MSM: განსხვავება გადახედვებს შორის

56 ბაიტი წაიშალა ,  4 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
აშშ-ი 15დან 44 წლამდე მამაკაცებს შორის დაახლოებით 6% ჰქონია ორალური ან ანალური სექსი სხვა მამაკაცთან ცხოვრების რაღაც ეტაპზე, ხოლო დაახლოებით 2,9% გასული 12 თვის მანძილზე ჰყავდა მინიმუმ ერთი სექსუალური პარტნიორი მამაკაცი.
 
== სექსუალური პრაქტიკა ==
 
ისტორიულად ანალური სექსი ჰომოსექსუალ მამაკაცებთან და MSM-თან ასოცირდება. თუმცა ბევრი MSM პირი არ კავდება ანალური სექსით, მაგრამ აქვთ ორალური სექსი, ან კავდებიან ერთობლივი მასტურბირებით.
2007 წელს აივ/შიდსით დაავადებულთა უდიდესი კატეგორია აშშ-ს მოსახლეობაში მოიცავდა მამაკაცებს, რომლებსაც აქვთ სექსი მამაკაცებთან (MSM). მიუხედავად იმისა, რომ ეს ადამიანები აშშ-ს მოსახლეობის მხოლოდ 2% წარმოადგენენ, საერთო დიაგნოზების მიხედვით 51%, ხოლო მამაკაცებში 71% შეადგენენ. 2010 წლის ფედერალური კვლევის მიხედვიტMSM პირებში დაახლოებით 5დან 1 ადამიანი აივ-პოზიტიურია, და თითქმის ნახევარი ვერც კი აცნობიერებს ამას. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით აივ-ინფექციის გავრცელება MSM მამაკაცებში ვარირებს ეთნიკურობის მიხედვით. განვითარებად ქვეყნებში აივ-ინფექცია MSM მამაკაცებში ძალიან სწრაფი ტემპით ვრცელდება. კვლევების მიხედვით აფრიკაში, აზიასა და ლათინურ ამერიკაში 5%ზე ნაკლებ მამაკაცს აქვს წვდომა აივ-ინფექციასთან დაკავშირებულ ჯანდაცვასთან.
 
== B ჰეპატიტი ==
B ჰეპატიტი არის დაავადება გამოწვეული B ჰეპატიტის ვირუსით, რომელიც აინფიცირებს ღვიძლს და იწვევს ანთებას. დაავადება ეპიდემიური ხასიათისაა აფრიკის და აზიის ზოგიერთ ნაწილში, ხოლო ჩინეთში ენდემიური. მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით ერთი მესამედი, ანუ 2 მილიარდი ადამიანი იყო დაინფიცირებული B ჰეპატიტით. ინფექციის გავრცელება ხდება ინფიცირებულ სისხლთან ან ისეთ ბიოლოგიურ სითხეებთან შეხებით, რომლებსაც სისხლი ურევია. ასევე გადაცემის ხერხი შესაძლოა იყოს დაუცველი სქესობრივი კონტაქტი, სისხლის გადასხმა, დაბინძურებული შპრიცების და ნემსების ხელახლა გამოყენება, ინფექცია მშობიარობის დროს დედიდან ბავშვზეც გადადის. ინფექციის გავრცელება ოჯახის წვერებს შორისაც შესაძლებელია, მაგალითად დაზიანებულ კანთან ან ნერწყვთან კონტაქტით.
 
== სქესობრივი გზით გადამდები სხვა ინფექციები ==
 
სიფილისი, გამომწვევი ინფექცია Treponemapallidum, გადადის ადამიანიდან ადამიანზეპირდაპირი კონტაქტით სიფილიტიკურ იარასთან, ისინი ძირითადად გენიტალიებზე, ვაგინასა და ანუსში ჩნდება, ასევე შესაძლოა ტუჩებთან და პირშიც გაჩნდეს. ინფექციის გავრცელება ხდება ვაგინალური, ორალური, ან ანალური სექსის გზიტ. 2006 წელს აშშ-ში დაავადებულების 64% MSM პირები იყვნენ.
162

რედაქტირება