სამხრეთ კორეის ჰიმნი: განსხვავება გადახედვებს შორის

===წარმოშობა===
1890 წლიდან, კორეის მმართველმა [[ჩოსონის დინასტია|ჩოსონის დინასტიამ]] სხვა ქვეყნებთან დაიწყო კონტაქტის დამყარება. ამ ქვეყნებს შორის იყო [[ამერიკის შეერთებული შტატები]], [[გაერთიანებული სამეფო]] და [[რუსეთი]]. ამ პერიოდიდან იწყება ქვეყანაში პატრიოტული სიმღერების - „აეგუკგების“ შექმნა. მაგალითისათვის, [[1896]] წლის ნაშრომებს მიეკუთვნება აეგუკგები პილ-გუნის, ჰან-მიუნგ პირველისა და ლიი-იანგ მუს შესრულებით. 1896 წლის 21 ნოემბერში, კორეული სკოლის „პაეჯაეს“ სწავლულებმა, დამოუკიდებლობის სამეფო დღესასწაულზე შეასრულეს „აეგუკგას“ ერთ-ერთი ვერსია. შესრულებული სიმღერა განსხვავდებოდა 1898 წელს იმპერატორის დაბადების დღეზე შესრულებული და ერთ-ერთ ღონისძიებაზე, სამხედრო აკადემიის მიერ შესრულებული „აეგუკგისაგან“.
[[1900]] წელს კორეის იმპერიაში დაწერილი ერთ-ერთ წიგნში მოცემული იყო კორეის იმპერიის ჰიმნი, მას ეწოდებოდა „კორეის იმპერიის აეგუკგა“. ჰიმნის ავტორად მიიჩნევენ [[ფრანც ფონ ეკერტი|ფრანც ფონ ეკერტს]] სხვა მოსაზრების თანახმად, დოკუმენტური წყაროებით დასტურდება, რომ [[ფრანც ფონ ეკერტი|ეკერტი]] არ იყო კორეული ჰიმნის ავტორი და რომ „პაეჯაეს“ სკოლის მიერ შესრულებული სიმღერა და სამხედრო აკადემიის მიერ შესრულებული სიმღერა იყო შოტლანდიური პატრიოტული სიმღერის - "''Auld Lang Syne''"-ისა(თარგ. "''ძველი კეთილი დრო''") და ბრიტანეთის ჰიმნის - ''"God Save the Queen"''-ის (თარგ. "''ღმერთო იხსენი დედოფალი"'') კორეული ვერსიები.
სიმღერა რომელიც [[ფრანც ფონ ეკერტი|ეკერტთან]] არის დაკავშირებული, 1902 წელს იქნა შესრულებული სამხედროების მიერ. ეკერტის სიმღერის ერთ-ერთი ვერსია ოფიციალურად გამოიყენებოდა 1904 წელს კორეულ სკოლებში.
არსებობს მრავალი ვერსია იმასთან დაკავშირებით თუ ვინ იყო თანამედროვე კორეული ჰიმნის ავტორი. ფართოდ გავრცელებული მოსაზრების თანახმად, ჰიმნის ტექსტი დაიწერა ერთ-ერთი პოლიტიკოსის - „იუნ ჩჰი-ჰოს“ (იხ. ფოტო) მიერ 1896 წლის „[[დამოუკიდებლობის კარიბჭე|დამოუკიდებლობის კარიბჭის]]“ საფუძვლის ჩაყრის ცერემონიაზე შესრულებული პატრიოტული სიმღერისათვის. ასევე სხვადასხვა თეორიების მიხედვით ავტორებად მოისაზრებიან: ან ჩანგ-ჰო; ჩოი ბიუნგ-ჰუნი, კიმ ინ-სილკი, მინ-იანგ ჰვანი და სხვანი.
1955 წელს მთავრობის მიერ ჩამოყალიბდა სპეციალური კომიტეტი „აეგუკგას კომპოზიტორის ვინაობის დასადგენად“, თუმცა კომიტეტის დასკვნით არ არსებობს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რომ ავტორის ვინაობა დადგინდეს.
თავდაპირველად „აეგუკგა“-ს ტექსტები იმღერებოდა შოტლანდიური, ხალხური, პატრიოტული სიმღერის "''Auld Lang Syne''"-ის(თარგ. "''ძველი კეთილი დრო''") მუსიკაზე, რომელიც კორეაში დასავლეთიდან შემოსულმა მისიონერებმა შემოიტანეს. [[კორეის რესპუბლიკის დროებითი მმართველობა|კორეის რესპუბლიკის დროებითმა მმართველობამ]] (1919-1945) აეგუკგის ეს ვერსია ოფიციალურ ჰიმნად გამოაცხადა, [[შანხაი|შანხაიში]], [[ჩინეთი|ჩინეთში]] გადასახლებაში ყოფნისას. 1948 წლის 15 აგვისტოს, სამხრეთ კორეის დაარსებისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე, შოტლანდიური მუსიკა საბოლოოდ ჩაანაცვლა „კორეის ფანტაზიამ“, რომელიც დაიწერა კორეელი კომპოზიტორის, [[აჰნ ეკ-ტაი|აჰნ ეკ-ტაის]] მიერ, 1935 წელს. ახალი აეგუკგა მოგვიანებით ოფიციალურად იქნა აღიარებული როგორც სამხრეთ კორეის ჰიმნი 1948 წელს, სამხრეთ კორეის პირველი პრეზიდენტის [[ლი სინ მანი|ლი სინ მანის]] განკარგულებით.
<gallery>
Yoon30.jpg|იუნ ჩჰი ჰო
55

რედაქტირება