული აქვს წიგნები: "ჯანდაცვის სისტემის თავისებურებები ნიდერლანდებში" ([[2000]]), "ჯანდაცვის სისტემა ირანის ისლამურ რესპუბლიკაში" ([[2000]]), "Health care system in Georgia" ([[2001]]), "ჯანდაცვის ეკონომიკა" ([[2003]]), "ჯანდაცვის ეკონომიკა და დაზღვევა ([[2009]]). გამოქვეყნებული აქვს 70-მდე სამეცნიერო ნაშრომი როგორც ქართულ ასევე საერთაშორისო რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალებში. არის ჯანდაცვის ეკონომისტთა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრი.
Line 30 ⟶ 31:
{{DEFAULTSORT:ვერულავა, თენგიზ}}
 
[[კატეგორია:დაბადებულიქართველი 1966ეკონომისტები]]
[[კატეგორია:ქართველი ექიმები]]
[[კატეგორია:ქართველი მწერლები]]
[[კატეგორია:დაბადებული 1966]]